ჩემი ფანტაზიის 3D გრაფიკად ქცევა შემიძლია - დაათვალიერე კურსდამთავრებულის ნამუშევრები
„კურსის გავლის შემდეგ ამ სფეროში დასაქმება უნდა შევძლო. უნდა ვიყო თავდაჯერებული და დარწმუნებული იმაში, რომ ნებისმიერ ამოცანას გავართმევ თავს. პროექტის დამოუკიდებლად აწყობა უნდა შემეძლოს“ - ირაკლი გოგმაჩაძემ Smart Academy-ში Blender-ის შესწავლა ამ მოლოდინებით დაიწყო.
მიზანი მეტად რთული და 2 თვეში მიუღწეველი ჩანს. ამოცანას კიდევ უფრო ართულებს ისიც, რომ მას აქამდე Blender-თან შეხება საერთოდ არ ჰქონია: „ყოველთვის მაინტერესებდა ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი. ჩემი ფანტაზიის ვიზუალიზაცია და არქიტექტურული ხედვის გამომუშავება მინდოდა. ამიტომ გადავწყვიტე 3D გრაფიკა - Blender-ის საფუძვლების კურსის გავლა. სმარტ აკადემიამდე ამ პროგრამაში არასდროს მიმუშავია.“
ირაკლიმ Blender-ის კურსი უკვე დაასრულა. როგორც თავად ამბობს, მან თავისი მოლოდინების მაქსიმუმი მიიღო - ახლა პროექტებს დამოუკიდებლად აკეთებს:


„კურსმა ამ სფეროში დამოუკიდებელი გამხადა. შემიძლია, ჩემით გავაკეთო პროექტები და არა ისე, როგორც დამწყებები აკეთებენ Youtube-ის ტუტორიალების გამოყენებითა და გადმოკოპირებით. მე თავად ვიცი ამის კეთება და ეს სწორედ ისაა, რაც მჭირდებოდა. ლექტორის მითითებებით, სწავლის მიდგომებითა და ბევრი ვარჯიშით გამოვიმუშავე არქიტექტორული ხედვა. ვისწავლე, როგორ დავაპროექტო სახლი და როგორ უნდა მოვაწყო ოთახი ისე, რომ ნივთები და ავეჯი ერთმანეთთან ჰარმონიაში იყოს. ახლა, შემიძლია ეს წარმოსახვა რეალობად ვაქციო.“
ლექტორის შესახებ…
შემიძლია გითხრათ, რომ გელა პატარაია, თავისი საქმის პროფესიონალია. საინტერესოდ საუბრობდა თემის შესახებ და ამომწურავად პასუხობდა ყველა შეკითხვაზე.

გამორჩეული ლექცია...
გამორჩეული იყო ლექცია, სადაც მოგვცეს სცენა ობიექტებით (საგნებით) და დაგვავალეს მისი პროექტად ქცევა. ძალიან მომეწონა როგორც პროცესი, ისე საკუთარი ნამუშევრის ხილვა. კარგი განცდაა, როცა შენი წარმოსახვის შედეგს ეკრანზე ხედავ.
რა მოგწონთ ამ პროფესიაში, რატომ გაინტერესებთ?
შემიძლია, ჩემი ფანტაზია გრაფიკულ გამოსახულებად ვაქციო. როცა პროექტს ვაკეთებ და შემდეგ საბოლოო პროდუქტს ვუყურებ, დიდი სიამოვნების განცდა მეუფლება.

კურსის გავლის შემდეგ…
მივაღწიე იმ დონეს, რომ შემიძლია, ჩემი ხედვითა და უნარებით გავაკეთო ის, რაც მომინდება - ქალაქის აშენება, სახლის ინტერიერის შექმნა და ა.შ. შემიძლია, თამამად გითხრათ, რომ კურსმა მოლოდინები გამიმართლა. გარდა იმისა, რომ ეს ლექტორის დამსახურებაა, ჩემს განვითარებაზე თავადაც ბევრს ვმუშაობდი და ვვარჯიშობდი.
ბლენდერის კურსზე დარეგისტრირდი აქ.
გაიცანი ლექტორი: იდეალურთან ახლოს და ერთფეროვნებისგან შორს