Oracle SQL - მონაცემთა ბაზების საწყისების კურსი
- ლექტორი სოსო ბერიძე
- შეხვედრები Online, 1.5 თვე, 18 შეხვედრა - 36 სთ
-
სამშაბათი 19:00 - 21:00 სთ
ხუთშაბათი 19:00 - 21:00 სთ
შაბათი 11:00 - 13:00 სთ

ღირებულება 1290 ₾
განვადებით თვეში
რეგისტრაცია ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი
Oracle SQL - მონაცემთა ბაზების საწყისების კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ინფორმაციული მოდელი, Oracle მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების მუშაობისა და ფუნქციონირების პრინციპები, რათა მან შეძლოს მონაცემთა ბაზის დაპროექტება, შექმნა და მონაცემთა დამუშავება. კურსის ფარგლებში მიღებული საბაზისო ცოდნა და უნარები კურსდამთავრებულს დაეხმარება Oracle მონაცემთა ბაზების მართვის სფეროში კარიერის დაგეგმვაში და ამ სფეროს სხვა კურსების მარტივად დაძლევაში.
რას ვისწავლი?
- ინფორმაციულ მოდელს, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების პრინციპებს
- მონაცემთა ბაზის ობიექტებს, ტიპებს
- ბრძანებების ჯგუფებს, სინტაქსს, შეზღუდვებს, მათ დანიშნულებას
- ბაზის პროექტირებას ლოგიკურ და ფიზიკურ დონეზე
- მონაცემთა სტრუქტურის სწორად განსაზღვრას
- მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ამოღებას, ძებნას, დამუშავებას
- არსებული მონაცემთა ბაზის სტრუქტურის წაკითხვას და შეფასებას
რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?
- სტუდენტს უნდა შეეძლოს კომპიუტერის გამოყენება საბაზისო დონეზე
- უნდა ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან
- ფლობდეს პერსონალურ კომპიუტერს ან ლეპტოპს
- ჰქონდეს Google Account
- გაიაროს რეგისტრაცია https://www.oracle.com/ მისამართზე (უფასოა)
- ინგლისური ენის ცოდნა საშუალო (B1) დონეზე
ვის შეუძლია კურსის გავლა?
- ნებისმიერს, ვისაც სურს შეიძინოს ცოდნა მონაცემთა ბაზების მიმართულებით
ლექტორის შესახებ
- სოსო ბერიძეს აქვს მონაცემთა ბაზებთან (Oracle, MS SQL) მუშაობისა და დეველოპმენტის (C, C++, Java, .NET) 20 წლიანი გამოცდილება.
- 2018-2022 წლებში დასაქმებული იყო ეროვნულ ბანკში, სადაც 2020-2022 წლებში იკავებდა აპლიკაციების ადმინისტრირების განყოფილების უფროსის პოზიციას IT დეპარტამენტში.
- 2018-2022 წლებში იყო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, მონაცემთა ბაზების საწყისების (Oracle) და PL/SQL მიმართულებით.
- 2020 წლიდან დღემდე არის ISSP ტრენინგ ცენტრის მოწვეული ლექტორი, მონაცემთა ბაზების საწყისების (Oracle, MS SQL), PL/SQL და T-SQL მიმართულებით.
- ამჟამად, სოსო იკავებს სისტემის ანალიტიკოსის პოზიციას TBC ბანკში.
- ის არის Oracle-ის სერტიფიცირებული სპეციალისტი - Oracle Database SQL Certified Associate.
სტუდენტის კარიერის პროგრამა
რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67
სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება რეგისტრაცია ➜