როგორ გაზარდა ღილაკის შეცვლამ საიტის წლიური შემოსავალი $300 მილიონით
UX/UI დიზაინისა და UX/UI ქოფირაითინგის მნიშვნელობა უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება. Center Centre-ის თანადამფუძნებელი და UIE-ის დამფუძნებელი ჯარედ სპოლი თავისი კომპანიის მაგალითზე გვიყვება, თუ რა როლი აქვს საიტის ან აპლიკაციის აწყობისას მომხმარებლის გამოცდილების გათვალისწინებას:
2 ცარიელი ველი, 2 ღილაკი და 1 ბმული - წარმოგიდგენია, უფრო მარტივი ფორმა? მიუხედავად ამისა, ეს ფორმა მომხმარებელს პროდუქტის შეძენისას აბრკოლებდა. უარესი კი ის იყო, რომ დიზაინერებსა და ქოფირაითერებს ამ პრობლემის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ. ფორმა მარტივი იყო - შესავსები ველები საჭიროებდა ელ.ფოსტასა და პაროლს. იყო 2 ღილაკი - Login და Register, აგრეთვე, ბმული, წარწერით: „დაგავიწყდათ პაროლი?“. მსგავსს მომხმარებლები ყველგან ხვდებიან. მაშ, რაშია პრობლემა?
სინამდვილეში, პრობლემა იყო არა იმდენად ფორმაზე წარწერების განლაგებაში, რამდენადაც თავად ფორმის ადგილმდებარეობაში. ფორმას მომხმარებლები მას შემდეგ ხედავდნენ, რაც კალათას შესაძენი პროდუქტებით აავსებდნენ და უშუალოდ, შეძენის ოპერაციას განახორციელებდნენ. გუნდის მიზანი იყო მომხმარებლების დაბრუნების შემთხვევაში, მათთვის შეძენა გაემარტივებინათ (სისტემა რეგისტრირებულ მომხმარებელთა საბანკო ანგარიშებს იმახსოვრებდა), თუმცა თავად მათთვის ეს გასაგები იყო ?
„მე აქ ურთიერთობის დასამყარებლად არ ვარ“
საიტის პრაქტიკულობის დასადგენად, კომპანიამ მომხმარებელთა საცდელი ჯგუფი შექმნა და მათ ქცევას დააკვირდნენ. ექსპერიმენტის მონაწილეებს მისცეს თანხა პროდუქტების შესაძენად და ერთადერთი, რაც მოეთხოვებოდათ, შესყიდვის დასრულება იყო. ისინი, ვინც საიტს პირველად იყენებდნენ, უკმაყოფილო დარჩნენ იმით, რომ იძულებულნი გახდნენ რეგისტრაცია გაევლოთ. როგორც ერთმა მათგანმა თქვა, „მე აქ ურთიერთობისთვის არ ვარ. უბრალოდ, რაღაცის ყიდვა მინდა.'' ზოგიერთს, არ ახსოვდა, რომ საიტს პირველად იყენებდა და მეილის შეყვანის შემდეგ მონაცემები რომ არ დადასტურდა, იმედგაცრუებული დარჩა.
უკმაყოფილონი იყვნენ ისინიც, ვინც რეგისტრაცია გაიარა. განაცხადეს, რომ კომპანიის მარკეტინგული შეტყობინებები შემაწუხებელი იყო. ზოგიერთ მათგანში კი პირადი ინფორმაციის გაცემამ ნეგატიური ეჭვები წარმოშვა. კმაყოფილები არც ისინი დარჩენილან, ვისაც ამ საიტით ადრეც უსარგებლია. ზოგს პაროლი არ ახსოვდა, რის შემდეგაც პაროლის აღდგენას ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. ზოგიერთი თავიდან დარეგისტრირდა.
მოგვიანებით, საცალო ვაჭრობის მონაცემთა ბაზის ანალიზმა აჩვენა, რომ მომხმარებელთა 45%-ს სისტემაში 10-მდე ექაუნთი ჰქონდა შექმნილი. ასევე აღმოჩნდა, რომ 160 000-მდე ადამიანი ითხოვდა პაროლის აღდგენას. რაც უნდა უცნაური იყოს, მათ 75%-ს ოპერაცია არასდროს დაუსრულებია, ანუ საიტიდან არასდროს არაფერი უყიდია.
საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ფორმა, რომელიც გამიზნული იყო ონლაინ ვაჭრობის გასაადვილებლად, მომხმარებელთა მხოლოდ მცირე ნაწილს დაეხმარა. უმეტესობისთვის კი ეს ზედმეტი თავის ტკივილი აღმოჩნდა.
$300,000,000-იანი დილემა
დიზაინერებმა და ქოფირაითერებმა პრობლემა მარტივად გადაჭრეს. მათ რეგისტრაციის ღილაკი ჩაანაცვლეს ღილაკით „გაგრძელება“ და შეტყობინებაც დაურთეს: „საიტიდან პროდუქტის შეძენისას ანგარიშის შექმნა არ გჭირდებათ, უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს „გაგრძელება“. თუ გსურთ თქვენი სამომავლო შეკვეთები უფრო სწრაფად განახორციელოთ, შექმენით ექაუნთი.
შედეგად, მყიდველთა რაოდენობამ 45%-ით მოიმატა. პირველ თვეში, შესყიდვებმა 15 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. პირველი წლის განმავლობაში, საიტმა დამატებით $300,000,000 მოგება მიიღო.
გაინტერესებსUX/UI დიზაინი? გაეცანი კურსს აქ.
...ან იქნებ UX/UI ქოფირაითინგით დაინტერესდი? იხილე კურსის შესახებ ინფორმაცია აქ.