მენიუ
banner banner

სმარტ აკადემია Tech4Skills-ის პარტნიორია!

სმარტ აკადემია Tech4Skills-ის პარტნიორია!

Tech4Skill Ideathon - ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ ტექნოლოგიით შეცვალონ პროფესიული განათლების მომავალი.

8-9 ნოემბერს კრეატიული განვითარების ცენტრი (CDC) გამართავს ორდღიან Tech4Skills იდეათონს, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების იდეების მხარდაჭერას პროფესიული განათლების/(VET) მიმართულების განვითარებისთვის საქართველოში.

იდეათონი ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას წარმოადგინონ ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, როგორიცაა პლატფორმები, თამაშები, აპლიკაციები, ჩატბოტები ან ციფრული კამპანიები, რომლებიც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზაციას.

ღონისძიების განმავლობაში მონაწილეები იმუშავებენ სამ მთავარ გამოწვევაზე:

  ახალგაზრდების ჩართულობა პროფესიულ განათლებაში;

  ქალების მხარდაჭერა პროფესიულ განათლებაში;

  ციფრული გადაწყვეტები პროფესიული განათლების გასაძლიერებლად.

Tech4Skill Ideathon მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას:

  განავითარონ თავიანთი იდეები და შექმნან პროტოტიპები;

  იმუშაონ პროფესიონალ მენტორებთან და ექსპერტებთან;

  დაესწრონ ინსპირაციულ ვორქშოფებსა და სესიებს;

  წარადგინონ საკუთარი პროექტები ჟიურის წინაშე.

სამი გამარჯვებული გუნდი გაივლის ორთვიან მენტორობის პროგრამას, რომლის განმავლობაში მათ ექნებათ შესაძლებლობა განავითარონ თავიანთი პროტოტიპები და გადაიყვანონ ისინი პროფესიულ დონეზე.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-30 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პროფესიული განათლების სფეროთი და აქვთ ტექნოლოგიური იდეა ზემოთ აღნიშნული გამოწვევების გადასაჭრელად. აუცილებელია 2-4 წევრიანი გუნდის ყოლა.

📅 თარიღი: 8-9 ნოემბერი 
📧 კონტაქტი: cdcgeo@gmail.com 
📱 595996030 / 593197219

თუ გაქვს იდეა, რომელიც ამ პრობლემებს ჭრის და გყავს 2-4 კაციანი გუნდი, დარეგისტრირდი იდეათონზე და გახდი ცვლილების ნაწილი: https://forms.gle/W7vawXpgvrcfjAb48

იდეათონი ტარდება კრეატიული განვითარების ცენტრის (CDC) ორგანიზებით, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტების - „EU4Youth: ახალგაზრდების ჩართულობა და გაძლიერება” და „VET in Georgia’s Growth Sectors“ - კოლაბორაციის ფარგლებში. აღნიშნული პროექტები ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით ხორციელდება და ორგანიზაცია GIZ-ის მიერ იმპლემენტირდება.



სხვა სტატიები

ყველა სტატია