UX/UI ქოფირაითინგი - კურსის შეფასება
UX/UI ქოფირაითინგი სმარტ აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი კურსია. კურსი აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა შეისწავლეს ვებ-გვერდის მიზნებისა და საჭიროებების შეფასება, ბრენდინგ-სტრატეგიის მიხედვით ქოფის შექმნა, ვებ-გვერდის ტექსტებზე მუშაობა და UX/UI ქოფის შექმნა.
UX/UI ქოფირაითინგის კურსდამთავრებულები გვიზიარებენ საკუთარ შთაბეჭდილებებს კურსის მიმდინარეობაზე, ლექტორის პროფესიონალიზმსა და იმ უნარებზე, რომლებიც მათ კურსის განმავლობაში შეიძინეს.

"საინტერესო კურსი იყო, ტექნიკურად არ მქონია რაიმე სახის პრობლემა. ქეთი ძალიან გამოცდილი, ყურადღებიანი და საკუთარი საქმის პროფესიონალია. მის ლექციებზე დასწრება საუკეთესო გამოცდილება იყო. სმარტ აკადემიის პროგრამები და მიდგომები სრულიად შეესაბამება ჩემს საჭიროებებსა და მიზნებს. მათი ინოვაციური მიდგომები, პროფესიონალური მხარდაჭერა და მაღალი ხარისხის განათლება საშუალებას იძლევა კიდევ უფრო განვითარდე პროფესიულად."
"აკადემიის გუნდის ღიაობა და ყურადღება, თანამშრომლობას უფრო ეფექტურს და შედეგებზე ორიენტირებულს ხდის. ხარისხიან პარტნიორთან მუშაობა კი ყოველთვის პრიორიტეტია, ამიტომ სმარტ აკადემიასთან შემდგომი თანამშრომლობა პერსპექტიულია."
"ჩემთვის ყველანაირად გამართული კურსია. ქეთი საუკეთესო ლექტორია არა მარტო მისი პროფესიონალიზმის, არამედ პიროვნული თვისებების გამოც. სმარტ აკადემიაში სიამოვნებით გავივლიდი UX/UI დიზაინის, მარკეტინგის მენეჯმენტის, ციფრული მარკეტინგის, კონტენტ სტრატეგიისა და მენეჯმენტის კურსს."
"ძალიან მომეწონა ქეთისთან მუშაობა, ბევრი სასარგებლო რამ ვისწავლე და სხვანაირად შევხედე ციფრულ მარკეტინგს, იმედი მაქვს მალე დავიწყებ პროექტებზე მუშაობას და პორტფოლიოს განვითარებას. რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს, არანაირი პრობლემა არ შემქმნია. ქეთიმ უზომოდ შემაყვარა თავი. თავისი საქმის პროფესიონალი რომ არის, მაგას ალბათ ყველა გეტყვით, ლექტორიც ხომ უძლიერესია და როგორც ადამიანი - საერთოდ საოცრებაა."
"ძალიან საინტერესო კურსია, ძალიან მაგარი ლექტორით. ქეთი ძალიან მაგარი და კრეატიული გოგოა. მომავალში კიდევ სიამოვნებით ვითანამშრომლებდი სმარტ აკადემიასთან."
UX/UI ქოფირაითინგის კურსზე მიღება ახლა მიმდინარეობს, ამიტომ თუ ამ პროფესიით ხარ დაინტერესებული დარეგისტრირდი.
უყურე UX/UI ქოფირაითინგის მასტერკლასს ჩვენს YouTube არხზე.