მენიუ
banner banner
IT & Development დიზაინი მენეჯმენტი მარკეტინგი ბიზნესისთვის

ვიზუალური ბრენდინგის არტ დაირექშენი

ვიზუალური ბრენდინგის არტ დაირექშენი

ღირებულება 1400 ₾

განვადებით თვეში 44 ₾-დან



რეგისტრაცია ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი


ვიზუალური ბრენდინგის არტ-დაირექშენის კურსის მიზანია სტუდენტებმა დაინახონ მეტი შესაძლებობები დიზაინის პროცესში, აიმაღლონ კრეატიული ფიქრის უნარი და უფრო ნათლად და ორგანიზებულად შეძლონ გაუძღვნენ სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროცესებს, როგორც მარტო, ასევე,  გუნდთან მუშაობის დროს. 


სასწავლო კურსის შედეგები

ვიზუალური ბრენდინგი და არტ დაირექშენის კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ

  • კრეატიული ფიქრის მნიშვნელობა და ამის მეშვეობით თამამი და საჭირო დიზაინ გადაწყვეტილებების მიღება სამუშაო პროცესში;
  • სხვადასხვა ხასიათის ბრიფზე და ტექნიკაზე მუშაობის პრინციპები;
  • ბრენდის ვიზუალურ კონცეფციაზე მუშაობა;
  • ერთი შეხედვით მარტივი მოცემულობებისა და იდეების საინტერესოდ გაშლა;
  • ბრენდის ლოგოსა და ვიზუალური იდენტობის შემუშავება;
  • არტ-დირექტორისთვის საჭირო ტექნიკური და თეორიული უნარების გამომუშავება.


სასწავლო კურსის მოთხოვნები:

  • სტუდენტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით;
  • კარგად უნდა ფლობდეს  გრაფიკულ პროგრამებს (Adobe Photoshop, Adobe Illustrator), რათა შეძლოს სხვადასხვა სირთულის პრაქტიკული დავალებების კარგად შესრულება;
  • სასურველია გამართული სამუშაო ლეპტოპი;
  • ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა, რათა მარტივად გაერკვეს ინდუსტრიაში არსებულ ტერმინოლოგიაში.


ლექტორის შესახებ:

  • ანნა გუგუტიშვილი არის არტ დირექტორი და გრაფიკული დიზაინის გუნდის ხელმძღვანელი Flutter (Adjarabet)-ში;
  • მას აქვს ქართულ და საერთაშორისო პროექტებსა და კომპანიებთან მუშაობის 15+ წლიანი გამოცდილება;
  • ანნას აქვს პერსონალური დიზაინ სივრცე - გრაფიკა;
  • ის არის კანის ლომების კრეატიული ფესტივალის გამარჯვებული საქართველოში;
  • ანნას აქვს გამორჩეული ნამუშევრები სხვადასხვა პრინტ და ციფრულ მედიაში.
  • ანნა გუგუტიშვილის პორტფოლიო

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67

სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება რეგისტრაცია ➜

დაკავშირებული პროფესიები

გრაფიკული დიზაინერი ბრენდის მენეჯერი ილუსტრატორი კრეატიული დირექტორი ბრენდის სტრატეგი გრაფიკული ილუსტრატორი ბრენდინგის დიზაინერი არტ დირექტორი

მსგავსი კურსები

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი

კურსის მიზანია დამწყებ დიზაინერებს გააცნოს საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური გადაწყვეტების ის ძირითადი პრინციპები და პროგრამული ინსტრუმენტები, რაც აუცილებელია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.
გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აწყობის ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა. ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა.
UX/UI დიზაინის კურსი

UX/UI დიზაინის კურსი

UI/UX დიზაინის კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ვებ აპლიკაციების აწყობის სტრუქტურას და დამოუკიდებლად შეძლებენ ვებ გვერდის დიზაინის აწყობას.
ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კურსი

ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კურსი

ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კურსი მიზნად ისახავს ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურის და მენეჯმენტის საფუძვლების გააზრებას, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეიმუშავონ პროექტები, მართონ პროცესები და უზრუნველყონ ეფექტური კომუნიკაცია დამკვეთებთან.

ყველა კურსი