მთავარი ბლოგი დასაქმება/კარიერა სმარტ აკადემია Unlimited Summit-ის პარტნიორია -
სმარტ აკადემია Unlimited Summit-ის პარტნიორია -
Unlimited Summit გაფართოებული საერთაშორისო ფორმატით ბრუნდება
კარიერული განვითარება, მიზანდასახულობასა და აქტიურობასთან ერთად, სწორ დროსა და გარემოში შესაძლებლობების პოვნაზეა დამოკიდებული.
24-25 ოქტომბერს, Expo Georgia-ში, Unlimited Summit 2026 გაიმართება, რაც 7000-ზე მეტ დამსწრეს, 120-ზე მეტ საერთაშორისო და ქართველ სპიკერს, თავისუფალ პროფესიონალებს, ინოვატორებსა და ბიზნესის შემქმნელებს გააერთიანებს.
ორდღიანი სამიტის ფოკუსი წელს გლობალური დისტანციური დასაქმება (Remote Work), ინოვაციები და AI ინსტრუმენტების ინტეგრაციაა, რომლის ფარგლებშიც, მოუსმენ ადგილობრივი ბაზრის ლიდერებსა და ექსპერტებს, მეორე მხრივ კი, შრომის ბაზრის უახლეს ტრენდებსა და ექსკლუზიურ ვაკანსიებს/სტაჟირებებს გაეცნობი.
Unlimited Summit-ს ერთი მთავარი მიზანი აქვს - ადამიანებს განვითარების, ახალი შესაძლებლობებისა და წარმატებისთვის საჭირო სივრცე შეუქმნას.
სწორედ ამ საერთო მიზანმა გაგვაერთიანა Unlimited Summit და სმარტ აკადემია. ღონისძიების ფარგლებში, გაეცნობი სმარტ აკადემიის სასწავლო მიმართულებებსა და შესაძლებლობებს, გაიგებ ინფორმაციას პროფესიული წინსვლის სხვადასხვა საფეხურსა და კარიერული განვითარების პროგრამაზე.
აღსანიშნავია, რომ Unlimited Summit 2026-ზე სმარტ აკადემიის ლექტორებსაც შეხვდები, მიიღებ პრაქტიკულ ცოდნას და უკეთ გაეცნობი იმ უნარებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც პროფესიულ განვითარებაში დაგეხმარება.
რატომ არ უნდა გამოტოვო Unlimited Summit 2026?
Edu Fair & კარიერული განვითარება
სმარტ აკადემიის სივრცეში, გაეცნობი ჩვენს სასწავლო მიმართულებებს, კურსებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.
ასევე, გაგიზიარებთ ინფორმაციას განათლების საფეხურებსა და კარიერული განვითარების პროგრამის შესახებ, რომელიც SMART Support-თან ერთად, სტუდენტების იმ უნარ-ჩვევებითა და შესაძლებლობებით აღჭურვას უზრუნველყოფს, რაც მათ შრომის ბაზარზე ნავიგაციასა და კარიერის დაგეგმვაში ეხმარება.
Career Expo & B2B ნეთვორქინგი
შეხვდები ტოპ-კომპანიების HR ლიდერებს პირისპირ. გექნება შანსი, გაუზიარო შენი CV და აღმოაჩინო ახალი კარიერული თუ პარტნიორული შესაძლებლობები.
გლობალური დისტანციური დასაქმება
ისწავლი, როგორ იმუშაო წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან საქართველოდან გაუსვლელად და შეგეძლება, იპოვო შენი პირველი ან მომდევნო დისტანციური სამსახური.
პრაქტიკული ვორქშოფები & AI უნარები
გაეცნობი ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციის უახლეს ინსტრუმენტებს შენი კონკურენტული უპირატესობისთვის.
AI ჰაკათონი და ინტერაქციული ზონები:
დაამყარებ პირდაპირ კონტაქტებს ინდუსტრიის ლიდერებთან, მენტორებთან, სტარტაპერებთან და მომავალ კოლეგებთან.
შემოგვიერთდი 24-25 ოქტომბერს, EXPO GEORGIA-ში, აღმოაჩინე კარიერული განვითარების ახალი მიმართულებები და მიიღე ცოდნა, რომელიც მომავალი ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარება.