მენიუ
banner banner

UX/UI დიზაინის კურსის რევიუ ნოდარ ლომიძისგან

UX/UI დიზაინის კურსის რევიუ ნოდარ ლომიძისგან

ნოდარ ლომიძემ სმარტ აკადემიაში UX/UI დიზაინის კურსი გაიარა. დღეს ის ციფრულ სააგენტო Smart Web-ში ამავე მიმართულებით გადის სტაჟირებას:

„სმარტ აკადემია არის ადგილი, სადაც პოულობ საკუთარ თავს, გიჩნდება ჯანსაღი ამბიცია და შენთვის საინტერესო მიმართულებაზე იღებ სრულყოფილ ცოდნას.

ჩემთვის, როგორც დამწყები პროფესიონალისთვის, ეს გარემო იქცა სივრცედ, რომელმაც მომცა ცოდნა, გამბედაობა და საკუთარი თავის რწმენა. გავიარე სმარტ აკადემიის კურსი, რომელმაც შეცვალა ჩემი ხედვა, მიზნები და დამოკიდებულება ჩემი შესაძლებლობების მიმართ.“

UX/UI დიზაინის შესწავლა სტუდენტობის პერიოდში გადაწყვიტა, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკას ეუფლებოდა:

„ბაკალავრიატზე თსუ-ში, ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, თუმცა ბოლო წლებში მივხვდი, რომ ამ სფეროს მიმართ ინტერესი მეკარგებოდა და დიზაინით ვინტერესდებოდი. მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინე, რომ ამ საქმემ გამიტაცა, დავიწყე ძებნა, ისეთი სასწავლებლის, რომელიც შეძლებდა ჩემს აღზრდას. სწორედ ასე ვიპოვე სმარტ აკადემია და მართლაც, პროფესიონალების გუნდში აღმოვჩნდი. 

ველოდებოდი, რომ… 

საქმიანობის ათვისება გამიჭირდებოდა. გულის სიღრმეში ვფიქრობდი, რომ არ იქნებოდა ჩემთვის გასაგებ ენაზე ახსნილი, თუმცა ვცდებოდი. ლექტორის მიერ გადმოცემული თემები მარტივად გასაგები იყო. შეგვეძლო კითხვების დასმა და გაუგებარ თემაზე ჩაძიება, ეს ძალიან გვეხმარებოდა. 

კურსის განმავლობაში 

გვქონდა ძალიან საინტერესო ლექციები, საინტერესო დავალებებით. ვუღრმავდებოდით დეტალებს, ვიღებდით უკუკავშირს მენტორისგან, რაც ყოველდღიურად გვზრდიდა და გვმატებდა თავდაჯერებულობას. გარდა ამისა, ვისწავლე სიყვარული ამ საქმიანობის მიმართ. ყოველდღე ვამუშავებდი ახალ დავალებებს, ვცდილობდი მაქსიმალური მომეთხოვა საკუთარი თავისგან, რათა მიმეღო საუკეთესო შედეგი. ვუყურებდი სხვადასხვა ნიმუშებს, ვცდილობდი დამეხვეწა ყოველი ნამუშევარი. დღეს კი, კმაყოფილი ვარ ჩემი წინსვლით ამ საქმეში, თუმცა ეს არ მაძლევს მოდუნების საშუალებას. ამ სფეროში ფეხი უნდა აუწყო დროსა და ტენდენციებს.

ლექტორის შესახებ 

გეტყვით, რომ მთელ ცოდნასა და დაგროვილ გამოცდილებას იმდენად გასაგებ ენაზე გვიზიარებდა, რომ საქმეში სრულიად ჩაუხედავ ადამიანებსაც კი საკითხს უმარტივდება. ყოველთვის ვგრძნობდი მის გვერდით დგომას, გვეხმარებოდა სირთულეების დაძლევაში და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოდ ხდებოდა. მადლობა ბექას გაწეული მენტორობისათვის და თავდაუზოგავი შრომისათვის, რომელიც ემსახურებოდა სტუდენტების განვითარებასა და წინსვლას. 

კურსის დასრულების შემდეგ 

დავიწყე სტაჟირება სმარტ აკადემიის პარტნიორ ციფრულ სააგენტოში Smart Web, შევუერთდი პოზიტიურ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობასა და ცოდნას მაძლევს. ვფიქრობ, უკვე მზად ვარ მიღებული ცოდნა მაქსიმალურად გამოვიყენო და შევქმნა User-Friendly დიზაინი, რომელიც მომხმარებლებს დაეხმარება კონკრეტული პრობლემების გადაჭრაში.

სმარტ აკადემია არის 

სივრცე, სადაც მიიღებთ სრულყოფილ ცოდნას, შეხვდებით მოტივირებულ, პროფესიონალ და მეგობრულ ადამიანებს, რომლებიც  ყოველთვის მზად არიან გვერდით დაგიდგნენ.

გაიგე მეტი UX/UI დიზაინის კურსის შესახებ.

...თუ UX დიზაინი გაინტერესებს, წაიკითხე:

სხვა სტატიები

ყველა სტატია