მენიუ
banner banner

სმარტ აკადემია Robo Battle 2025-ის პარტნიორია!

სმარტ აკადემია Robo Battle 2025-ის პარტნიორია!

სმარტ აკადემია Robo Battle 2025-ის პარტნიორია!

საქართველოს რობოტიკის ასოციაცია (GRA) გიწვევთ წლის ყველაზე ტექნოლოგიურ მოვლენაზე  Robo Battle 2025, რომელიც Tbilisi Digital Fest-ის ფარგლებში 26 ივლისს Radio City | District 4-ში ჩატარდება.

Robo Battle 2025 წარმოადგენს ინსპირაციულ სივრცეს ინჟინრების, დიზაინერებისა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.Robo Battle 2025-ის მიზანია ახალგაზრდების STEM ტექნოლოგიურ და ინჟინრულ სფეროებში წახალისება. რობოტიკის, პროგრამირებისა და სხვა ტექ მიმართულებების პოპულარიზაცია და პროფესიული უნარების გაღრმავება რეალური პრაქტიკის მეშვეობით.

ღონისძიება ფოკუსირებულია ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე, შესაბამისად სხვადასხვა საინტერესო აქტივობა იქნება წარმოდგენილი და 1 დღიანი ტექნოლოგიური, საინჟინრო ფესტივალის სახე ექნება. გარდა შეჯიბრისა, დამთვალიერებლებსა და მონაწილეებს დახვდებათ სხვადასხვა ინტერაქციული ზონა და აქტივობა.

 ძირითადი აქტივობები:

  • საბრძოლო რობოტების ჩემპიონატი – დისტანციურად მართვადი რობოტების შეჯიბრი სამ წონით კატეგორიაში
  • SUMO რობოტების ტურნირი – ავტონომიური რობოტების შეჯიბრი 
  • დრონების საგამოფენო სივრცე 
  • დრონების საფრენი სივრცე 
  • სპონსორებისა და ტექნოლოგიური კომპანიების სტენდები
  • დემო ზონა, სადაც დაინტერესებულ საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება დაათვალიეროს მონაწილეთა რობოტები
  • RC CAR სივრცე - სტენდები საგამოფენო სივრცე
  • კვების და გართობის სივრცე – მუსიკა, თამაშები და სოციალიზაცია

ღონისძიებაში მონაწილეობს სკოლების, უნივერსიტეტების, ჰობისტებისა და სტარტაპების მიერ შექმნილი საბრძოლო და SUMO რობოტები, რომლებიც ერთმანეთს სხვადასხვა კატეგორიაში შეერკინებიან

ღონისძიების ფარგლებში გამოცხადებული იყო გუნდური რეგისტრაცია საბრძოლო რობოტებისა და SUMO რობოტების შეჯიბრებისთვის. რეგისტრაცია დასრულებულია და ამ ეტაპისთვის რობოტების ბრძოლის კატეგორიაში  დარეგისტრირებულია 92 გუნდი (315 ადამიანი) , Sumo რობოტების კატეგორიაში  კი დარეგისტრირებულია 49 გუნდი ( 132 ადამიანი).

ღონისძიების მთავარი შეჯიბრებებისთვის დაწესებული საპრიზო ფონდი!

25,000 ლარი – რობოტების ბრძოლისა და SUMO რობოტების კატეგორიებში! აღნიშნული საპრიზო ფონდი განაწილდება სხვადასხვა წონით კატეგორიებსა და ნომინაციებში გამარჯვებულ გუნდებზე.

დასწრება და დეტალები

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ღონისძიებას უფასოდ დაესწროს, თავადაც ჩაერთოს ინტერაქციულ აქტივობებში, საბოლოოდ კი იხილოს ღონისძიების კულმინაციური შოუ შეჯიბრებების სახით. დასწრების მსურველთათვის შექმნილია მარტივი სარგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/qhRjxmK3eEWCNAYt7

ადგილმდებარეობა: რადიო ქალაქი-Radio City | District 4: https://shorturl.at/7KDbR

თარიღი: 26 ივლისი
დრო:11:00-20:00

სხვა სტატიები

ყველა სტატია