"სმარტ აკადემია არის შესაძლებლობა, მაღალ დონეზე შეისწავლო შენთვის საინტერესო პროფესია" - სალომე ჩივაძის წარმატების ისტორია
სალომე ჩივაძემ სმარტ აკადემიაში ციფრული მარკეტინგის კურსი გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
“ჩემი მიზანი იყო შემესწავლა პროფესია, რომელიც დამეხმარებოდა როგორც საკუთარი თავის განვითარებაში, ასევე კარიერულ რეალიზებაში”.
კურსის განმავლობაში
კურსის განმავლობაში ვისწავლე სარეკლამო მასალის მრავალმხრივი ანალიზი, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინება და ამავდროულად, სირთულეების დამოუკიდებლად გადაჭრა. ვფიქრობ, აღნიშნული დამეხმარება თვითგანვითარებასა და პროფესიულ ზრდაში.
კურსის განმავლობაში გავიგე, რომ ციფრული მარკეტინგი არის კომპლექსური პროფესია, რომელიც არამარტო რეკლამირებას, არამედ ისეთ საკითხებსაც მოიცავს, როგორიცაა:
ინტერნეტ სივრცეში სხვადასხვა პლატფორმებზე ბიზნესის გამართულად წარმოჩენა;
განვლილი რეკლამის ანალიზი;
არსებული მდგომარეობის შეჯამება;
მომავალი შედეგების გათვლა და მაქსიმალური სიზუსტით დაგეგმვა.
ლექტორის შესახებ
მარიამ ხაზალიშვილი არის საოცრად პოზიტიური და მხიარული ლექტორი, რომელიც საინტერესოდ და ინფორმატიულად წარმართავს ლექციებს პირველი წუთებიდან, კურსის დასრულებამდე. ყოველ ახალ ლექციას მოუთმენლად ველოდი, რაც პირველ რიგში, მარიამის დამსახურება იყო. იგი ყოველთვის მზად არის, დახმარება გაუწიოს სტუდენტებს ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, როგორც ლექციის ფარგლებში, ასევე მის მიღმაც. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მარიამი ერთ-ერთი საუკეთესო ლექტორია და მიხარია, რომ მასთან სწავლის შესაძლებლობა მომეცა.
კურსის დასრულების შემდეგ
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მივიღე სერტიფიკატი და ლექტორის დახასიათება, ამავდროულად, დავიწყე სტაჟირება სმარტ აკადემიის პარტნიორ კომპანია Smart Web-ში.
პროფესია - ციფრული მარკეტერი
ციფრული მარკეტინგი პერსპექტიული პროფესიაა. დიდი თუ პატარა ბიზნესისათვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინტერნეტში წარმოჩენა, რაც აჩენს პროფესიონალური დახმარების საჭიროებას. ამავდროულად, ციფრულ მარკეტინგში მუშაობის პროცესი არის ძალიან სასიამოვნო და საინტერესო, ვინაიდან ყოველი ახალი ბიზნესი თუ პროდუქტი, საჭიროებს განსხვავებულ მიდგომას, რაც პროფესიას, მრავალფეროვანს ხდის.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემია არის შესაძლებლობა, მაღალ დონეზე შეისწავლო შენთვის საინტერესო პროფესია. სხვა მსგავსი საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან მას გამოარჩევს ტექნიკური საკითხების დროული ორგანიზება და სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებასთან დაკავშირებული მიდგომები. სწორედ სმარტ აკადემიამ მომცა მათ პარტნიორ კომპანიაში სტაჟირების დაწყების შესაძლებლობა. ნებისმიერ ახლობელს, თამამად შემიძლია ვურჩიო სმარტ აკადემიაში მისთვის სასურველი კურსის გავლა, რადგან დარწმუნებული ვარ, მათ პროფესიონალიზმში.
გაიგე მეტი ციფრული მარკეტინგის კურსის შესახებ აქ