მენიუ
banner banner

,,ეს არის მიმართულება, სადაც მუდმივად გიწევს გონების ვარჯიში, კრიტიკული აზროვნება და ზრუნვა ხარისხზე'' - ელენე დანელიას წარმატების ისტორია

,,ეს არის მიმართულება, სადაც მუდმივად გიწევს გონების ვარჯიში, კრიტიკული აზროვნება და  ზრუნვა ხარისხზე'' - ელენე დანელიას წარმატების ისტორია

ელენე დანელიამ სმარტ აკადემიაში ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:

„განვითარება და საკუთარი თავის რეალიზებაა ის, რაშიც სმარტ აკადემია დამეხმარა.“

კურსის განმავლობაში ვისწავლე

ყველა ის თეორიული და პრაქტიკული მასალა, რაც საჭიროა, რომ ამ მიმართულებით შეძლო დასაქმება. მაგალითად: როგორ უნდა განხორციელდეს ტესტირების პროცესი სწორი მიდგომების და ტექნიკების გამოყენებით, როგორც ვებ საიტების ტესტირების დროს, ისე მობილური აპლიკაციების (Android / iOS) შემთხვევაში. 

ტესტირების პროცესი Agile/Scrum მიდგომით, ასევე კონკრეტულ ქეისებზე დაფუძნებული უამრავი ამოცანის განხილვა, რაც გიადვილებს, რომ უფრო დეტალურად გაერკვე საკითხში. განვივითარე კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება, ვისწავლე დროის მართვა და დეტალების მიმართ გავხდი მეტად დაკვირვებული, რაც დამეხმარება ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში.

ლექტორის შესახებ 

ლელას შესახებ დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, რადგან ის არის ჩემთვის ყოველმხრივ მისაბაძი პროფესიონალი ადამიანი, რომელიც უზომოდ შეყვარებულია საკუთარ საქმეზე და ეს ყველაფერი აშკარად იგრძნობა. წარმოუდგენელია მის ერთ ლექციას დაესწრო და რამე ვერ გაიგო, სასწაული უნარი აქვს საკითხის ახსნის, რაც დარწმუნებული ვარ უზარმაზარი მუშაობის შედეგია. უდიდესი ბედნიერებაა იყო ლელას სტუდენტი. 

კურსის გავლის შემდეგ

ძალიან მალე გავხდი TBC Pay-ს საოცარი გუნდის წევრი, სადაც მაქვს საშუალება მივიღო უდიდესი გამოცდილება, ჩავერთო მრავალფეროვან პროექტებში და რაც ყველაზე პრიორიტეტულია – განვვითარდე. 

პროფესია – ციფრული პროექტების ტესტერი

ეს არის მიმართულება, სადაც მუდმივად გიწევს გონების ვარჯიში, კრიტიკული აზროვნება და  ზრუნვა ხარისხზე. საქმიანობის ეს ნაწილი ყველაზე მიმზიდველია ჩემთვის. ამასთანავე ძალიან მაბედნიერებს ის ფაქტიც, რომ შემიძლია საკუთარი წვლილი შევიტანო ახალი პროდუქტების შექმნაში.

სმარტ აკადემია

ვფიქრობ, რომ სმარტ ადაკემია არის პროფესიონალი ლექტორებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომლებიც უდიდეს შესაძლებლობას გაძლევენ, სიღრმისეულად შეისწავლო სასურველი მიმართულება და შემდეგ უკვე გეძლევა შანსი შესწავლილის პრაქტიკაში რეალიზება მოახდინო, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. სმარტ აკადემიამ მომცა უსაზღვრო შესაძლებლობები.

წაიკითხე ასევე:

"10 წლიანი, სხვადასხვა სამუშაო გამოცდილების შემდეგ, ჩემი თავი და მიმართულება ვიპოვე"

"ციფრული პროდუქტების ტესტირება ამოუწურავი სფეროა"

სხვა სტატიები

ყველა სტატია