Facebook pixel
მენიუ

სმარტ აკადემია გრეის ჰოპერის ჯილდოს ფინალისტია

სმარტ აკადემია გრეის ჰოპერის ჯილდოს ფინალისტია

სმარტ აკადემია გრეის ჰოპერის ჯილდოს ფინალისტია, კატეგორიაში - INDUSTRY AWARD. ღნიშნული კატეგორია მიზნად ისახავს გამოავლინოს ორგანიზაცია, რომელიც ICT ინდუსტრიაში თანასწორობას, მრავალფეროვნებასა და ქალთა ტექნოლოგიურ სფეროში ჩართულობას უწყობს ხელს.

პროგრამა 6 კატეგორიისგან შედგება. თითოეულ კატეგორიაში ჟიურიმ, მაღალი კონკურენციის პირობებში, 3 ფინალისტი გამოავლინა.

კატეგორიაში - „ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი“ (Supporter Award) ფინალისტთა შორის სმარტ აკადემიის გენერალური მენეჯერი მაკო ქურთიაშვილია.

გრეის ჰოპერის ჯილდო ICT სფეროში ინდივიდებისა და ორგანიზაციების განსაკუთრებული წვლილის აღიარებისთვის დაწესდა. ამ ფორმატით, ეს პირველი პროგრამაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ტექნოლოგიებში ჩართულ ქალებს, ამასთან, იმ ადამიანებს, ორგანიზაციებს, პროგრამებსა და ინიციატივებს წარმოაჩენს, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროში მრავალფეროვნებას უწყობს ხელს. ჯილდო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ თიბისისთან, მაშავის ცენტრსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით დააწესა. 

სხვა სტატიები

ყველა სტატია