მენიუ
banner banner

HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა - მარიკა შვანგირაძე კურსის შესახებ

HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა - მარიკა შვანგირაძე კურსის შესახებ

მარიკა შვანგირაძემ სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა - HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკის კურსი, ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

 რატომ გადაწყვიტე HR მენეჯმენტისა და რეკრუტინგის პრაქტიკის კურსის გავლა და რამ გიბიძგა, რომ ამ კურსზე დარეგისტრირებულიყავი?

პროფესიულ საქმიანობაში უკვე მქონდა შეხება HR პროცესებთან, თუმცა ვფიქრობდი, რომ საჭირო იყო ჩემი ცოდნის გაღრმავება, განსაკუთრებით რეკრუტინგის, შეფასებისა და სტრატეგიული HR მენეჯმენტის კუთხით. ამ კურსის არჩევისას განსაკუთრებულად მომხიბლა პრაქტიკულმა  ნაწილმა - რეალურ მაგალითებზე, მონაცემებზე, პროცესებზე მუშაობა და თანამედროვე HR ტენდენციების (Tech რეკრუტინგი, HR ანალიტიკა, KPI, OKR და სხვა) დეტალური გაცნობა. ჩემი სურვილი და მიზანი იყო, არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღება, არამედ იმ უნარების განვითარება, რომლებიც პირდაპირ გამოიყენება ორგანიზაციულ გარემოში,  სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს კურსი.

გაგვიზიარე შენი ისტორია, რა პროფესია გქონდა, რატომ გადაწყვიტე შეცვლა, ან ცოდნის გაღრმავება და გაამართლა თუ არა შენი მოლოდინები?

ჩემი ძირითადი პროფესია ფსიქოლოგიაა. ორგანიზაციული ფსიქოლოგიის კურსის გაცნობის დროს დავინტერესდი HR სფეროთი, ვინაიდან გავაცნობიერე, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენენ სწორად შერჩეული და მოტივირებული თანამშრომლები, არა მხოლოდ გუნდურ დინამიკაზე, არამედ მთლიანად ორგანიზაციის განვითარებაზე. გამიჩნდა სურვილი, უფრო აქტიურად ჩავრთულიყავი ამ პროცესებში და მქონოდა სიღრმისეული პროფესიული ცოდნა, განსაკუთრებით სტრუქტურირებული მიდგომებისა და თანამედროვე HR ინსტრუმენტების შესახებ. ამ მოტივაციით მივიღე გადაწყვეტილება, გამევლო HR მენეჯმენტისა და რეკრუტინგის პრაქტიკის კურსი. კურსმა სრულად გაამართლა ჩემი მოლოდინები - შევიძინე, როგორც  მნიშვნელოვანი თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული უნარები. ამ გამოცდილების შემდეგ მჯერა, რომ შემიძლია ვიყო HR გუნდის ღირებული წევრი და აქტიურად შევიტანო წვლილი ორგანიზაციულ ცვლილებებსა და განვითარებაში.

რომელი თემა, ლექცია ან პრაქტიკული ნაწილი იყო შენთვის ყველაზე საინტერესო?

კურსის განმავლობაში ყველა ნაწილი მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. თითოეული საკითხი მორგებული იყო პროფესიულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე. ჩემთვის განსაკუთრებით გამორჩეული იყო სტრატეგიული HR მენეჯმენტის ნაწილი. ამ ნაწილის გაცნობის დროს მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია HR-ის მიზნების ინტეგრირება ორგანიზაციის საერთო მიზნებსა და სტრატეგიასთან. ისეთი თემების გაცნობამ, როგორებიცაა HR სტრატეგიის ჩამოყალიბება, სტრატეგიული სამუშაო ძალის დაგეგმვა, KPI-ებისა და OKR-ების სისტემების დანერგვა და SMART მიზნების ფორმულირება, სრულიად სხვა რაკურსით დამანახა HR-ის როლი - არა მხოლოდ ადმინისტრაციული, არამედ ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების განმსაზღვრელი. ეს გამოცდილება ჩემთვის განსაკუთრებით შთამაგონებელი და მოტივაციის მომცემი აღმოჩნდა.

გაგვიზიარე ლექტორების შესახებ შთაბეჭდილებები

ლექტორების პროფესიონალიზმმა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებულმა მიდგომამ კურსს განსაკუთრებული ღირებულება შესძინა. მათ მიერ განხილული მაგალითები, წარდგენილი ქეისები და პრაქტიკული რჩევები მნიშვნელოვნად ამდიდრებდა სასწავლო პროცესს. საბოლოოდ, მათგან მივიღეთ არა მხოლოდ პროფესიული ცოდნა, არამედ მოტივაციაც, რომ ვიყოთ უფრო კვალიფიკაციური და ღირებული HR სპეციალისტები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ორგანიზაციულ განვითარებაში და ქმნიან რეალურ ცვლილებებს.

რა სირთულე შეგხვდა HR მენეჯმენტისა და რეკრუტინგის პრაქტიკის კურსის განმავლობაში და როგორ გადალახე ის?

კურსის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე დიდი სირთულე მონაცემებთან მუშაობის ტექნიკური ნაწილს უკავშირდებოდა, კერძოდ კი, Excel-ის გამოყენებით მონაცემების დამუშავებასა და ანალიზს. ჩემთვის გარკვეული ფუნქციებისა და ფორმულების ათვისება გამოწვევად იქცა. თუმცა, ლექტორების მხარდაჭერისა და პრაქტიკული მაგალითების მეშვეობით, ეტაპობრივად დავხვეწე საჭირო უნარები და ახლა უკვე გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ თავს. კიდევ ერთი სირთულეს შერჩევის პროცესში შესაბამისი კანდიდატების მოძიება წარმოადგენდა. ხშირად არ იყო მარტივი, მოკლე დროში მოგვეძიებინა საკმარისი რაოდენობის კანდიდატი, რომელიც აკმაყოფილებდა ყველა კრიტერიუმს. თუმცა, საბოლოოდ, ლექტორების რეკომენდაციებისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, ეს ნაწილიც ავითვისე. ასევე ვისწავლე, რომ ზოგჯერ მნიშვნელოვანია პრიორიტეტების გადახედვა და იმის გააზრება, თუ რომელ მოთხოვნებზეა შესაძლებელი კომპრომისი და სად არის აუცილებელი მკაცრი შესაბამისობა. საბოლოო ჯამში, ამ გამოცდილებამ მასწავლა მოქნილობა, სტრატეგიული აზროვნება და კრიტერიული შეფასების უნარი, რაც რეალურ სამუშაო გარემოში, შერჩევის პროცესს უფრო მიზანმიმართულსა და ეფექტურს ხდის.

როგორ შეაფასებდი ჩვენთან სწავლას და ურჩევდი თუ არა სხვებს, რომ არჩევანი სმარტ აკადემიაზე შეაჩერონ?

სმარტ აკადემიაში სწავლა ჩემთვის ღირებული გამოცდილება იყო, როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ დონეზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლექტორების მაღალი ჩართულობა, მრავალფეროვანი პრაქტიკული გამოცდილება და ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ სტუდენტთან. მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ თეორიით. ხშირად ვმუშაობდით რეალურ ქეისებზე, ვმართავდით დისკუსიებს და ვასრულებდით პრაქტიკულ დავალებებს, რაც გვაძლევდა შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა რეალურ სიტუაციებში გამოგვეყენებინა და გაგვეაზრებინა მისი ღირებულება.  სმარტ აკადემიამ არა მხოლოდ ცოდნა მომცა, არამედ გამიძლიერა რწმენა საკუთარ პროფესიულ შესაძლებლობებში. სწორედ ამიტომ, დარწმუნებით ვურჩევ ყველას, ვინც ადამიანური რესურსების სფეროში განვითარებაზე ფიქრობს, რომ არჩევანი სმარტ აკადემიაზე შეაჩეროს - აქ არამხოლოდ ისწავლი, არამედ საკუთარ თავსაც თავიდან აღმოაჩენ პროფესიული თვალსაზრისით.


თუ შენც ხარ დაინტერესებული ამ სფეროთი, მაშინ შემოგვიერთდი კურსზე:

HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა.

სხვა სტატიები

ყველა სტატია