UX/UI დიზაინის კურსდამთავრებულები შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ კურსის შესახებ

სმარტ აკადემიის კურსების 5 ძირითადი მიმართულებიდან ერთ-ერთს - დიზაინი წარმოადგენს. გიზიარებთ დიზაინის მიმართულების კურსის - UX/UI დიზაინის სტუდენტების შთაბეჭდილებას.
ნოდარ ლომიძე
სმარტ აკადემია არის ადგილი, სადაც პოულობ საკუთარ თავს, გიჩნდება ჯანსაღი ამბიცია და შენთვის საინტერესო მიმართულებაზე იღებ სრულყოფილ ცოდნას. ჩემთვის, როგორც დამწყები პროფესიონალისთვის, ეს გარემო იქცა სივრცედ, რომელმაც მომცა ცოდნა, გამბედაობა და საკუთარი თავის რწმენა.
გავიარე სმარტ აკადემიის კურსი, რომელმაც შეცვალა ჩემი ხედვა, მიზნები და დამოკიდებულება ჩემი შესაძლებლობების მიმართ. კურსის განმავლობაში გვქონდა ძალიან საინტერესო ლექციები, საინტერესო დავალებებით. ვუღრმავდებოდით დეტალებს, ვიღებდით უკუკავშირს მენტორისგან, რაც ყოველდღიურად გვზრდიდა და გვმატებდა თავდაჯერებულობას. გარდა ამისა, ვისწავლე სიყვარული ამ საქმიანობის მიმართ. ყოველდღე ვამუშავებდი ახალ დავალებებს, ვცდილობდი მაქსიმალური მომეთხოვა საკუთარი თავისგან, რათა მიმეღო საუკეთესო შედეგი. ვუყურებდი სხვადასხვა ნიმუშებს, ვცდილობდი დამეხვეწა ყოველი ნამუშევარი. დღეს კი, კმაყოფილი ვარ ჩემი წინსვლით ამ საქმეში, თუმცა ეს არ მაძლევს მოდუნების საშუალებას. ამ სფეროში ფეხი უნდა აუწყო დროსა და ტენდენციებს.
გულო მესაბლიშვილი
UX/UI დიზაინერის პროფესიაში მომწონს, რომ შემიძლია ავაწყო ისეთი ვებსაიტი ან მობაილ აპლიკაცია, რომლის გამოყენებაც კომფორტული იქნება მომხმარებლისთვის.
კურსის განმავლობაში ვისწავლე თუ როგორ უნდა შევქმნა მომხმარებელზე მორგებული დიზაინი ვებსაიტებსა და მობაილ აპლიკაციებისთვის. მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ საკუთარი თავის განვითარებისთვის.
რაც შეეხება ლექტორს, ის მაქსიმალურად ცდილობდა დაგროვილი ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას ჩვენთვის. გვეხმარებოდა სირთულეების დაძლევაში და თითოეულ კითხვას ამომწურავად პასუხობდა.
დავით კოხრეიძე
UX/UI დიზაინერის პროფესიაში მომწონს ის, რომ შემოქმედებითი პროცესია. შენ მიერ შემუშავებულ დიზაინს უამრავი ადამიანი იყენებს ყოველდღიურობაში და ეს კარგია.
კურსის განმავლობაში ვისწავლე ყველა ის ძირითადი ეტაპი, რაც დიზაინერმა უნდა გაიაროს ციფრული პროდუქტის შექმნის დროს. კურსის დასრულების შემდეგ კი, გავაგრძელე საკუთარ თავთან მუშაობა, დავხვეწე უნარები და დავიწყე მზადება ამ სფეროში დასაქმებისთვის.
სმარტ აკადემია მაქსიმალურად უწყობს ხელს კურსდამთავრებულებს და სთავაზობს სხვადასხვა აქტივობებში ჩაბმას, მაგალითად პრაქტიკებში. მან საკმაოდ დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერულ წინსვლაში.
ია სიჭინავა
კურსის განმავლობაში გავეცანი ზოგადად UX/UI დიზაინის საფუძვლებს და ყველა მნიშვნელოვან დეტალს, რაც უკეთესი ვიზუალის და მომხმარებლის გამოცდილების შექმნას ამარტივებს განვივითარე უნარები, რაც დამეხმარება ადაპტაციაში ნებისმიერი ტიპის კომპანიაში და გამიადვილებს სხვადასხვა ფუნქციისა და დანიშნულების პროგრამაზე მუშაობას.
სმარტ აკადემიამ მომცა კარგი პორტფოლიოს შექმნის შესაძლებლობა, რაც ნებისმიერი მიმართულების დიზაინერისთვის გადამწყვეტია. სწორედ პორტფოლიო ქმნის პირველ შთაბეჭდილებას. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჩემს UX/UI დიზაინერის კარიერაზე ყოველთვის ექნება იმ ნდობას, რომელიც აკადემიაში გამომიცხადეს, როდესაც სტაჟირების შესაძლებლობა მომცეს. გარდა ამისა, ჩემი ახალი სამსახურის შესახებაც სმარტ აკადემიის ფეისბუქ გვერდიდან შევიტყვე და გასაუბრებაზეც დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე იმან, თუ რა პირობებით გავიარე სტაჟირება სმარტ ვებში. საერთოდ, მგონია რომ ნებისმიერი მიმართულებით განვითარებისთვის მონდომებასთან და შრომასთან ერთად მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად სწორ ადგილას და სწორ სივრცეში მოხვდები, ვფიქრობ, სმარტ აკადემიამ საუკეთესო სტარტი მომცა.
მერი მაჭარაშვილი
UX/UI დიზაინერის პროფესიაში მომწონს, რომ თავად ხარ შემოქმედი და ქმნი საჭირო პროდუქტს, რომელიც დღევანდელ მოთხოვნებს და საჭიროებებს პასუხობს. ჩემთვის ძალიან საინტერესოა თავად მუშაობის პროცესი და მიღებული შედეგი, როდესაც ხედავ შენ მიერ შესრულებულ დიზაინს.
UX/UI დიზაინის თითოეული ლექცია გამორჩეული იყო, რადგან ახალ უნარებს ვიძენდი და ყოველი ლექციის შემდეგ ვხვდებოდი, რომ უკვე მეტი ვიცოდი ამ სფეროს შესახებ.კურსის გავლის შემდეგ, თამამად ვამბობ, დამოიკუდებლად შემიძლია პროექტზე მუშაობა.
UX/UI დიზაინი თანამედროვე სპეციალობებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. ამ პროფესიის წარმომადგენლებს შეუძლიათ შეცვალონ ბრენდის კონცეფცია და ის მთლიანად მომხმარებელზე მორგებული გახადონ. თუ ახალი საქმის შესწავლა გსურს, შესაძლოა ეს მიმართულება შენთვისაა, დარეგისტრირდი UX/UI დიზაინის კურსზე.