მენიუ
banner banner

როგორ შევქმნა პერსონალური ბრენდი ? - 8 წესი

როგორ შევქმნა პერსონალური ბრენდი ? - 8 წესი

ამაზონის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი ამბობს: „შენი ბრენდი არის ის, რასაც ხალხი ამბობს შენზე, როცა ოთახში არ ხარ“. სხვანაირად რომ ვთქვათ, შენი ბრენდი არის ის, თუ როგორ წარუდგენ მსოფლიოს საკუთარ თავს. პირადი ბრენდის შექმნა შეიძლება რთულ იდეად მოგეჩვენოს, თუმცა რეალობა ასეთია - თუ თავად არ შექმნი საკუთარ ბრენდს, სხვა ადამიანები ამას შენ ნაცვლად გააკეთებენ. 

დღეს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი ბრენდია ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი. კარიერის საწყის ეტაპზე, ადგილობრივ შოუებში მუშაობისას ის სხვადასხვა სტილს იყენებდა, სანამ იპოვიდა თავის ნიშას და ამერიკის ხმის სტატუსს არ მოიპოვებდა. აქ არის 8 ოქროს წესი მიმზიდველი, უნიკალური პირადი ბრენდის შესაქმნელად. 

1. იპოვე ნიშა

„პრესასთან ურთიერთობისას, ძალიან ბევრი ადამიანი არ არის ფოკუსირებული კონკრეტულ საკითხებზე და ცდილობენ ისაუბრონ „ყველაფერზე, ყველასთვის“. ჩამოაყალიბეთ, რა არის თქვენი მთავარი მესიჯი და მიჰყევით მას“ - ამბობს Klickly-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი კუპერ ჰარისი. მისმა პირადმა ბრენდმა გარდამტეხი ცვლილება განიცადა - რიგითი მსახიობიდან დამსახურებულ ტექნოლოგიურ მეწარმემდე და ეს ცვლილება მხოლოდ ერთ შეტყობინებაზე ფოკუსირებით მოახერხა. შენი გზავნილი გათვლილი უნდა იყოს შენს სამიზნე აუდიტორიაზე. The Breakthrough Speaker-ის ავტორი, ადამ სმილიპოსვოლსკი ერთი ნაბიჯის გადადგმისკენ გვიბიძგებს, როცა გვირჩევს: „იპოვეთ ნიშა, შემდეგ კი შექმენით ნიშა თქვენს ნიშაში” ხოლო, Manos Accelerator-ის ტექნიკური ვიცე-პროდიუსერი ხუან ფელიპეკამპოსი კიდევ ერთი ნაბიჯით წინ მიდის და ფოკუსირებას გრძელვადიან კლიენტებზე ახდენს: „შეინარჩუნეთ თქვენი მესიჯი, თქვენი ნიშის შესაბამისად, რათა სამიზნე აუდიტორიისთვის დასამახსოვრებელი გახდეთ“. რაც უფრო ვიწრო და ერთ თემაზე ორიენტირებულია პირადი ბრენდი, მით უფრო მარტივია შენი შენიშვნა და დამახსოვრება. 

 2. იყავი ნამდვილი 

პირადი ბრენდი უნდა იყოს მარტივი და ყოველდღიურობაში გამოსადეგი… ყველაზე მარტივი გზა, გქონდეს ორიგინალური პირადი ბრენდი, არის იყო ნამდვილი და ავთენტური. „იყავი ის, ვინც ხარ. ეს გაგიადვილებს შენი პირადი ბრენდის მართვას“, - განმარტა Elumynt-ის ფეისბუქის რეკლამების ექსპერტმა უილიამ ჰარრისმა. დაბოლოს, CoinState-ის დამფუძნებელი, ჯასტინვუ ამბობს: „სანამ პირად ბრენდს შექმნი, დახელოვნდი შენს საქმიანობაში“ თუ შენს სფეროში საკმარისი გამოცდილება და რეპუტაცია გაქვს, ეს ბრენდის შექმნაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. 

 3. მოჰყევი ამბავს

თუ შენი პირადი ბრენდი არ ჰყვება ამბავს, ჩათვალე, რომ პოტენციური აუდიტორიის ნახევარი უკვე დაკარგე. Skyword-ის მთავარი სტრატეგი ალენ განეტი ამას საუკეთესოდ განმარტავს: „დღეს, ყველაზე ეფექტიანი პირადი ბრენდინგის სტრატეგია არის შექმნა ნამდვილი ნარატივი - ერთი პერსონაჟის მონოლოგები მოსაწყენია". ასე რომ შექმენი ისტორია შენი ბრენდის გარშემო, ამით აუდიტორიის ჩართულობას გაზრდი. ალენი რეგულარულად ხვდება და ესაუბრება თავის აუდიტორიას, რაც კიდევ უფრო ავითარებს მის თბილ და მეგობრულ პირად ბრენდს. 

 4. იყავი თანმიმდევრული 

შენ უნდა აჩვენო თანმიმდევრულობა კომუნიკაციითა თუ ვიზუალით. ერთი საკითხის ირგვლივ გაერთიანებული კონტენტისა და ბრენდის ამოცნობა გაცილებით ადვილია. Snapchat-ის მთავარი მთხრობელი CyreneQ, გვთავაზობს „რაღაც თანმიმდევრულ, ვიზუალურ ან სიტყვიერ გამოხატულებას“, რითაც ადამიანი შენს ბრენდს იცნობს. ეს შეიძლება იყოს ჩვეული ფრაზა, მისალმების ან დამშვიდობების მანერა და ა.შ. 

