მენიუ
banner banner

რატომ უნდა ისწავლო ქოფირაითინგი სმარტ აკადემიაში? 5 პასუხი კურსდამთავრებულისგან

რატომ უნდა ისწავლო ქოფირაითინგი სმარტ აკადემიაში? 5 პასუხი კურსდამთავრებულისგან

„იდეის რეალობად ქცევის შესაძლებლობა – ესაა ის, რაც ქოფირაითინგს გამორჩეულ პროფესიად აქცევს“, – ამბობს მარიამ გამზარდია, რომელმაც სულ ახლახან გაიარა კურსი კრეატიული კონტენტის შექმნა და SM ქოფირაითინგი. ის უკვე სტაჟირებას კომპანია Fcb Artgroup-ში გადის. ჩვენ კი გამოცდილებას გვიზიარებს და გვიყვება კურსის, აკადემიისა და ახალი საქმიანობის შესახებ:

გასულ ზაფხულს, პანდემიის გამო, ფიქრისთვის საკმაო დრო მქონდა, მიზნად დავისახე, საკუთარ თავში აღმომეჩინა და განმევითარებინა შემოქმედებითი უნარები, რასაც საკმაოდ დიდი რესურსი და მობილიზება დასჭირდა. გადავწყვიტე, ქართულ შრომით ბაზარზე დასაქმების ტენდენციებს გავცნობოდი და მივხვდი, რომ ქოფირაითერზე მოთხოვნა იმაზე დიდია, ვიდრე წარმომედგინა. დავიწყე ფიქრი, ფორიაქი და ავიკვიატე, რომ ამ პროფესიას დავუფლებოდი. რამდენიმე კვირის განმავლობაში ვეძებდი, ვიკვლევდი და ვარჩევდი ლექტორებსა თუ სასწავლებლებს, რომელთა დახმარებითაც საკუთარ თავს დადებულ პირობას შევუსრულებდი. საბოლოო ჯამში, ავირჩიე სმარტ აკადემია, რომელიც კურსის მსვლელობის პერიოდში და მის შემდეგ, ჩემთვის სინათლის წყარო გახდა.

აღმოვაჩინე გუნდი, რომელიც მუდამ მზადაა, დამეხმაროს კარიერულ წინსვლასა თუ პროფესიული გამოცდილების დაგროვებაში. 

კურსზე ვისწავლე 

ბავშვობიდან მიყვარს და ასე თუ ისე, გამომდის წერა. კურსის დაწყებამდე, მეგონა, ყველანაირად გამართულად ვწერდი, თუმცა მსვლელობისას აღმოვაჩინე, რომ ტექნიკური უნარების დახვეწა მჭირდებოდა. ამასთან, ზღვა ინფორმაციის მოკლედ გადმოცემაც მიჭირდა, რაც ბუნებრივია, ხელს შემიშლიდა მომხმარებლამდე სათქმელის სწორად მიტანაში. „ქოფის“ მთავარი არსი კი იმაშია, რომ თითოეული სიტყვა სწორად და დაკვირვებით იყოს შერჩეული, ამ ყველაფერს თან სიყვარული და ემოცია უნდა ახლდეს. ამ ეტაპზე, იმ უნარებს, რაც კურსმა მომცა, ჩემს მეორე პროფესიაშიც, ჟურნალისტიკაშიც ვიყენებ და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. კურსის განმავლობაში ვისწავლე იდეების გენერირება, ფილტრაცია და ანალიზი. ვისწავლე, როგორ უნდა მოვახდინო ჩემივე იდეების პრიორიტეტიზაცია, რაც საკმაოდ ძნელი და ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია, არა მარტო ქოფირაითინგში, არამედ ყველა სფეროში. 

ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ბრენდის ხასიათის ასე სწრაფად და სწორად ამოცნობას შევძლებდი. რამდენიმე ლექციის შემდეგ მივხვდი, რომ ნებისმიერი იდეა, რაც თავში მომივა, შემიძლია გავხადო ნამდვილი და ხელშესახები. იმ გრძნობას, კი როცა აანალიზებ, რომ ყველაფერი შენს ხელთაა და იძენ უნარს – მოფიქრებული კონცეფცია რეალობად აქციო, ცოტა რამ თუ შეედრება. ყოველი ლექცია თავისებურად გამორჩეული იყო. განსაკუთრებით, ბრეინშტორმინგის ლექცია დამამახსოვრდა. 

