მენიუ
banner banner

ციფრული მარკეტინგი ინოვაციებით აღსავსე და მუდამ განვითარებადი სფეროა - ზურა ძიგუას წარმატების ისტორია

ციფრული მარკეტინგი ინოვაციებით აღსავსე და მუდამ განვითარებადი სფეროა - ზურა ძიგუას წარმატების ისტორია

ზურა ძიგუამ სმარტ აკადემიაში ციფრული მარკეტინგის კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

“ჩემი მიზანი იყო გამეღრმავებინა ცოდნა და შემესწავლა უფრო მეტი მომავლის პროფესიაზე”

კურსის განმავლობაში

კურსის განმავლობაში ბევრი ახალი რამ შევისწავლე, მათ შორის მარკეტინგული სტრატეგიების სწორად აწყობა, პრეზენტაციის წარდგენა და რეკლამის შედეგების განსაზღვრა და ანალიზი. უნარებს რაც შეეხება, განმივითარდა ტექნიკური და კრეატიული უნარები, რაც მარკეტინგის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მაგალითად, გავხდი დეტალებზე მეტად ორიენტირებული, რაც ხარისხიანი და ეფექტური მუშაობის გარანტიაა. 

ლექტორის შესახებ

მარიამ ხაზალაშვილი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ლექტორი. უშუალო ურთიერთობა და მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა. ყოველთვის ცდილობდა მაქსიმალურად მარტივად მოეტანა ჩვენამდე მოცემული მასალა და რა თქმა უნდა, ძალიან დამეხმარა კარიერის სწორად წარმართვაში.

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის გავლის შემდეგ გადავწყვიტე, მიღებული ცოდნა გამომეყენებინა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი კარიერული განვითარების გზაზე - დავიწყე სტაჟირება Port:80-ში.

პროფესია - ციფრული მარკეტერი

ციფრული მარკეტინგი ინოვაციებით აღსავსე და მუდამ განვითარებადი სფეროა, მითუმეტეს ამ დროში, როდესაც სამყარო ციფრულ რეჟიმზეა გადასული და ციფრულ მარკეტინგზე მოთხოვნა უფრო და უფრო მზარდია.

სმარტ აკადემია

პირველ რიგში, სმარტ აკადემიამ მომცა საშუალება, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა, შემეძინა უნარები, რომლებიც ციფრულ მარკეტერს სჭირდება, განმევითარებინა საკუთარი თავი და დავრწმუნებულიყავი ჩემი მომავალი პროფესიის არჩევანის სისწორეში. სმარტ აკადემიამ უდიდესი როლი ითამაშა ჩემს კარიერულ წინსვლაში და დამეხმარა დავრწმუნებულიყავი, რომ ციფრული მარკეტინგი ნამდვილად ჩემი სფეროა.

დარეგისტრირდი ციფრული მარკეტინგის კურსზე აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია