„მივატოვე სფერო, სადაც 10 წელი გავატარე და პროგრამირების სწავლა დავიწყე“ - ინსპირაციული ინტერვიუ
„სანტორინში მოგზაურობისას, გემზე ერთი ბიჭი დავინახე, მაგიდაზე კოქტეილის ჭიქა და კომპიუტერი ედო, Sublime ჰქონდა გახსნილი, კოდს წერდა... ბავშვობის ოცნება მაშინ გამახსენდა და ასრულებაც მაშინ გადავწყვიტე. ვთქვი, რომ აუცილებლად გავხდებოდი ის, ვინც ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი - დეველოპერი. გავიფიქრე, გავა დრო და სხვა სივრცეში, მეც ვიჯდები სადმე და დისტანციურად ვიმუშავებ-მეთქი.“
ამ ამბიდან ორი წლის შემდეგ, 29 წლის ნატალი ლაბაძემ, ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრმა, პროფესია მიატოვა და საკუთარი თავისთვის მიცემული პირობის შესრულება დაიწყო. ასე მოხვდა სმარტ აკადემიაში, Front-End Development-ის საბაზისო კურსზე:
„5 თვის წინ, ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. გადავწყვიტე, რადიკალურად შემეცვალა პროფესია და უარი მეთქვა სფეროზე, სადაც 10 წელი გავატარე. უცებ მივხვდი, რომ ჩემი ოცნება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მხოლოდ კარგი სამსახური და პირველივე შესაძლებლობას ჩავეჭიდე. ყოველთვის მინდოდა, ჩემი ნამუშევრის ვიზუალიზაცია მენახა. ვებ დიზაინის შექმნა, რომელიც ხელით, კოდით მუშავდება, ძალიან მაინტერესებდა. დავიწყე ისეთი სასწავლებლის ძებნა, სადაც პროგრამირების მიმართულებით ძირითად ცოდნას მივიღებდი. სმარტ აკადემიამ კი ამაზე მეტი შესაძლებლობა მომცა - გამომიმუშავდა დამოუკიდებლად მუშაობის უნარი“, - გვიზიარებს ნატალი და სალექციო კურსზე დეტალურად გვიყვება:
„კურსის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. რა თქმა უნდა, ჯერ იმ ეტაპზე არ ვარ, თავს პროფესიონალი ვუწოდო, თუმცა ვხედავ, რომ დასაწყისში სულ სხვანაირად ვაზროვნებდი და ახლა სხვაგვარად ვფიქრობ. ეს ლექტორების დამსახურებაა, რომლებიც ლექციას ატარებდნენ არა უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით, არამედ რეალური შედეგის მისაღებად. ძალიან დეტალურად და ბევრჯერ გვიხსნიდნენ მასალას, რაც უკეთესად გააზრებაში მეხმარებოდა. ფაქტობრივად, კითხვის დასმა არც კი იყო საჭირო. როცა რაღაც დამაინტერესებდა, სანამ კითხვას დავსვამდი, ნოკა უკვე პასუხს სცემდა. ესეც კიდევ ერთი კომფორტი იყო - როცა იცი, რომ შენს ნებისმიერ შეკითხვაზე, მათ შორის სრულიად უაზრო მოსაზრებაზე, მიიღებ პასუხს, მეტად გაბედული და ინტერესიანი ხდები. ყოველი ლექციის ბოლოს ვგრძნობდი, რომ განვვითარდი.
ამასთან, ყველა ლექციის ვიდეო ჩანაწერებსაც გვიგზავნიდნენ. ამ მასალას ახლაც ვიყენებ, როცა რაღაც გაურკვევლობა მაქვს, შესაბამის ლექციას ვპოულობ და ვხელმძღვანელობ.
გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო ლექცია SASS-თან მუშაობის შესახებ. ვიცი, რომ უმეტესად, დიდ კომპანიებში კოდს SASS-ზე წერენ. ამიტომაც SCSS-ში დაწერილი კოდის CSS ფაილად დაკომპილირების ცოდნა აუცილებელია.
რაღაც ეტაპზე მქონდა შიში - არ ვიცოდი, დავძლევდი თუ ვერა ამ პროფესიას, თუმცა ახლა შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ დღეს თუ ვერა, რამდენიმე თვის შემდეგ ამ პროფესიაში წარმატებული ვიქნები.“ კურსის დასრულების შემდეგ, ნატალიმ სტაჟირება სმარტ აკადემიის პარტნიორ კომპანია Smart Web-ში გაიარა:
„სტაჟირება ცოდნის პრაქტიკაში გამოცდაში დამეხმარა. Smart Web-ში რამდენიმე საათს ვატარებდი. პარალელურად, Front End გუნდთან სულ გვქონდა მიმოწერა. დაუზარლად გვპასუხობდნენ ყველა შეკითხვაზე და ცდილობდნენ მართლა დაგვხმარებოდნენ. ამ პერიოდში ჩემი უნარები კიდევ 30%-ით გაიზარდა. ეს კი ძალიან კარგი შედეგია, თუ ჩავთვლით, რომ მხოლოდ 5 თვეა ვსწავლობ. მაქვს მიზანი, განვვითარდე პროგრამირებაში ფრონტის მიმართულებით. ვიცი, დიდი შრომა მომიწევს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მსიამოვნებს. იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტი შემართებით მუშაობას შევძლებ და მიზანს აუცილებლად მივაღწევ!“
Front End Development-ის კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს აქ.
თუ შენი ბავშვობის ოცნებებიც ძველ თაროზე იმტვერება, იცოდე, რომ შესაძლოა, შენმა გემმა უკვე ჩაიარა და ვიღაც, ვინც კოქტეილის წრუპვის პარალელურად, საყვარელ საქმეს აკეთებს, ვეღარ შთაგაგონებს.