 5. მზად იყავი წარუმატებლობისთვის

წარუმატებლობის თავიდან აცილება ყველას გვინდა, თუმცა თუ პირადი ბრენდი გაქვს, რომელიც დანარჩენზე მაღლა დგას, ცხადია, გექნება წარუმატებლობაც. უოლტ დისნეი ამაზე ხშირად საუბრობს, როდესაც ანიმაციური ბრენდის შექმნის წარუმატებელ მცდელობებს იხსენებს: ვფიქრობ, მნიშვნელოვანია განიცადო დიდი მარცხი ახალგაზრდობაში. ამით ბევრი ვისწავლე. ეს რისკების გაცნობიერებაში გეხმარება “ და რაც შეიძლება მოხდეს, არასოდეს იქნება ისეთი საშინელი, როგორც უბრალოდ, არაფრის ცდა. Stories By Tim, Inc-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმოთიჰოანგი თავის კლიენტებს ხშირად ეუბნება, რომ: „ვერასდროს შექმნიან საუკეთესო ბრენდს, სანამ კომფორტის ზონის გადალახვამდე რამდენჯერმე არ დამარცხდებიან“. გამორჩეული ბრენდები ყოველთვის განმეორებითი მცდელობების, შეცდომის და წარუმატებლობისგან იქმნება და არა მყისიერი სრულყოფისგან. 

6. შენი ბრენდის ხმა გახადე პოზიტიური

პირადი ბრენდის გასავითარებლად 2 გზა არსებობს - გააფართოვე შენი წრე ან იგივე სხვების მეშვეობით გააკეთე. მთავარია, გახსოვდეს, რომ შენმა ბრენდმა პოზიტიური გავლენა უნდა მოახდინოს და ყოველ ჯერზე, როცა ადამიანს გაახსენდები, დადებითი ემოციით აივსოს. 

7. მიჰყევი წარმატებულ მაგალითს 

„ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პირადი ბრენდინგით, უნდა დაიწყონ ცნობილი ადამიანებისა და გავლენიანი ადამიანების მსგავსად, რომლებსაც ყოველდღიურად უყურებენ”, - განმარტავს ჯეისონვონგი, Wonghaus Ventures-ის აღმასრულებელი დირექტორი. მისი პირადი ბრენდი რამდენჯერმე გახდა ვირუსული. ის წერს და საუბრობს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ნაყინი იაპონიაში, გასაბერი აუზის სათამაშოები და მიმები ( რამაც მას „მიმების მეფის“ ტიტული მოუტანა). მისი წარმატება დიდწილად განაპირობა სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმაზე არსებული ტენდენციებისა თუ პოპულარული პერსონების შესწავლამ და შემდგომ ამბების თავისებურმა ინტერპრეტირებამ.

8.იცხოვრე შენი ბრენდით

ერთ-ერთი გზა იმისა, თუ როგორ გაართულო საკუთარი ბრენდის შექმნა, არის ბრენდის გამიჯვნა პირადი ცხოვრებიდან. სინამდვილეში, შენი ცხოვრების წესი და ბრენდი ერთი და იგივე უნდა იყოს.. Mentors & Mentees-ის დამფუძნებელი ტიმსალაუ სტუდენტებს ასწავლის, რომ „პირადი ბრენდი თან უნდა გახლდეს ყველგან, სადაც მიდიხარ. ეს უნდა იყოს ავთენტური გამოვლინება იმისა, თუ ვინ ხარ და რისი გჯერა.“ 

კომპანია Blake Jamieson-ის მხატვარი, ბლეიკჯეიმსონი შეგვახსენებს, რომ: „პირადი ბრენდის შექმნა ბევრად უფრო დიდი საქმეა, ვიდრე ბიზნესის შექმნა. პირადი ბრენდი არის უწყვეტი პროექტი, რომელიც მუდმივად ვითარდება და იცვლება. ექსპერტებმაც კი, რომლებიც ქმნიან ან აძლიერებენ უდიდეს ბიზნეს ბრენდებს, იციან, რომ პირადი ბრენდის შესაქმნელად არ არსებობს დოგმები, მაგრამ ეს ზოგადი მითითებები პირველი ნაბიჯების გადადგმაში გვეხმარება. სწორი პირადი ბრენდის შექმნა არა მხოლოდ დაგეხმარება გახდე ცნობილი, არამედ ესაა განსხვავება მასპინძლის ორ შეკითხვას შორის - „ვინ ხარ?“ და „მადლობა აქ ყოფნისთვის“. 

თუ ამ ბლოგმა საკუთარი პირადი ბრენდის შექმნა გადაგაწყვეტინა, მაგრამ არ იცი საიდან დაიწყო, შემოგვიერთდი პერსონალური ბრენდინგის კურსზე დღესვე და გახდი ადამიანი ბრენდი.


გაიცანი ლექტორი: როგორ გავხდე ადამიანი ბრენდი? - ნინო წითლანაძის პერსონალური ბრენდინგის შესახებ

ამავე თემაზე: როგორ გავხდე ის, ვინც მინდა ვიყო - პერსონალური ბრენდინგის შესახებ


მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

სხვა სტატიები

ყველა სტატია