მენიუ
banner banner

სმარტ აკადემია კახეთში მცხოვრებ 5 მოსწავლეს ინტერნეტის 1 წლის საფასურს დაუფინანსებს

სმარტ აკადემია კახეთში მცხოვრებ 5 მოსწავლეს ინტერნეტის 1 წლის საფასურს დაუფინანსებს

გასულ წელს სმარტ აკადემია და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართე“ პარტნიორები გახდნენ. თანამშრომლობის ფარგლებში, აკადემია, „ჩართეს“ ბენეფიციარებს სასწავლო კურსებს უფასოდ სთავაზობს. ამას გარდა, რამდენიმე თვის წინ, სმარტ აკადემიამ რეგიონში მცხოვრებ იმ ბენეფიციარებს, რომლებიც ინტერნეტის არქონის გამო, სკოლის დისტანციურ გაკვეთილებს ვერ ესწრებოდნენ, საჩუქარი გაუკეთა და 1 წლის განმავლობაში ინტერნეტის საფასური სრულად დაუფინანსა. 

ამბის დეტალებზე სმარტ აკადემიის გენერალური მენეჯერი მაკო ქურთიაშვილი საუბრობს:

„დეკემბრის ბოლოს გადავწყვიტეთ, იანვარში დაგეგმილი კურსებიდან, სტუდენტების მიერ ჩარიცხული თანხის ნაწილით სოციალურად დაუცველი უფროსკლასელებისთვის ინტერნეტის საფასური დაგვეფინანსებინა. ამ ეტაპზე შეირჩა თელავის რამდენიმე სოფლის (გულგულა, ბუშეტი, აკურა, ართანა, სანიორე) 5 მოსწავლე, რომელთაც 1 წლის განმავლობაში ინტერნეტის საფასურს სმარტ აკადემია გადაუხდის. 

ამასთან, ვაგრძელებთ ჩართეს ბენეფიციარებისთვის კურსების უსასყიდლოდ შეთავაზებას. ახლახან კურსი ორმა სტუდენტმა დაასრულა. ისინი ერთ-ერთ მოთხოვნად პროფესიას UX/UI ქოფირაითინგს დაეუფლნენ. მათ საიტებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტექსტების სწორად დაწერა ისწავლეს“, - გვიყვება მაკო. 


სხვა სტატიები

ყველა სტატია