მენიუ
banner banner

სმარტ აკადემია თბილისის არქიტექტურული ფორუმი 2025-ის პარტნიორია!

სმარტ აკადემია თბილისის არქიტექტურული ფორუმი 2025-ის პარტნიორია!

თბილისის არქიტექტურული ფორუმი 2025 – „მეხუთე განზომილება: ინტერაქცია ადამიანსა და ფიზიკურ გარემოს შორის"

27 სექტემბერი, 2025 | ექსპო ჯორჯია, თბილისი

თბილისი, ქალაქი, რომელსაც ყოველთვის აქვს მოსაყოლი ისტორია, 2025 წელს არქიტექტურულ დიალოგს ახალი ძალით ხსნის. თბილისის არქიტექტურის ფორუმი 27 სექტემბერს, „ექსპო ჯორჯიას“ სივრცეში, საერთაშორისო პლატფორმას შექმნის, სადაც არქიტექტორები, ურბანისტები, დიზაინერები და სხვადასხვა დარგის პროფესიონალები ერთად იმსჯელებენ თემაზე: „მეხუთე განზომილება: არქიტექტურა როგორც ადამიანური გამოცდილება“.

ფორუმის მიზანია გააფართოვოს არქიტექტურის ტრადიციული გაგება და ყურადღება გაამახვილოს იმ უხილავ ასპექტებზე, რომლებიც ქალაქებსა და შენობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს — ემოციაზე, მეხსიერებაზე, კულტურულ ნარატივებსა და მდგრად პრაქტიკებზე.

ფორუმის პროგრამა მოიცავს:

🔸 მსოფლიო დონის პრეზენტაციებსა და დისკუსიებს არქიტექტურაზე, ინტერიერის დიზაინსა და ურბანულ დაგეგმარებაზე;
🔸 რაუნდთეიბლებს, სადაც პროფესიონალები და სტუდენტები იმსჯელებენ ქალაქის განვითარების გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე;
🔸 ვორქშოფებსა და გამოფენებს, რომლებიც ინოვაციურ ხედვებსა და ტექნოლოგიურ ექსპერიმენტებს წარმოაჩენს.
🔸 სტუდენტურ კონკურსს 
🔸 აფთერფართის ველქამ დრინქებითა და მუსიკით

ღონისძიებას 600-ზე მეტი მონაწილე, 25-ზე მეტი სპიკერი ეყოლება. ფორუმი იქნება დიალოგის სივრცე, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება გაერთიანდება, რათა შეიქმნას ახალი ხედვები თბილისის და მთლიანად რეგიონის არქიტექტურულ მომავალზე.


ბილეთები ხელმისაწვდომია → tkt.ge/taf2025

 

სხვა სტატიები

ყველა სტატია