მენიუ
banner banner

"მომწონს, რომ ჩემთვის სასურველ და სასიამოვნო საქმეს ვაკეთებ" - თორნიკე კვიციანის შთაბეჭდილება

"მომწონს, რომ ჩემთვის სასურველ და სასიამოვნო საქმეს ვაკეთებ" - თორნიკე კვიციანის შთაბეჭდილება

თორნიკე კვიციანმა სმარტ აკადემიაში 3D გრაფიკა - BLENDER-ის კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

“ჩემი მიზანი პროფესიის შეძენა იყო.” 

კურსის განმავლობაში

კურსის განმავლობაში ვისწავლე პრობლემის მარტივად მოგვარება. ასევე, განვივითარე უნარები, რომელიც მიზნის მიღწევაში დამეხმარება.

ლექტორის შესახებ

გელა პატარაია საოცარი ადამიანია. ერთია იცოდე რაღაც, მაგრამ მეორე და უმთავრესია ისე გადმოსცე შენი ცოდნა, რომ ნებისმიერისთვის მარტივად მისახვედრი იყოს.  ის ნომერ პირველია - ჯერ როგორც ადამიანი და შემდგომ ლექტორი. 

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის გავლის შემდეგ მიზნისკენ წინსვლის შესაძლებლობები გამიმყარდა.

პროფესია - 3D გრაფიკოსი

მომწონს, რომ ჩემთვის სასურველ და სასიამოვნო საქმეს ვაკეთებ. განვლილ ცხოვრებასთან შედარებით, ამ პროფესიაში შვებას ვგრძნობ.

სმარტ აკადემია 

სმარტ აკადემიამ, კონკრეტულად მისი გენერალური მენეჯერის, მაკო ქურთიაშვილის სახით, პირველ რიგში გამაცნო ადამიანი, რომელმაც პირველივე ზარისას იმდენად დეტალურად გამარკვია სად რისი და რა დონემდე სწავლა შეიძლებოდა, რომ სხვა კომპანიისკენ არ გამიხედავს. სმარტ აკადემია ჩემი კარიერული წინსვლის საწყისია. 

დარეგისტრირდი 3D გრაფიკა - BLENDER-ის კურსზე აქ.
 

სხვა სტატიები

ყველა სტატია