ციფრული მარკეტინგი - ნინა ჭელიძე კურსის შესახებ

ნინა ჭელიძემ სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა ციფრული მარკეტინგის კურსი. ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
ციფრულმა მარკეტინგმა შესაძლებლობა მომცა, თანამედროვე ბიზნესის სამყაროსთვის ახალი თვალით შემეხედა. დაინტერესება მაშინ გამიჩნდა, როცა დავინახე, როგორ სწრაფად გადადის ყველაფერი ონლაინ სივრცეში და რამდენად მნიშვნელოვანი ხდება სწორად ჩამოყალიბებული ციფრული სტრატეგია წარმატებისთვის.
ციფრული მარკეტინგის კურსი
ციფრული მარკეტინგის კურსი ძალიან კარგად იყო დაბალანსებული – თეორიული და პრაქტიკული ნაწილები იდეალურად ავსებდა ერთმანეთს. მასალები მარტივად და გასაგებად იყო ახსნილი, რაც დამწყებისთვის მნიშვნელოვანია.
კურსის მიმართ არსებული მოლოდინები სრულად გამართლდა. საფუძვლიანად გავეცანი ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: აუდიტორიის სეგმენტაცია, Meta და Google რეკლამების დაგეგმვა, კონტენტის სტრატეგიის შედგენა, ვიზუალური მასალის შექმნა და ანალიტიკა. ახლა გაცილებით უკეთ მესმის, როგორ მუშაობს ციფრული სამყარო და როგორ მივაღწიო შედეგს სწორი ნაბიჯებით.
მნიშვნელოვანია, რომ თეორიულ მასალას ყოველთვის თან სდევდა პრაქტიკული დავალება.ჩემი ფავორიტი დავალება იყო ციფრული სტრატეგიის შექმნა. ავირჩიე კონკრეტული ბრენდი, განვსაზღვრე მიზნები, შევადგინე სამოქმედო გეგმა, დავგეგმე რეკლამები, ვიზუალური კონტენტი და ბიუჯეტი. ამ პროცესში გამოვიყენე Canva დიზაინისთვის, Meta Ads Manager კამპანიის შესაქმნელად და Google Sheets ანალიზისთვის.
ეს კურსი ჩემთვის პროფესიული სტარტი გახდა. მივიღე როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა, რომელიც შემიძლია რეალურად გამოვიყენო ნებისმიერ სამუშაო პროცესში. ამ სფეროში დასაქმებას ვფიქრობ ან საკუთარი პროექტის დაწყებას. რაც მთავარია, თავი ვიპოვე პროფესიულად.
მოგვიყევი ფინალური პროექტის შესახებ
ფინალური პროექტის ფარგლებში უნდა შეგვექმნა სრული ციფრული სტრატეგია არჩეული ბიზნესისთვის. ეს იყო ერთგვარი შეჯამება ყველა იმ ცოდნისა, რაც კურსის განმავლობაში მივიღეთ.
პროფესია - ციფრული მარკეტერი
ციფრული მარკეტერის პროფესია აერთიანებს კრეატიულობას, ანალიტიკურ და სტრატეგიულ აზროვნებას. ციფრული მარკეტერი მუდმივად სიახლეების შუაგულშია და შეუძლია წარმატებით იმუშაოს სხვადასხვა ინდუსტრიაში. და ბოლოს, ეს პროფესია იძლევა დისტანციურად მუშაობის, თავისუფლების და თვითგამოხატვის შესაძლებლობას.
ლექტორის შესახებ
ლექტორი გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, ადამიანური დამოკიდებულებითა და მასალის მარტივად ახსნის უნარით. მისი ხელმძღვანელობით სწავლა გახდა არამხოლოდ ინფორმაციული, არამედ შთამაგონებელი და მოტივაციის მომცემი პროცესი. იგი ყოველთვის ითვალისწინებდა სტუდენტების ინდივიდუალურ საჭიროებებს და ქმნიდა ჩართულობისთვის ხელსაყრელ გარემოს. ძალიან მახარებს, რომ პირველ ნაბიჯებს ამ სფეროში სწორედ მისი ხელმძღვანელობით ვდგამ.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემია არის ადგილი, სადაც სწავლა კომფორტულ გარემოში მიმდინარეობს, პროფესიონალი ადამიანების ხელშეწყობით. თითოეული მოდული ზუსტად იყო გათვლილი და მიმართულ რეალურ პრაქტიკაზე. დიდი მადლობა ამ გამოცდილებისთვის!
ისწავლე ციფრული მარკეტინგი და დაეუფლე მოთხოვნად პროფესიას, დარეგისტრირდი კურსზე აქ.