პროფესია, რომელიც კრეატივის გამოვლენის საშუალებას გაძლევს - საბა კუჭაშვილის შთაბეჭდილება
საბა კუჭაშვილმა სმარტ აკადემიაში 3D გრაფიკა - BLENDER-ის კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებას გვიზიარებს.
“ჩემი მიზანი კურსის დახმარებით Blender-ის საფუძვლების შესწავლა იყო.”
კურსის განმავლობაში
კურსის განმავლობაში ვისწავლე Blender-ის ძირითადი ხელსაწყოების გამოყენება, ასევე პრობლემების მარტივად გადაჭრა. განვივითარე ისეთი უნარები, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, პრობლემების ადვილად მოგვარება და სხვა, რაც დამეხმარება, უფრო მეტად გავიღრმაო ცოდნა ამ სფეროში და განვაგრძო განვითარებისაკენ სვლა.

ლექტორის შესახებ
გელა პატარაია, პირველ რიგში, საოცარი პიროვნება და ასევე შესანიშნავი ლექტორია. საკუთარ ცოდნას ძალიან გასაგებ, მარტივ ენაზე გადმოსცემს და ამავდროულად ძალიან ყურადღებიანია, კურსის დამთავრების შემდეგაც კი გვაწვდის ჩვენთვის საჭირო ინფორმაციას.
კურსის დასრულების შემდეგ
კურსის გავლის შემდეგ განვაგრძობ Blender-ისა და ზოგადად 3D სფეროს შესწავლას და საკუთარი მიზნისკენ სწრაფვას.


პროფესია - 3D გრაფიკოსი
3D გრაფიკოსის პროფესიაში მომწონს ის, რომ შემიძლია ვიყო კრეატიული და ასევე საშუალებას მაქვს, ავიხდინო ჩემი ოცნება და გავხდე Game Developer
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემიამ მომცა საშუალება, გადამედგა პირველი ნაბიჯები იმ პროფესიაში, რომელიც ასე ძალიან მიყვარს. ასევე მომწონს ის ფაქტი, რომ ძალიან ყურადღებიანები არიან თავიანთი სტუდენტების მიმართ.
დარეგისტრირდი 3D გრაფიკა - BLENDER-ის კურსზე აქ.