მენიუ
banner banner

არ ყოფილა საკითხი, რომელიც სიღრმისეულად არ გაგვივლია და კითხვა, რომელზეც ამომწურავი პასუხი არ მიმიღია - გიორგი თევზაძის წარმატების იტორია

არ ყოფილა საკითხი, რომელიც სიღრმისეულად არ გაგვივლია და კითხვა, რომელზეც ამომწურავი პასუხი არ მიმიღია - გიორგი თევზაძის წარმატების იტორია

გიორგი თევზაძემ სმარტ აკადემიაში "PYTHON ADVANCED - პროფესიონალური კურსი" გაიარა. ის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

“ჩემი მიზანი იყო უფრო ფართოდ დამენახა Python-ის შესაძლებლობები”

კურსის განმავლობაში

იქიდან გამომდინარე, რომ კურსი საკმაოდ კომპლექსურია, ცოდნა მივიღე როგორც “Pure Python”-ში, ასევე დავეუფლე რამდენიმე framework-ს, რომელთაგანაც Flask-ს გამოვარჩევდი. ასევე, ვისწავლე ბაზებთან მუშაობა, რაც ჩემი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია. კურსის განმავლობაში განვივითარე კოდის წერისა და დოკუმენტაციის გარჩევის უნარი. ასევე, გავიუმჯობესე დროის მენეჯმენტთან დაკავშირებული საკითხები. 

ლექტორის შესახებ

მიშა ქანთარიას გააჩნია სიღრმისეული ცოდნა და ძალიან დიდი გამოცდილება, რაც ლექციების განმავლობაში აშკარად იგრძნობოდა. ფაქტობრივად არ ყოფილა საკითხი, რომელიც სიღრმისეულად არ გაგვივლია და კითხვა, რომელზეც ამომწურავი პასუხი არ მიმიღია. ასევე, მას აქვს გადმოცემის კარგი უნარი. ერთია, იცოდე საკითხი და მეორე, სწორად და გასაგებად გადმოსცე ის. 

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის გავლის შემდეგ მქონდა საკმარისი ცოდნა და უნარები, ასევე სწორი მიმართულება, რაც მაძლევდა საშუალებას, კიდევ უფრო გამეღრმავებინა ცოდნა და დამეწყო მუშაობა Python დეველოპერად Sweeft Digital-ში.

პროფესია - პროგრამისტი

პროგრამისტის პროფესია არის შემოქმედებითი. ყოველი პროექტი ახალი გამოწვევაა, რაც თავის მხრივ მმატებს ინტერესს და მაძლევს განვითარების საშუალებას. 

სმარტ აკადემია 

სმარტ აკადემიამ მომცა ცოდნა, რომელიც დამეხმარა კარიერულ განვითარებაში. მომწონს ის, რომ ყველა კურსს აქვს გააზრებულად განსაზღვრული სილაბუსი, რომელიც სტუდენტის განვითარებაზეა მორგებული.

PYTHON ADVANCED - პროფესიონალურ კურსზე დასარეგისტრირებლად ეწვიე ბმულს.

სხვა სტატიები

ყველა სტატია