Facebook pixel
მენიუ

რჩევები სამსახურის მაძიებლებს (ნაწილი 2)

რჩევები სამსახურის მაძიებლებს (ნაწილი 2)

ვაგრძელებთ რჩევებს სამსახურის მაძიებლებისთვის:


ანაზღაურებასთან დაკავშირებული კითხვები

ყველაზე რთული კითხვები ხშირად სამუშაოსთვის განსაზღვრულ ანაზღაურებას ეხება. აქ მოცემულია ის კითხვები, რომლებიც შეიძლება გასაუბრებაზე დაგისვან. გარკვეულ სიტუაციებში დამსაქმებლებს არ აქვთ უფლება დაგისვან კითხვა სამუშაო ისტორიის შესახებ.

  • რა არის თქვენთვის სასურველი ანაზღაურება?
  • რა არის თქვენი სახელფასო მოთხოვნა?
  • რა შემთხვევაში დათანხმდებოდით სამუშაოს ნაკლები ანაზღაურებით?

საკვალიფიკაციო კითხვები

ყველაზე მნიშვნელოვანი ინტერვიუერისთვის არის განსაზღვროს, თუ რამდენად კვალიფიციური ხარ სამსახურისთვის.

  • რა არის თქვენი საკვალიფიკაციო გამოცდილება?
  • როგორ ფიქრობთ, თქვენ ზედმეტად კვალიფიციური ხომ არ ხართ ამ სამუშაოსთვის?
  • მითხარით, თქვენი საგანმანათლებლო გამოცდილების შესახებ.
  • რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად, ვიდრე თქვენს კონკურენტებს?
  • რა არის თქვენი ფილოსოფია, რომელიც გასდევს თქვენს საქმიანობას?

კითხვები საქმიანობის შესრულების შესახებ 

ის თუ როგორ ასრულებდით სამუშაოს წინა სამსახურში, ხშირად ნიშნავს იმას, თუ როგორ შეასრულებთ სამუშაოს ამჟამინდელ ვაკანსიაზე. ფრთხილად იყავით, როდესაც მოგიწევთ უპასუხოთ ნეგატიურ შეკითხვებს. თქვენ შეგიძლიათ თქვენი პასუხები უფრო პოზიტიურად წარმოაჩინოთ, რომც გიწევდეთ რთულ კითხვაზე პასუხის გაცემა.

  • რის გამო გაკრიტიკებენ ყველაზე ხშირად ადამიანები?
  • რა არის ყველაზე დიდი კრიტიკა, რაც კი მიგიღიათ თქვენი უფროსისგან?
  • რა გაბრაზებთ?
  • რა პრობლემებს შეხვედრილხართ სამუშაო ადგილას?
  • რა სტრატეგიებს მიმართავთ, რომ მოახდინოთ თქვენი გუნდის მოტივირება?
  • გაგვიზიარეთ, თუ რას გააკეთებდით განსხვავებულად თქვენს სამუშაო ადგილას.
  • როგორ სამუშაო გარემოს ანიჭებთ უპირატესობას?
  • როგორ შეაფასებდით წარმატებას?
  • აღწერეთ თქვენთვის ყველაზე ძნელი, რთული დავალება, რომელიც გადალახეთ სამუშაო ადგილას? 

კითხვები სამუშაო ისტორიის შესახებ

  • არის თქვენი სამუშაო გამოცდილება სტაბილური? თუ გაქვთ პაუზები სამუშაოდან სამუშაომდე?
  • რა პასუხისმგებლობები გქონდათ თქვენს წინა სამსახურში?
  • რა იყო ის მთავარი გამოწვევები, რომელიც გადალახეთ?
  • რა არის თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა?

კითხვები მენეჯმენტზე და გუნდურობაზე

გუნდური მოთამაშე ხართ? სხვებთან ერთად როგორ ართმევთ სამუშაოს თავს? თუ დამოუკიდებლად გსურთ მუშაობა?

თქვენი მუშაობის სტილი, თანამშრომლებთან და მანეჯერებთან, კლიენტებთან ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ის სავარაუდო კითხვები, რომელსაც თქვენ დაგისვამენ. 

კითხვა - რატომ უნდა აგიყვანოთ სამსახურში? 

ინტერვიუერმა შესაძლოა გკითხოთ, თუ რატომ უნდაა მოხდეს თქვენი აყვანა აღნიშნულ სამსახურში და რა გამოგარჩევთ სხვა აპლიკანტებისგან. 

კითხვები ახალი სამსახურის შესახებ

რა იცით კომპანიის შესახებ, რატომ გსურთ ეს სამსახური, რას გააკეთებთ, თუ დაიწყებთ ჩვენთან მუშაობას? ეს და კიდევ სხვა კითხვები შეიძლება დაგისვათ ინტერვიუერმა, ამიტომ გასაუბრებამდე შეისწავლე დამსაქმებლის საქმიანობა, რათა შეძლო ინფორმირებული პასუხების გაცემა ინტერვიუერისთვის კომპანიის შესახებ.

  • რით არის ჩვენი კომპანია უკეთესი თქვენს წინა/ამჟამინდელ დამსაქმებელზე?
  • რა გაინტერესებთ ჩვენს საქმიანობაში?
  • რა იცით ჩვენი კომპანიის შესახებ?
  • რატომ გსურთ ჩვენთან დასაქმება?
  • რა გამოწვევები გაფიქრებთ ცხოვრებაში?
  • როდის შეძლებთ ჩვენთან მუშაობის დაწყებას?

კითხვები მომავლის შესახებ

  • მომიყევით, თქვენს სფეროში/პროფესიაში მიმდინარე ტრენდების შესახებ.
  • როგორი თქვენია პროფესიული/კარიერული განვითარების გეგმა?
  • როგორ ხედავთ საკუთარ თავს 5 წელიწადში?
  • როგორ გეგმავთ მიაღწიოთ თქვენს მიზნებს?

და ბოლო კითხვა 

გასაუბრების ბოლოს კი ინტერვიუერი უმეტესწილად მოგმართავთ კითხვით - ხომ არ გაქვთ თქვენ რაიმე კითხვები ჩემთან? 

წყარო
წაიკითხე ბლოგის პირველი ნაწილი

სხვა სტატიები

ყველა სტატია