ისწავლე ის, რაც გეხალისება Smart Academy-ში
ყველაფერი, რასაც ხალისით ქმნი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და ხშირად, ყველაზე დიდი პროგრესიც სწორედ ასე მოდის. ამ მუხტსა და იდეას მიეძღვნა “სმარტ აკადემიის” კამპანია, რომლის ფარგლებში ახალი პროფესიის დაუფლების მსურველებს შეუძლიათ, ხარისხიანი, პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული განათლება სპეციალურ ფასად მიიღონ.
კამპანია სმარტ აკადემიის მრავალწლიანი საგანმანათლებლო ხედვის გაგრძელებაა, რომელსაც 2018 წლიდან, ერთგულად მიჰყვება. დღეს კი 60-ზე მეტ სასწავლო კურსს, 6 მიმართულებით აერთიანებს და სტუდენტებს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებულ პროგრამებს სთავაზობს. მათ შორისაა - მარკეტინგი, დიზაინი, ტექნოლოგიები, მენეჯმენტი, B2B და რაღა თქმა უნდა, AI.


როგორც სმარტ აკადემიის მენეჯმენტისა და მარკეტინგის მიმართულების ლიდი, ეთია გოგალაძე ამბობს, სიტყვა “ხალისი” საოფისე რუტინაში იმდენად დამკვიდრდა, რომ გუნდი იდეოლოგიის კამპანიად ქცევაზე დააფიქრა.
“სიტყვა “მოხალისება”, ჩემი იმერელი ბებიის სტუმართმასპინძლობის სინონიმია. “აბა, რა მოგახალისო ბებია” - ამ სიტყვით იწყება და გრძელდება ჩვენი შეხვედრა. კამპანიაზე მუშაობისას, პირველი და უმთავრესი რაც იყო, ამ სიტყვის ზუსტი შესატყვისი, განმარტება შევქმენით და მერე, თითქოს გაწერილივით, ერთმანეთს მიჰყვა იდეები”.
ამ იდეისგან წამოსული შთაგონებით კი გაჩნდა კამპანიის მთავარი მესიჯიც.
დიზაინისა და ტექნოლოგიების მიმართულებით მარკეტინგის ლიდის, თიკა გოლეთიანის თქმით, “ხალისის” მთავარი გზავნილი ადამიანების შინაგან მოტივაციასა და იმ სურვილს უკავშირდება, რომელიც როგორც წესი, ახალი ნაბიჯის გადადგმის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
“სწრაფად ცვალებად გარემოში ყველაზე მნიშვნელოვანია, მოუსმინო საკუთარ შინაგან ხმასა და სურვილს, რომელიც გამბედაობას გვმატებს ნაბიჯის გადასადგმელად, ახალი მიმართულების ასარჩევად, საკუთარი თავის უკეთ გასაცნობად. „გადახალისება" ჩვენს კამპანიაში არსებული ცოდნისა და უნარების განახლებას ეხმიანება. ზუსტად იმას, რასაც სმარტ აკადემია სთავაზობს სტუდენტებს, რომელთაც კვალიფიკაციის ამაღლება სურთ”.
განათლების ხელმისაწვდომობაზე ზრუნვა სმარტ აკადემიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, სწავლის მსურველებს სპეციალური ფასით სარგებლობა 31 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ. საკუთარი ინტერესისა და პროფესიული მიზნების მიხედვით არჩევანის გაკეთება, 6 მიმართულებასა და 60-ზე მეტ კურსს შორისაა შესაძლებელი. მრავალფეროვან პროგრამებს რამდენიმე ექსკლუზიური კურსიც ემატება, რომელიც მხოლოდ სმარტ აკადემიაში დაგხვდებათ. ასეთია:
PR, Event Branding & Management - რომლის ფარგლებშიც, სტუდენტებს შეეძლებათ, სიღრმისეულად ისწავლონ რეპუტაციის მართვის წესები, მედიასთან ეფექტური კომუნიკაციის სტანდარტები, მასშტაბური კამპანიების დაგეგმვის ტექნიკები და ყველა ის საკვანძო დეტალი, რაც თითოეული წარმატებული ბრენდის უკან დგას.
კრიზისული კომუნიკაციების მართვის კურსი - კურსდამთავრებულები მზად იქნებიან ნებისმიერი ტიპის კრიზისისთვის, შეძლებენ ცივი გონებით მართვასა და ორგანიზაციის რეპუტაციის აღდგენას რთული პერიოდის შემდეგ. ისწავლიან კრიზისული და პოსტკრიზისული პერიოდების მართვის ტექნიკებს, სტრატეგიების შექმნას, სწორი გზავნილების ფორმულირებასა და რისკების შეფასებას.
HR ადმინისტრირება პრაქტიკაში - სმარტ აკადემიის კიდევ ერთი გამორჩეული კურსია, რომელიც სრულად პრაქტიკულია და მოიცავს როგორც HR დოკუმენტაციის მართვასა და შრომითი ხელშეკრულებების წარმოებას, ასევე, პროცესების ავტომატიზაციას Excel-ისა და Google Sheets-ის გამოყენებით. საბოლოოდ, კურსდამთავრებულებს შეეძლებათ, შექმნან HR ადმინისტრირების საკუთარი მოდელი, რომელსაც რეალურ სამუშაო გარემოში ჩააინტეგრირებენ.
ზოგადი მენეჯმენტი და გაყიდვების მართვის კურსი - საუკეთესოა მათთვის, ვისაც გაყიდვების პროცესის სწორად დაგეგმვა, საკუთარი ბიზნესისა და გუნდის ეფექტურად მართვა სურს.
L&D - ორგანიზაციული სწავლებისა და განვითარების კურსზე ისწავლი, როგორ გარდაქმნა L&D ფუნქცია ბიზნესის ზრდის მთავარ ინსტრუმენტად - სწავლების საჭიროებების (TNA) ზუსტი დიაგნოსტიკიდან დაწყებული, საერთაშორისო მოდელების (ADDIE, 70-20-10, Kirkpatrick) გამოყენებითა და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო არქიტექტურის აგებით დასრულებული.
ბაზარზე მზარდი მოთხოვნით გამოირჩევა დიზაინის, ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა ანალიტიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის მიმართულებებიც, რომელთა სილაბუსებიც, დამსაქმებლის მოთხოვნებსა და ზოგად ტენდენციებს ზედმიწევნით პასუხობს.
პრაქტიკები და კარიერის განვითარების პროგრამა
სმარტ აკადემიის სტუდენტებს აქვთ შანსი, ჩაერთონ პროექტებში, მიღებული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გამოსცადონ და შრომის ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ. ამას გარდა, კურსდამთავრებულებს კარიერის განვითარების პროგრამით სარგებლობაც შეუძლიათ, რაც მათ პროფესიული გზის დაგეგმვასა და შესაძლებლობების პოვნაში ეხმარება.
პროგრამა ინდივიდუალურ კარიერულ კონსულტაციებს, რეზიუმეს მომზადებას, გასაუბრების სიმულაციებსა და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. კურსის დასრულების შემდეგ სმარტ აკადემია კურსდამთავრებულებთან თანამშრომლობას აგრძელებს, ვაკანსიებს უზიარებს, საუკეთესო სტუდენტებს დამსაქმებლებთან უწევს რეკომენდაციას და დასაქმების პროცესშიც, აქტიურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.