"კურსის გავლის შემდეგ ვფლობ იმ ცოდნასა და უნარებს, რომლებიც UX/UI დიზაინის სფეროში მუშაობისთვისაა საჭირო" - ელენე კოხრეიძის შთაბეჭდილება
ელენე კოხრეიძემ, სმარტ აკადემიაში UX/UI დიზაინის კურსი გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კურსის შესახებ.
“ჩემი მიზანი იყო გავცნობოდი და შემესწავლა ჩემთვის სრულიად ახალი სფერო.”
კურსის განმავლობაში
ვისწავლე ვებ და მობაილ აპლიკაციების დიზაინის დამოუკიდებლად შექმნა. თანმიმდევრულად გავიარე დიზაინის შექმნის ყველა ძირითადი და საჭირო ეტაპი, როგორებიცაა: გრიდების, ფონტების, ფერების სისტემათა, ვაერფრეიმის, User Flow-ს, User Persona-ს, კომპონენტების, პროტოტიპის შემქნა და სხვა.
განვივითარე ისეთი მნიშვნელოვნი უნარები, როგორებიცაა: საკუთარი ნაშრომის კრიტიკულად შეფასება, გუნდური მუშაობა, სხვათა გამოცდილებით სარგებლობა. ვფიქრობ, ეს უნარები საჭიროა UX/UI დიზაინის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის და, ამდენად, მე ისინი ძალიან დამეხმარება.
ლექტორის შესახებ
ბექა კერესელიძე ნამდვილად საკუთარი საქმის პროფესიონალია. იგი მაქსიმალურად გვიზიარებდა საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას. განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და გულისხმიერებით ეკიდებოდა თავის საქმეს.
კურსის დასრულების შემდეგ
შემიძლია ვთქვა, რომ კურსის გავლის შემდეგ ვფლობ იმ ცოდნასა და უნარებს, რომლებიც UX/UI დიზაინის სფეროში მუშაობისთვისაა საჭირო.
პროფესია - UX/UI დიზაინერი
ამ პროფესიაში მომწონს ინდივიდუალიზმის გამოვლენის შესაძლებლობა.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემიის კურსის მსვლელობაში ჩართული ყველა პირი თანაბრად ზრუნავს სასწავლო პროცესის წარმატებით წარმართვაზე. კარგი გამოცდილების გამო, მეორე პროფესიაც სწორედ აქ შევისწავლე.
სმარტ აკადემიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩემს წინსვლაში, რამდენადაც, მისი დახმარებით, შევიძინე ცოდნა და განვივითარე საჭირო უნარები.
დარეგისტრირდი UX/UIდიზაინის კურსზე აქ.