მენიუ
banner banner

გაიცანი სმარტ აკადემიის ელჩი აჭარაში - სალომე აბაშიძე

გაიცანი სმარტ აკადემიის ელჩი  აჭარაში - სალომე აბაშიძე

რეგიონებში ახალგაზრდების პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე ზრუნვა სმარტ აკადემიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი„გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში.“

ბლოგში გაგაცნობთ სალომე აბაშიძეს, სმარტ აკადემიის ელჩს აჭარაში, რომელიც სულ მალე საკუთარი რეგიონის განვითარების მთავარი ინიციატორი გახდება.

რას ნიშნავს შენთვის იყო შენი რეგიონის ელჩი?

რეგიონის ელჩობა ჩემთვის ნიშნავს, სიახლის შეტანას, იქ, სადაც ყველაზე მეტად საჭიროა. თითქოს შუამავალი რგოლი ვარ ჩემი რეგიონის ახალგაზრდებსა და სმარტ აკადემიას შორის. ჩემი რეგიონის ელჩობა ეს არის დიდი მისია, რომელიც მოითხოვს ინფორმაციის ზუსტად, პასუხისმგებლობითა და კეთილსინდისიერად მიწოდებას დაინტერესებული პირებისთვის. 

რა არის შენი, როგორც ელჩის, მთავარი მიზანი? 

ჩემი, როგორც ელჩის, მთავარი მიზანია რეგიონში ახალგაზრდებში პროფესიებზე ცნობიერების ამაღლება და მათთვის სხვადასხვა მიმართულების აღმოჩენაში დახმარებაა.ელჩობა ნიშნავს, იყო ის ადამიანი, რომელიც ახალგაზრდებს აჩვენებს, რამდენად მრავალფეროვანი და პერსპექტიულია თანამედროვე პროფესიული სამყარო და მათ სწორ გზაზე დგომაში უწყობს ხელს.

შენი აზრით, როგორ დაეხმარება ეს პროექტი რეგიონის საზოგადოებას? 

აღნიშნული პროექტი არის გზა საკუთარი თავის განვითარების, გარდა ამისა, ახალგაზრდებისთვის, რომლებიც პროფესიების არჩევის გზაზე არიან, ეს იქნება საკუთარი თავის სამომავლო პროფესიებში გამოცდის შანსი. ისინი შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების გადაფასებასა და გაიაზრებენ, რეალურად რა სურთ.

რატომ გგონია, რომ ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონებისთვის ? 

სმარტ აკადემიის რეგიონული ელჩი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს ხშირად ნაკლები წვდომა აქვთ თანამედროვე განათლებასა და ტექნოლოგიებზე. ელჩი ხდება ხიდი სმარტ აკადემიასა და ადგილობრივ საზოგადოებას შორის, ავრცელებს ცოდნასა და ინოვაციას, ხელს უწყობს თანაბარ შესაძლებლობებს და ციფრული უნარების განვითარებას. მისი საქმიანობა მოტივაციას აძლევს ახალგაზრდებს, აერთიანებს მათ და უწყობს ხელს თვითრეალიზაციას რეგიონულ დონეზე.

წაიკითხე:რატომ შევქმენით პროექტი “გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში.”

წაიკითხე: რამდენად მოთხოვნადია პროფესიული განათლება რეგიონებში.

 

სხვა სტატიები

ყველა სტატია