0
მენიუ
banner banner
AI IT & Development დიზაინი მენეჯმენტი მარკეტინგი ბიზნესისთვის

ციფრული მარკეტინგის კურსი

ციფრული მარკეტინგის კურსი
ლექტორი
ფორმატი
Online
2.5 თვე • 21 შეხვედრა • 42 სთ
თარიღი
20 აპრილი
ორშაბათი 20:00-22:00 სთ ხუთშაბათი 20:00-22:00 სთ
ღირებულება
1500 ₾
განვადებით 47 ₾-დან
მომდევნო ჯგუფი
თარიღი 3 სექტემბერი
გრაფიკი
ორშაბათი 20:00-22:00 სთ ხუთშაბათი 20:00-22:00 სთ
ღირებულება
1500 ₾



ციფრული მარკეტინგის კურსის მიზანია, მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე დამწყები ციფრული მარკეტერი, რომელიც შეძლებს ციფრული მარკეტინგის მიზნების განსაზღვრას, ციფრული სტრატეგიის დაგეგმვას, რეკლამის განთავსებას Facebook & Google არხებში, დამხმარე ციფრული არხების გამოყენებას, შედეგების გაზომვასა და გაანალიზებას.

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ:

  • ციფრული მარკეტინგის რაობა, მნიშვნელობა და საქართველოში გამოყენებული ციფრული არხები;
  • ციფრული მარკეტინგის საბაზისო ტერმინოლოგია;
  • Facebook, Instagram, LinkedIn ფეიჯის მართვის ფუნქციონალი;
  • ძირითადი ციფრული სარეკლამო არხების ტექნიკური შესაძლებლობები და ფუნქციონალი - Meta Ads & Google Ads;
  • ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენება - Google Analytics; Event Manager;
  • დამხმარე ციფრული არხების და ხელსაწყოების საჭიროება და ტექნიკური შესაძლებლობები - Tag Manager, Looker Studio, Mailchimp, ა.შ.;
  • ციფრული სტრატეგიის ან/და გეგმის შექმნა და გაზომვადი მიზნების დასახვა;
  • სტრატეგიის შესაბამისი რეკლამების განთავსება;
  • რეკლამის ოპტიმიზაცია და შედეგების გაანალიზება;
  • შედეგებზე ორიენტირებული ციფრული კამპანიის დაგეგმვა, განხორციელება, რეპორტინგი, ანალიზი.

რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?

  • სტუდენტი უნდა ფლობდეს ინგლისურს B1 დონეზე

ლექტორის შესახებ

  • თიო ზარნაძე არის ციფრული მარკეტერი 9+ წლიანი გამოცდილებით;
  • 2024 წლამდე ის იყო ციფრული სააგენტო „ჰანს ენდ გრუბერის“ ციფრული დირექტორი;
  • მისი გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა მარკეტინგულ და ციფრულ სააგენტოში კრეატიული და ციფრული განყოფილების ხელმძღვანელობას, ასევე თიო არის Google Ads პლატფორმის სერტიფიცირებული ედვერთაიზერი;
  • სოციალური მედიის და ციფრული მარკეტინგის ლექტორობის 3+ წლიან გამოცდილებასთან ერთად, თიო მიწვეული ექსპერტის სტატუსით მუშაობდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ  პირველი აკრედიტირებული „სოციალური მედიის მართვის“ პროფესიული მომზადების პროგრამის შექმნაში პროექტის „Updating VET in Georgia with Estonian experience“ ფარგლებში.

