მენიუ
banner banner

სოც. მედია მარკეტინგი - სოფო ქვრივიშვილი კურსის შესახებ

სოც. მედია მარკეტინგი - სოფო ქვრივიშვილი კურსის შესახებ

სოფო ქვრივიშვილმა სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა სოციალური მედია მარკეტინგის კურსი, ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

როგორ გაიგე კურსის შესახებ და რამ გიბიძგა, რომ ამ კურსზე დარეგისტრირებულიყავი?

სმარტ აკადემიის შესახებ გავიგე Facebook-დან, შემდგომ სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობით დავიწყე კურსისა და კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ასევე გავეცანი ლექტორების შესახებ ინფორმაციას. დიდი დრო არ დამჭირვებია სმარტ აკადემიაზე არჩევანის შეჩერებაში, რადგან ძალიან მცირე დროში მივიღე ყველა ის ინფორმაცია, რაც მაინტერესებდა.

გაგვიზიარე შენი ისტორია, რა პროფესია გქონდა, რატომ გადაწყვიტე შეცვლა, ან ახლის შეძენა და გაამართლა თუ არა შენი მოლოდინები?

დაახლოებით 12 წელია დასაქმებული ვარ ტურიზმის სფეროში. მაქვს ჩემი კომპანია, ასევე ვმუშაობ შემომყვანი ტურიზმის მენეჯერის პოზიციაზე. ამ სფეროსთვის სოციალური მედია მარკეტინგი ძალიან მნიშვნელოვანია. ვხედავდი, რომ კომპანიაში სოც. მედია სტრატეგია სწორად არ იყო წარმართული, თუმცა რა გზით უნდა გამოსწორებულიყო ვერ ვხვდებოდი. ძალიან მიყვარს სიახლეები და ახალი გამოწვევები, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, გამევლო სოციალური მედია მარკეტინგის კურსი.

როგორ ფიქრობ, კურსის განმავლობაში რა უნარები გამოიმუშავე, რომლებიც დაგეხმარება გახდე წარმატებული სოც. მედია მარკეტერი?

პირველ რიგში, სწორად უნდა დასახო შენი მიზანი, სწორად უნდა გაწერო გეგმა და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ საკმარისი დრო დაუთმო ამ ყველაფერს. შემდგომ კი, ეტაპობრივად მიჰყვე ყველა პოზიციას და აუცილებლად მიაღწევ დასახულ მიზანს.

რომელი თემა ან ლექცია იყო შენთვის ყველაზე საინტერესო?

ყველა ლექცია ერთმანეთისგან განსხვავებული და ძალიან საინტერესო იყო. ძალიან მომწონდა ის პრაქტიკული ნაწილიც, რომელსაც გავდიოდით ლექციების განმავლობაში. თუმცა, გამოვარჩევ ჩემთვის ყველაზე საყვარელ ლექციას: ერთი დღე სოც. მედია მენეჯერის პოზიციაზე. გამოვარჩევ ასევე ფინალურ დავალებას, რომლის შეფასებას მოუთმენლად ველოდი. ეს იყო ეტაპი, რომელშიც მთელი განვლილი მასალისთვის უნდა მომეყარა თავი და ძალიან მაინტერესებდა როგორ გავართმევდი თავს ამ გამოწვევას.

გაგვიზიარე ლექტორის შესახებ შთაბეჭდილებები

ძალიან მიხარია ალექსანდრასთან რომ გავიარე კურსი. ალექსანდრა არის ის ადამიანი, რომელსაც პირველ რიგში უყვარს ის საქმე, რომელსაც აკეთებს. ნებისმიერ კითხვაზე, ყოველთვის ამომწურავი პასუხი ჰქონდა. ლექციები ძალიან კომფორტულ გარემოში ტარდებოდა და რაც მთავარია ძალიან საინტერესოდ და ამომწურავად გვაწვდიდა ინფორმაციას.

რას ურჩევდი მათ, ვინც დაინტერესებულია სოც. მედია მარკეტინგით?

ვურჩევდი, რომ დიდი ხანი არ იფიქრონ გადაწყვეტილების მიღებაზე. თუ გიყვართ სიახლეები, ახალი გამოწვევები და გინდათ მუდმივად განვითარდეთ, სოც.მედია მარკეტინგი ზუსტად ის სფეროა, რომელიც ამის საშუალებას მოგცემთ.

კურსის გავლის შემდეგ როგორ გამოიყენებ/იყენებ მიღებული ცოდნას?

კურსის დასრულების შემდგომ დაგროვებულ ცოდნას, ვიყენებ ჩემს სამსახურში. რადგან ახლა ზუსტად ვიცი, რა შეცდომები იყო დაშვებული და როგორ უნდა მივიდე დასახულ მიზნამდე.

როგორ შეაფასებდი სმარტ აკადემიაში სწავლას?

სმარტ აკადემიის გუნდი ძალიან პოზიტიურია, ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაიარო კურსი. ძალიან მიხარია, რომ არჩევანი სმარტ აკადემიაზე შევაჩერე.


სოციალური მედია მარკეტინგის კურსზე მიღება ახლა მიმდინარეობს, ამიტომ თუ ამ პროფესიით ხარ დაინტერესებული, დარეგისტრირდი აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია