მენიუ
banner banner

,,ნეირომარკეტინგი გვეხმარება, უკეთ გავიგოთ კლიენტის სურვილები და მოტივაციები'' - ნინო წითლანაძის შთაბეჭდილება

,,ნეირომარკეტინგი გვეხმარება, უკეთ გავიგოთ კლიენტის სურვილები და მოტივაციები'' - ნინო წითლანაძის შთაბეჭდილება

ნინო წითლანაძე შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და კრეატიული კომუნიკაციის მიმართულებით უკვე 15 წელზე მეტია მოღვაწეობს. ის არის მოქმედი ტრენერი და ლექტორი, მათ შორის, სმარტ აკადემიაში, სადაც 3 სასწავლო პროგრამის ავტორია. ამბობს, რომ თავისი საქმე ძალიან უყვარს და სწორედ ამიტომ, ორიოდე წლის წინ დააარსა საკუთარი საკონსულტაციო სააგენტო - Nino Tsitlanadze Consultancy

,,ჩემი საკონსულტაციო თავისი საქმის ოსტატებს მათი პირადი ბრენდის ჩამოყალიბებაში ეხმარება. შემოქმედებით ორგანიზაციებს და კულტურის პროფესიონალებს კი კონსულტაციას ვუწევ სწორი კრეატიული კომუნიკაციისა და სტრატეგიის შექმნაში. ესაა ის ორი მიმართულება, რაზეც ახლა აქტიურად ვმუშაობ'' - ამბობს ნინო სმარტ აკადემიასთან ინტერვიუში

ცოტა ხნის წინ ის თავადაც აღმოჩნდა სტუდენტის ამპლუაში და სმარტ აკადემიაში გაიარა ექსპრეს კურსი: ნეირომარკეტინგი და მომხმარებლის ფსიქოლოგია. ნინო წითლანაძის თქმით, კურსზე მიღებული ცოდნა თავის საქმიანობაში ძალიან გამოადგება. 

,,ნეირომარკეტინგის კურსმა ბევრი რამ მომცა სხვადასხვა მიმართულებით. მე პირველად აღმოვჩნდი სტუდენტის სტატუსით სმარტ აკადემიის ტრენინგებზე და ეს ჩემთვის ახალი გამოცდილებაა, ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი. 

კურსიდან მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ Nino Tsitlanadze Consultancy-ის საქმიანობაში. საქართველოში საკონსულტაციო სერვისები ჯერ არცთუ ისე განვითარებულია, ამიტომ ამ მიმართულებით ბევრი კრეატიული და ინოვაციური ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. 

ნეირომარკეტინგული მიდგომები გვეხმარება კლიენტის სურვილებისა და მოტივაციების უკეთ გაგებაში და ისეთი პროდუქტის შეთავაზებაში, რომელიც მას მაქსიმალურად ბევრ სარგებელს მოუტანს. 

ტრენინგის მსვლელობისას უამრავი ინსაითი მქონდა. მაგალითად, რატომ არის კლიენტი ყოველთვის მართალი, ან როგორ შეიძლება ფსიქოლოგიური დრაივების გამოყენება, როდესაც კლიენტს მისი პერსონალური ბრენდის შექმნა უნდა. 

და ბოლოს, ცხადია, მე ამ ცოდნას გამოვიყენებ, როგორც მოქმედი ტრენერი და ლექტორი, ნეირომარკეტინგულ ცოდნას გავაერთიანებ კრეატიული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციასთან და ამას ჩემს სტუდენტებს გავუზიარებ.''

თუ შენც გაინტერესებს მომხმარებლის სურვილებისა და მოტივაციების უკეთ გაგება მეცნიერული მიდგომების გამოყენებით, შემოგვიერთდი კურსზე ნეირომარკეტინგი და მომხმარებლის ფსიქოლოგია 

სხვა სტატიები

ყველა სტატია