რა უნდა იცოდე, თუ UX/UI დიზაინის სწავლა გინდა? - რჩევები და ამბები კურსდამთავრებულისგან
რამდენიმე თვის წინ, ია სიჭინავამ სმარტ აკადემიაში UX/UI დიზაინის კურსი გაიარა. დღეს ის ციფრულ სააგენტო Smart Web-ში გადის სტაჟირებას. გზას კურსიდან დასაქმებამდე სმარტ აკადემიის მომავალ სტუდენტებს ენთუზიაზმით უზიარებს და იმედი აქვს, რომ მისი ამბავი სხვებისთვისაც ინსპირაციული იქნება:
„ამ საქმიანობით დავინტერესდი 2015 წელს, როცა მეგობრებთან ერთად სტარტაპი მქონდა, ონლაინ პლატფორმაზე ვმუშაობდით. რამდენჯერმე ცალკეული გვერდების დიზაინის შექმნა მომიწია. ამავე პერიოდში, კოლეჯში ფრონტ ენდ დეველოპმენტს ვსწავლობდი, რამდენიმე საგანი ვებ დიზაინის ნაწილს ეხებოდა. მაშინ ტერმინ UX/UI-ს არც ვიყენებდით, მაგრამ ვხვდებოდი, რომ მთელ ამ პროცესში ყველაზე მეტად სწორედ დიზაინის შექმნის პროცესი მომწონდა.
შარშან სერიოზულად გადავწყვიტე, აღნიშნულ პროფესიას დავუფლებოდი. ბევრი ვიდეო ვნახე, ინფორმაციაც მოვიძიე და სახელმძღვანელოებიც წავიკითხე, თუმცა ვგრძნობდი, რომ ჩემი ცოდნა ქაოსური იყო, ამიტომ გადავწყვიტე კურსის გავლა.“
იამ არსებული ცოდნის გაღრმავებისა და ახლის შეძენის მიზნით, UX/UI დიზაინის შესწავლა სმარტ აკადემიაში დაიწყო.
„სმარტ აკადემია არის სივრცე, სადაც სულ სიახლეებია, სადაც მუდმივად უკეთესობისკენ იცვლებიან და შენც გცვლიან.“
„კურსზე დიზაინის შექმნის ყველა ეტაპი დეტალურად გავიარე. აგრეთვე, ვისწავლე XD პროგრამის გამოყენება.
საბოლოოდ, აქ მიღებული ცოდნა იმაზე მეტი იყო, ვიდრე ველოდი. კურსის დასრულების შემდგომ გაკეთებულ ჩემს ნამუშევრებს ძველ პროექტებს რომ ვადარებ, ვგრძნობ რადიკალურ ცვლილებას და ძალიან დიდ წინსვლას.“
იას ნამუშევრები იხილე აქ.
ლექტორის შესახებ
„ეს ძალიან, ძალიან მონდომებული ლექტორის დამსახურებაცაა. ის გასაგებად, დაუზარლად გვიხსნიდა საკითხს. საჭიროების შემთხვევაში, თემას რამდენჯერმე უბრუნდებოდა, ყველა სტუდენტთან ინდივიდუალური მიდგომა ჰქონდა და ჩვენთან მუშაობას ძალიან დიდ დროს უთმობდა. მისი შენიშვნები ყოველთვის კონსტრუქციული და სასარგებლო იყო.
ამას გარდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სმარტ აკადემიის გარემო - მეგობრული და მონდომებული მენეჯერები, რომლებიც ნებისმიერი ხარვეზის ან პრობლემის მოგვარებაში გვეხმარებოდნენ.“
რატომ UX/UI დიზაინი?
„UX/UI დიზაინზე მუშაობა სპორტ დარბაზში ვარჯიშს ჰგავს. მაქსიმალურად კონცენტრირებული ხარ შედეგზე და ერთდროულად ტვინში უამრავი განსხვავებული იდეა მოგდის. რეალურად, ხომ უამრავი ფორმა, ფიგურა ვარიაცია არსებობს და შენ უნდა შეარჩიო ის ერთი, რომელიც ბევრის ინტერესს ერგება - დამკვეთის, შენი კომპანიის, პირადად შენი და რაც მთავარია, მომხმარებელზეა მორგებული. ამ დროს გრძნობ როგორ იყენებ შენი ტვინის მაქსიმუმს.
ჩემი აზრით, თუ ამ პროფესიაში წარმატების მიღწევა გინდა, ყველაფერი უნდა გაინტერესებდეს. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის შეიძლება მოგიწიოს მუშაობა. ამას გარდა, თუ ვერ ერკვევი ფსიქოლოგიაში, არ გიზიდავს ესთეტიკა და ხელოვნება, რიგი საკითხებისა ბუნდოვანი იქნება. UX/UI დიზაინერს უნდა აინტერესებდეს როგორც მარკეტინგი, ისე ტექნოლოგიები, დიზაინი და ა.შ. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ შაბლონების გამოყენება მოუწევს, რითაც ხარისხიან დიზაინს ვერ შექმნის.“
სტაჟირება
„კურსის დასრულების შემდეგ, შანსი მომეცა სტაჟირება სმარტ აკადემიის პარტნიორ კომპანია Smart Web-ში გამევლო. ვაპირებ აღნიშნული მიმართულებით განვვითარდე. ჯერ დამწყები ვარ, თუმცა წლების შემდეგ, როცა ამ პროფესიაში თავს დავიმკვიდრებ ვიტყვი, რომ სმარტ აკადემიას ჩემს წარმატებაში განუზომლად დიდი წვლილი აქვს. დარწმუნებული ვარ, ასეთი განცდა ექნებათ მათაც, ვინც ჩემსავით პროფესიის შეძენისა თუ განვითარებისთვის ამ სივრცეს აირჩევს.“
UX/UI დიზაინის კურსზე რეგისტრაცია.