Facebook pixel
მენიუ

7 პროფესია, რომელიც 2030 წლისთვის აღარ იარსებებს

7 პროფესია, რომელიც 2030 წლისთვის აღარ იარსებებს

აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, 2028 წლისთვის პროფესიებს 11%-იანი კლება ელოდება, რის შედეგადაც 203 300 სამუშაო ადგილი დაიკარგება. ტექნოლოგიურ პროგრესს რიგი საქმიანობების ავტომატიზაცია სდევს თან. დღეს ბევრი სამუშაო ადგილი უკვე მოძველებულად ითვლება. 2030 წლისთვის, კი სავარაუდოდ, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და პროფესიების ნაწილი აღარც იარსებებს. 
რამდენიმე წლის წინ, ახალგაზრდა ავსტრალიელთა ფონდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანაში ახალგაზრდების თითქმის 60% სწავლობდა ისეთ საქმეს, რომელთა სულ მცირე, ორი მესამედი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ავტომატიზებული გახდება. ეს მაშინ უნარებისა და დროის ფლანგვად ჩათვალეს.  თუ კარიერას ახლა ირჩევ, კარგი იქნება გათვალო, რა ბედი გელის 10-20 წელიწადში. 


მაშ ასე - 7 პროფესია, რომელიც 2030-წლისთვის აღარ იარსებებს:

მოლარე

დღეს, საზოგადოების ნაწილი ნაღდ ანგარიშსწორებას ბარათით გადახდას ამჯობინებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ ბორტზე არ იმყოფება, ერთი აშკარად ცხადია:  დროთა განმავლობაში, კომპანიები მოლარეებს თვითმომსახურების აპარატებით ჩაანაცვლებენ.

მცხობელი 

სწრაფი კვების ობიექტები მაღალტექნოლოგიური საცხობი აპარატების გამოყენებაზე გადადიან. მაგალითად, CaliBurger-ი ავტომატიზებულ სამუშაო ძალას უკვე გამოცდის. 

ბიბლიოთეკარი 

ბევრ სკოლასა თუ უნივერსიტეტს წიგნის თაროები ნელ-ნელა ინტერნეტში გადააქვს, ბიბლიოთეკების პოპულარობა ეცემა. მკითხველი ონლაინ წიგნებს ირჩევს. შესაბამისად, ამ სფეროში სამსახურის მოძებნა მარტივი აღარ იქნება. 

სატელეფონო გაყიდვების აგენტი

ტელეფონზე გაყიდვების აგენტთან საუბარი არავის უყვარს. საიდუმლოს გაგიმხელთ და გეტყვით, რომ არც ამ ტიპის გაყიდვების აგენტებს უყვართ თავიანთი საქმე. ეს მიმართულება მთლიანად ინტერნეტსივრცეში გადაინაცვლებს. 

სამოგზაურო აგენტი 

მაშინ როცა ჯიბეში ანდროიდი გვაქვს, ვის სჭირდება ფლაერები და რუკები ? ხალხი ტურისტული სააგენტოების ნაცვლად ვებგვერდებს სტუმრობს, სადაც ჯავშნიან ბილეთებს, ბინებს და იღებენ ყველა საჭირო მომსახურებასა თუ ინფორმაციას. 

კორექტორი 

თუ წლების წინ, მბეჭდაობა საკმაოდ მოთხოვნადი საქმიანობა იყო, დღეს უკვე ამ კადრს ვერც ერთ კომპანიაში ვერ იპოვით. იგივე შეიძლება ითქვას, კორექტორებსა და ტექსტის დამმუშავებლებზე, რომლებიც დღეს ყველა რედაქციასა და გამომცემლობაში არიან, მაგრამ ინტერნეტსივრცეში უკვე გაჩნდა არაერთი ვებგვერდი, რომელიც ტექსტში ხარვეზებს თავად პოულობს და ავტომატურად ასწორებს კიდეც. ასე, რომ მალე, კორექტორიც მბეჭდავის ბედს გაიზიარებს. 

იურიდიული მდივანი

მხოლოდ იურიდიულ სექტორში ტექნოლოგიამ 30 000-ზე მეტი სამუშაო ადგილის ავტომატიზაცია მოახერხა. მათ შორისაა იურიდიული მდივანი. ამას გარდა, გლობალური კომპანია Deloitte-ს ბოლოდროინდელი მოხსენებიდან ჩანს, რომ მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში 114,000-ზე მეტი იურიდიული სამუშაო შეიძლება ავტომატიზდეს, რადგან ინდუსტრიაში ახალი ტექნოლოგიების - ღრუბლოვანი კომპიუტერისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვა აქტიურ ფაზაშია. ტექნოლოგიურმა გარღვევებმა შეიძლება, სექტორში არსებული პოზიციების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამციროს.

წაიკითხე: 

8 მაღალანაზღაურებადი პროფესია, რომელთაც მხოლოდ სმარტ აკადემიაში დაეუფლები - ჩვენი ექსკლუზიური კურსები

10 შეკითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვა, სანამ პროფესიას აირჩევ


წყარო: careeraddict.com

სხვა სტატიები

ყველა სტატია