PAYROLL-ის პრაქტიკული კურსი - მარიამ ეჯიბია კურსის შესახებ
მარიამ ეჯიბიამ სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა PAYROLL-ის პრაქტიკული კურსი, ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
ამჟამად სად ხარ დასაქმებული?
ამჟამად ''სს ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფში'' ვარ დასაქმებული, შერჩევის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
როგორ გაიგე PAYROLL-ის პრაქტიკული კურსის შესახებ?
კურსის შესახებ შევიტყვე სოციალური ქსელიდან, კერძოდ, სმარტ აკადემიის Facebook გვერდიდან.
გაგვიზიარე შენი ისტორია, რატომ გადაწყვიტე კურსზე დასწრება და გაამართლა თუ არა შენი მოლოდინები?
მართალია ჩემი სამუშაოს სპეციფიკა არ მოიცავს შრომითი ანაზღაურების სისტემების დაგეგმვას, გამოთვლასა და მართვას, თუმცა კურსის გავლა გადავწყვიტე HR მიმართულებით ცოდნის გაღრმავების მიზნით. პროცესი ნამდვილად ძალიან საინტერესო იყო და გაამართლა ის მოლოდინები, რომელიც თავიდან მქონდა.
რა ცოდნა მიიღე და რომელ ლექციას გამოყოფდი?
კურსის განმავლობაში მივიღე პრაქტიკული გამოცდილება, რაც, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია სწავლის პროცესში. აღსანიშნია, რომ თითოეული საკითხი ლექტორების მიერ განიხილებოდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ჭრილში.
თითოეული ლექცია თავის მხრივ საინტერესო და ნაყოფიერი იყო, ამიტომ გამიჭირდება, რომელიმე ერთი ლექციის გამოყოფა.
გაგვიზიარე შთაბეჭდილებები ლექტორების შესახებ
ლექტორების მრავალმხრივი ცოდნა და გამოცდილება, კურსს მეტად საინტერესოს ხდის. ლელა და სოფიო ძალიან დიდ ენერგიას დებენ სასწავლო პროცესში და ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის გაზიარებისათვის მუდამ მზად არიან.
მათ მიერ გაზიარებულ ცოდნას, რა თქმა უნდა, კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის გამოვიყენებ.
გაგვიზიარე შენი შეხედულება სმარტ აკადემიის შესახებ
სმარტ აკადემიის გუნდთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო და საინტერესო გამოცდილება იყო. გუნდის წევრები მუდამ ჩართულნი არიან სალექციო პროცესებში და ყოველთვის აქვთ მზაობა სტუდენტების დახმარებისათვის.
PAYROLL-ის პრაქტიკულ კურსზე რეგისტრაცია გრძელდება, შემოგვიერთდი.