არტ დაირექშენი - თამარ შიუკაშვილი კურსის შესახებ
თამარ შიუკაშვილმა სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა არტ დაირექშენის კურსი, ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
გაგვიზიარე შენი ისტორია, რატომ გადაწყვიტე ამ კურსის გავლა და გაამართლა თუ არა შენი მოლოდინები?
ჩემი გზა გრაფიკული დიზაინით დაიწყო, სადაც ყოველთვის ვიზუალურ ესთეტიკასა და დეტალებზე ვიყავი ფოკუსირებული. თუმცა, დროთა განმავლობაში გავაანალიზე, რომ მხოლოდ ლამაზი ვიზუალის შექმნა არ იყო საკმარისი. შესაბამისად, მინდოდა მესწავლა, რეალურად რა დგას ლამაზი ვიზუალების უკან. მივხვდი, რომ შემდეგი ლოგიკური საფეხური ჩემთვის არტ დაირექშენი იყო. ეს არ იყო პროფესიის შეცვლა, ეს იყო ჩემი უნარების გაფართოვება და კარიერული განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლა.
მოლოდინებმა ნამდვილად გაამართლა: კურსი დამეხმარა იმაში, რომ დიზაინერის როლიდან იმ ადამიანის როლში გადავსულიყავი, რომელიც ბრენდის მთლიან ვიზუალურ ენასა და ხასიათს განსაზღვრავს.
რა ცოდნა მიიღე და რომელ ლექციას გამოყოფდი?
ამ კურსმა მასწავლა, რომ არტ დირექტორის მთავარი იარაღი არა მხოლოდ გემოვნება, არამედ არგუმენტირებული დიზაინია. ვისწავლე, როგორ გადავთარგმნო ბრენდის სტრატეგია ვიზუალურ ენაზე ისე, რომ ყველა ფერს, ხაზსა და ფონტს თავისი ფუნქციური დატვირთვა ჰქონდეს.
განსაკუთრებით კი ბოლო ლექციას გამოვყოფდი - ეს იყო ერთგვარი რეფლექსიის მომენტი. სწორედ მაშინ გამახსენდა ჩემი პირველი დღე სმარტ აკადემიაში, როცა ის ყველაფერი, რაც კურსის ბოლოს უკვე ჩემი ხელით მქონდა შექმნილი, სრულიად წარმოუდგენლად და მიუღწევლად მეჩვენებოდა. ეს იყო საუკეთესო დასტური იმისა, თუ რამდენად გავიზარდე ამ მოკლე დროში.
გაგვიზიარე შთაბეჭდილებები ლექტორის შესახებ
სწავლის პროცესში უმნიშვნელოვანესია ლექტორის როლი, მისი ხედვა და მხარდაჭერა. ანნა სწორედ ისეთი მენტორი აღმოჩნდა, რომელიც მხოლოდ თეორიულ ცოდნას კი არ გვიზიარებდა, არამედ მუდმივად გვაძლევდა საჭირო და დროულ უკუკავშირს. ჩემთვის განსაკუთრებით ფასეული იყო მისი მიდგომა - ის არასდროს იშურებდა არც ობიექტურ კრიტიკას და არც დამსახურებულ შექებას. სწორედ ამ ბალანსმა და კონსტრუქციულმა უკუკავშირმა მომცა საშუალება, ჩემი ცოდნა გამეღრმავებინა და პრაქტიკული უნარები განმევითარებინა.
კურსის გავლის შემდეგ, როგორ გამოიყენებ|იყენებ მიღებულ ცოდნას?
კურსის დასრულების შემდეგ, ჩემი მიდგომა დიზაინისადმი სრულიად შეიცვალა. ახლა ყოველ პროექტს ვუყურებ, როგორც ერთიან ნარატივს. მიღებულ ცოდნას ვიყენებ იმისთვის, რომ ჩემს შემოქმედებით პროცესში მეტი სიღრმე და კონცეპტუალური სიზუსტე შევიტანო.
განსაკუთრებით მეხმარება არტ დირექშენის პრინციპების ცოდნა, რაც საშუალებას მაძლევს, ბრენდსა და მომხმარებელს შორის ემოციური კავშირი დავამყარო. ჩემი მიზანია, თითოეული ნამუშევარი იყოს ისეთივე მასშტაბური და გააზრებული, როგორიც ჩემი ფინალური პროექტი იყო, სადაც ყოველი დეტალი ერთ კონკრეტულ კონცეფციას ეფუძნებოდა.
გაგვიზიარე შენი შეხედულება სმარტ აკადემიის შესახებ
ზოგადად, ჩემთვის უაღრესად დასაფასებელია ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ადამიანის შემეცნებასა და მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული. ვფიქრობ, “სმარტ აკადემიას” დღეს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს თანამედროვე პროფესიების განვითარებაში. თქვენ ქმნით გარემოს, სადაც თეორია და პრაქტიკა იდეალურადაა სინთეზირებული, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ დაეუფლოს კონკრეტულ პროფესიას, არამედ ჩამოყალიბდეს პროფესიონალად, რომელსაც კონკურენტულ ბაზარზე საკუთარი სიტყვის თქმა შეუძლია. ჩემთვის “სმარტ აკადემია” არის ადგილი, სადაც პროფესიული ზრდა და პიროვნული ტრანსფორმაცია ერთდროულად ხდება.
არტ დაირექშენის კურსზე მიღება გრძელდება, შემოგვიერთდი კურსზე.