მთავარი ბლოგი დიზაინი რეჟისორის როლი რეკლამაში - როგორ დავიწყოთ კარიერა ამ სფეროში
რეჟისორის როლი რეკლამაში - როგორ დავიწყოთ კარიერა ამ სფეროში
რეკლამა, როგორც შემოქმედებითი პროდუქტი, მრავალმხრივია და მოიაზრებს როგორც სიუჟეტური ხაზის აგებას, სცენარს, კადრირებასა და პერსონაჟების შერჩევას, ამასთანავე, კოსტიუმების შექმნას, ანიმაციის გამოყენებას, მუსიკალურ გაფორმებას, გადაღებას, მონტაჟს და სარეკლამო რიტმის განსაზღვრას.
მისი საფუძველი იდეაა, რომლის გარეშეც, ვერანაირი შესრულების ტექნიკა ვერ გვაიძულებს რეკლამირებული პროდუქტის დამახსოვრებას. გასათვალისწინებელია, რომ აჩქარებული და შეცვლილია ტემპიც, რადგან თანამედროვე რეკლამის უმრავლესი ნაწილი მაყურებლის პირველივე წამებში შეჩერებას ცდილობს.
იმ შემთხვევაში კი, თუ არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც მას ეკრანულ რეალობად აქცევს, უნაკლო იდეაც უმნიშვნელო გახდება. ეს ადამიანი რეჟისორია - პროფესიონალი, რომლის მთავარი ამოცანა შემოქმედებითი ხედვის პრაქტიკულ, ვიზუალურ შედეგად გარდაქმნაა.
რეჟისორის როლი პროექტის შექმნის ყველა ეტაპზე
მთელს მსოფლიოში, რეკლამაში საუკეთესო კინორეჟისორები მუშაობდნენ (ბერგმანი, ფელინი, კოპოლა) და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლაც ასეა. რეჟისორის პასუხისმგებლობა პროექტის მხოლოდ ერთ ეტაპზე არ სრულდება და წარმოების სამივე მთავარ საფეხურზე ნაწილდება. თუ რეჟისორს სწორად ესმის ფროდაქშენის მიმდინარე პროცესები - იცის, თუ როგორ შეუძლია არსებული მოცემულობით მისი ხედვა საბოლოო ნამუშევარში მიიღოს და მოერგოს ბრიფში არსებულ რეალობას, წარმატებით შეუძლია სფეროში თავის დამკვიდრება.
Pre-production (მზადება და კონცეპტუალიზაცია)
- სარეჟისორო თრითმენთი: სააგენტოსგან ან დამკვეთისგან მიღებული ბრიფისა და სცენარის გაანალიზების შემდეგ, რეჟისორი ქმნის საკუთარ ვიზუალურ კონცეფციას, სადაც განსაზღვრავს ჟანრს, ესთეტიკასა და მუდბორდს.
- გუნდის ორგანიზება და ლოკაციების განსაზღვრა: პროცესი მოიცავს გადამღები ჯგუფის შერჩევას, ფროდაქშენის თითოეული დეპარტამენტის მართვას, ლოკაციების დამტკიცებასა და პროექტის თაიმლაინის ჩაშლას.
- PPM (Pre-Production Meeting): პირველი ოფიციალური სამუშაო შეხვედრა დამკვეთთან და სააგენტოსთან, სადაც როგორც წესი, გადაღებები დეტალურად იგეგმება.
- კადრირება და კასტინგი: კომპოზიციის განსაზღვრა, Storyboard-ის შექმნა და იმ მსახიობების შერჩევა, რომლებიც ზუსტად გადმოსცემენ არსებულ ჩანაფიქრს.
Production (გადაღების პროცესი)
- სეტის მენეჯმენტი: გადამღებ მოედანზე პროფესიული ენისა და ეტიკეტის დაცვით მუშაობა.
- გუნდთან და მსახიობებთან მუშაობა: თითოეული დეპარტამენტის (ოპერატორი, მხატვარი, განათება) კოორდინაცია ერთიანი სარეჟისორო ხედვის ირგვლივ.
Post-production (დამუშავება და საბოლოო პროდუქტის შექმნა)
- ვიზუალური თხრობა მონტაჟში: მონტაჟის, როგორც უმნიშვნელოვანესი ვიზუალური ენის გამოყენება რიტმისა და დინამიკის დასაჭერად.
- ხმა, მუსიკა და ეფექტები: ხმის დიზაინისა და მუსიკის აწყობა ამბის თხრობის გასაძლიერებლად, ვიზუალური ეფექტებისა და ფერის კორექციის კონტროლი.
