რატომ უნდა ისწავლო ციფრული მარკეტინგი სმარტ აკადემიაში? - კურსდამთავრებულის ამბავი
დავით ძიმისტარიშვილის კარიერა ციფრულ სამყაროში რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როცა სმარტ აკადემიაში ციფრული მარკეტინგის კურსი გაიარა. დღეს ის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:
„მარკეტინგი უნივერსიტეტში ჩაბარებამდე მაინტერესებდა. ციფრული მარკეტინგით კი წინა გაზაფხულს მას შემდეგ დავინტერესდი, რაც სმარტ აკადემიის კურსი აღმოვაჩინე.“
კურსის განმავლობაში ვისწავლე
- Google-სა და Facebook-ზე რეკლამის განთავსება და მისი თავისებურებები;
- რეკლამის შედეგის განსაზღვრა და რეპორტინგი;
- ციფრული მედიის გეგმის შედგენა, პრეზენტაციის წარდგენა და ა.შ;
- დაბოლოს - შესაძლებლობა მომეცა ჩემი თავი პრაქტიკაში გამომეცადა.
ლექტორის შესახებ
მარიამი კურსის განმავლობაში, ყველაფრის მარტივად გააზრებაში გვეხმარებოდა, არის უშუალო და, რაღა თქმა უნდა, მისგან ბევრ რამეს ისწავლით.
კურსის დასრულების შემდეგ
ლექტორის რეკომენდაციით სტაჟირება დავიწყე ციფრულ მედია სააგენტოში PORT:80. უკვე მესამე თვეა აქ ვარ. ეს ჩემთვის დიდი გამოცდილებაა. პროფესიული ცოდნის გაღრმავების და ახლის სწავლის შესაძლებლობა მაქვს.
სმარტ აკადემია არის
სივრცე, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ საკუთარი თავის განვითარებაზე იმუშაონ, პროფესიონალ ლექტორებთან ერთად. აქ ახალი პროფესიის შესაძენად მცირე დროც საკმარისია.
2 რჩევა მას, ვისაც ციფრული მარკეტინგი აინტერესებს…
1. გაიარე კურსი სმარტ აკადემიაში;
2. ამ საქმის საფუძვლიანად შესასწავლად პრაქტიკა გადამწყვეტია. ამიტომ დათანხმდი ნებისმიერ შეთავაზებას, სადაც ცოდნის რეალურ გარემოში გამოცდის შესაძლებლობა გექნება.
ციფრული მარკეტინგის კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს აქ.
გაიცანი ლექტორი: კურსის მიზანი სწორი ციფრული მარკეტინგული ხედვის ჩამოყალიბებაა