ხშირად ვუბრუნდები „კონტენტ ლაინებისა“ და უშუალოდ „ქოფიზე“ მუშაობის ლექციებსაც, სადაც თათიამ ინსპირაციისთვის უამრავი საინტერესო ხრიკი გაგვიზიარა. განსაკუთრებით ველოდი პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რამაც რეალური სამუშაო გარემოსთვის მომამზადა. სიმართლე რომ ვთქვა, ყველაზე მეტად ის ფაქტი მახარებს, რომ ლექციების ჩანაწერები გვაქვს და ნებისმიერ დროს შემიძლია ვუყურო. ყოველ ჯერზე კიდევ უფრო სხვა კუთხით ვიღებ და ვამუშავებ ამ ინფორმაციას. ეს მართლა უნიკალური შესაძლებლობაა. 

ლექტორის შესახებ 

თათიასთან, როგორც ლექტორთან ურთიერთობამ მასწავლა, რომ შემიძლია ბევრი სხვადასხვა უნარის სინთეზი და ამ უნარების ეფექტიანად გამოყენება ნებისმიერ საქმესა თუ პირად ურთიერთობაში. ბევრი ლექტორი მყოლია და მინდა ვთქვა, რომ სტუდენტებისთვის ასეთი მეგობრული ატმოსფერო არავის შეუქმნია. შესაძლოა, ადამიანი იყოს პროფესიონალი საკუთარ საქმეში, თუმცა, ცოდნას სხვებს ვერ უზიარებდეს, არ ჰქონდეს ამის უნარი. თათია ამ მხრივ გამორჩეულია, ვინაიდან აქვს მრავალმხრივი ცოდნა და ინფორმაციას, რამდენად რთულიც უნდა იყოს ის, საოცრად მარტივი და გასაგები ენით გადმოსცემს. 

პროფესია – ქოფირაითინგი 

ალბათ, გსმენია ფრაზა – Every product has a unique personality and it is your job to find it (ყველა პროდუქტს აქვს უნიკალური თავისებურება და შენი საქმეა იპოვო ის). კურსის მსვლელობისას და მას შემდეგ, მსგავსი აზრები გონებაში ხშირად მიტრიალებს. მომწონს იმაზე ფიქრი, რომ რაღაცაზე დაკვირვება, რაღაცის გამოცნობა და ისტორიის შექმნა შემიძლია. ეს ნიშნავს, ერთ სფეროში ვიყო და ყველაფერს მოიცავდეს ჩემი გონება. მომწონს, რომ ადამიანებისთვის რაღაცის გამარტივება და ინფორმაციის გადაცემა შემიძლია. მთავარი კი, ალბათ, მაინც იდეის რეალობად ქცევის შესაძლებლობაა. სინამდვილეში ხომ, ყველაფერი იდეიდან იწყება...

კურსის დასრულების შემდეგ... 

სმარტ აკადემიის სტუდენტების კარიერის განვითარების მენეჯერი დამიკავშირდა. მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მათი გუნდი ორიენტირებულია სტუდენტების კარიერულ წინსვლაზე. ახლა, სტაჟირებას გავდივარ სმარტ აკადემიის პარტნიორ სარეკლამო კომპანიაში Fcb Artgroup და ვფიქრობ, რომ ამაში დიდი წვლილი მათ გუნდს და ჩემს ლექტორს, თათიას მიუძღვის. ამ ყველაფერმა იმხელა მოტივაცია მომცა, ვიცი, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. 

თუ შენც წერ და გინდა ჰობი პროფესიად აქციო, გაიგე მეტი კურსის შესახებ აქ.

აგრეთვე წაიკითხე: თუ წერა გიყვარს: 5 მაღალანაზღაურებადი პროფესია

გაიცანი ლექტორი: ქოფირაითერი, როგორც სიტყვებისა და იდეების ზღვაში ჩაფლული საგანძურის მაძიებელი

სხვა სტატიები

ყველა სტატია