- დამკვეთთან თანამშრომლობა: სააგენტოსა და დამკვეთის უკუკავშირზე სწორი რეაგირება და რევიზიების მართვა.
ვინ არის 1st AD და რა როლი აქვს მას ფროდაქშენში
სანამ რეჟისორი საკუთარი ხედვის ნამუშევარში ყველაზე ეფექტური გზებით ასახვაზე ფიქრობს, იმისთვის, რომ ბიუჯეტი, და გეგმა ჩარჩოებს არ გასცდეს, ფროდაქშენს თავისი მთავარი “არქიტექტორი” სჭირდება - რეჟისორის პირველი ასისტენტი.
ის პროექტის გეგმის ჩაშლასა და გადაღებისთვის მომზადებაზეა პასუხისმგებელი. ევალება თაიმლაინის გაწერა და PPM-ის შედგენა (პირველი სამუშაო შეხვედრა დამკვეთთან და გადაღების დაგეგმვა)
როგორც წესი, უთვალავი წარმატებული რეჟისორი კარიერას სწორედ პირველ ასისტენტად იწყებს. ეს ის პოზიციაა, რომელიც გასწავლის, როგორ მუშაობს პროფესიონალური გადამღები გუნდი ეკრანს მიღმა და შენც ამის ნაწილად გაქცევს.
რატომ არის რეკლამის რეჟისურა მომავლის პროფესია?
უპრეცედენტო მოთხოვნა: 2023-2026 წლებში, ბიზნესის 90%-მა ვიდეო მარკეტინგი მთავარ იარაღად აქცია. კარგ სარეკლამო რეჟისორზე (ან გამოცდილ 1st AD-ზე) მოთხოვნა მუდმივად იზრდება.
მაღალი შემოსავალი: წარმატებულ სარეკლამო რეჟისორებს პროექტების მიხედვით, მაღალი და მუდმივად მზარდი ჰონორარები აქვთ.
სწრაფი შედეგი და მრავალფეროვნება: ერთ წელში, შეგიძლია მრავალ განსხვავებულ პროექტზე იმუშაო. მაგალითად, დღეს - სპორტული ბრენდის ვიდეოზე, ხვალ კი - საახალწლო კამპანიაზე.
გარდა ამისა,დღევანდელ რეალობაში, რეჟისორი უფრო მულტიდისციპლინარული უნდა იყოს, ვიდრე აქამდე. მას უნდა ჰქონდეს შემოქმედებითი, ტექნიკური და პრაქტიკული ცოდნა და მზად იყოს, ნებისმიერ დროს დამოუკიდებლად მოახერხოს ვიზუალური ამბის თხრობა.
სწორედ ამიტომ, სმარტ აკადემიაში რეკლამის რეჟისურის კურსი შევქმენით, რომელიც დაგეხმარება, შემოქმედებითი იდეა პროფესიონალურ ვიზუალურ პროდუქტად აქციო და სარეკლამო ინდუსტრიის სამუშაო პროცესებს გაეცნო.
რეკლამის რეჟისურის კურსი სმარტ აკადემიაში
რეკლამის რეჟისურის კურსს, რეჟისორი ლევან ბაბუციძე გაუძღვება, რომელსაც კრეატიულ ინდუსტრიაში მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება აქვს.
საკუთარი პროფესიული ცოდნის გაზიარებით, ლევანი დაგეხმარება, უკეთ გაიაზრო რეჟისორის როლი, პასუხისმგებლობები და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.
16 შეხვედრისა და 32 საათის განმავლობაში შეისწავლი სარეჟისორო თრითმენთის შექმნას, სცენარის ანალიზს, ვიზუალური კონცეფციის ჩამოყალიბებას, Storyboard-ის მომზადებას, მსახიობებთან და გადამღებ გუნდთან მუშაობას, გადაღების დაგეგმვასა და პოსტპროდაქშენის პროცესებს. გაეცნობი სარეკლამო პროექტის ბიუჯეტირების პრინციპებსაც და ისწავლი კლიენტთან და სააგენტოსთან ეფექტურ თანამშრომლობას.
კურსი მოიცავს პრაქტიკულ დავალებებს, რეალური პროექტების განხილვასა და ფინალური პროექტის მომზადებას, რაც მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაში დაგეხმარება.
თუ გაინტერესებს კინო, ვიზუალური თხრობა და რეკლამა, გინდა, იდეების გენერირებიდან საბოლოო შედეგის შექმნამდე ყველა ეტაპი გაიარო და ამ სფეროში კარიერის დასაწყებად საჭირო ცოდნა მიიღო, ეს კურსი შენთვისაა.
დაიწყე გზა სარეკლამო რეჟისურის სამყაროში სმარტ აკადემიასთან ერთად.