სტუდენტის კარიერის პროგრამა


რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67

სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება რეგისტრაცია ➜

დაკავშირებული პროფესიები

ციფრული მარკეტოლოგი ციფრული სტრატეგი

კურსის შეფასებები

ძალიან კმაყოფილი ვარ! კურსი იყო დატვირთული როგორც თეორიით, ასევე პრაქტიკით. ორივე ნაწილს სათანადო ყურადღება ექცეოდა და ლექტორი ამომწურავად გვაძლევდა საჭირო ინფორმაციასა და მასალებს.
თიო ზარნაძის მიერ ჩატარებული თითოეული ლექცია იყო საინტერესო და გასაგები ჩემთვის , როგორც ამ სფეროში გამოუცდელი ადამიანისთვის. დიდი მადლობა თიოს და სმარტ აკადემიას.
სრულიად კმაყოფილი ვარ კურსის ყველა ასპექტით, განსაკუთრებით ლექტორით! საკუთარი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, რომელიც ძალიან საინტერესოდ გვიხსნიდა ყველაფერს. ძალიან კმაყოფილი ვარ.
უკომპეტენტურესი?უსაყვარლესი?უდიდესი რეკომენდაცია ჩემგან !!!
ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღე ამ კურსისგან და ყველაფერი ძალიან მომეწონა. ლექტორი არის თავისი საქმის პროფესიონალი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი. ძალიან ცოტას თუ შეხვდებით ეგეთ ლექტორს. სიამოვნებით გავივლიდი სხვა კურსებსაც.
არაჩვეულებრივი ლექტორია თიო. ყველაფერს გულდასმით ხსნიდა და საინტერესო ინფორმაციას გვაწვდიდა.
ციფრული მარკეტინგის კურსმა ჩემს მოლოდინებს სრულად გადააჭარბა. როგორც დამწყები, არ ველოდი, თუ ამხელა ცოდნას, გამოცდილებას და თავდაჯერებას მომცემდა ეს კურსი. მან ასევე მომცა მოტივაცია, რომ ამ სფეროში კარიერა დავიწყო. სრულად ➜
კურსი იყო გამართული და დამწყებ სტუდენტებზე მორგებული. დრო გადანაწილდა მართებულად, გათვალისწინებული იყო სტუდენტების საჭიროებები. ლექტორი არის საკუთარი საქმის პროფესიონალი, დადებითი, უშუალო და მეგობრული პიროვნება, გამორჩეული ახსნისა და გადმოცემის უნარით.
თიო არის საუკეთესო ადამიანი და ლექტორი. ძალიან ყურადღებიანია და გულით აკეთებს თავის საქმეს. ყველაფრით ძალიან კმაყოფილი ვარ და გული მწყდება რომ დამთავრდა.
ძალიან მიხარია, რომ გავაკეთე სწორი არჩევანი და გავიარე თიოს კურსი, უზომოდ საყვარელი, უშუალო, მეგობრული ♥️ საკმაოდ საინტერესოდ ხსნიდა მასალას, არცერთ კითხვას არ ტოვებდა უპასუხოდ. კურსით ძალიან კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ ალბათ რაც სწავლადია მაქსიმალურად ვისწავლეთ, დანარჩენი ალბათ უფრო პრაქტიკა და გამოცდილებაა.
თიო ზარნაძის დახმარებით 33 წლის ასაკში აღმოვაჩინე საქმიანობა, რომელზეც ცხოვრების ბოლომდე სიამოვნებით ვიმუშავებ. სრულად ➜
ძალიან კმაყოფილი ვარ კურსის, როგორც ტექნიკური ისე შინაარშობრივი თვალსაზრისით. პროგრამას ეხლა მეორედ გავდივარ და იდეალურადაა გაწერილი. ასევე ლექტორი მოტივირებული, ენერგიული და ყურადღებიანი იყო პირველივე ლექციიდან- კურსის დასრულებამდე.
გამართული იყო ყველანაირი საკომუნიკაციო არხი, ყველა ლექცია დროულად იწყებოდა, ლექტორისგან უსწრაფესი უკუკავშირი, სმარტ აკადემიის გუნდიც მუდმივ მზადყოფნაშია. ჩემს პრაქტიკაში საუკეთესო ლექტორია.
ამ დროის განმავლობაში არა მხოლოდ თეორიული, არამედ რეალური პრაქტიკული გამოცდილებაც მივიღე - როგორც კონტენტის დაგეგმვაში, ისე რეკლამების მართვაში, აუდიტორიების განსაზღვრასა და შედეგების ანალიზში.
კურსმა ზუსტად ის მომცა რაც მინდოდა. მენტორი საკითხებს ხსნიდა გასაგები ენით და ნებისმიერ კითხვაზე გვპასუხობდა.უზომოდ კმაყოფილი ვარ ამ კურსით.
ვარ უზომოდ კმაყოფილი კურსით, ლექტორითა და სმარტ აკადემიით. თიო არის საუკეთესო. ძალიან კმაყოფილი ვარ ლექტორით, მისი პროფესიონალიზმით, მეგობრული დამოკიდებულებითა და ადამიანობით. მადლობა თიოს.

ლიკა მატუა

BMS Ltd | Key Account Manager
კურსის დასრულების შემდეგ, ჩემი მიზანი ციფრულ სამყაროში დამკვიდრებაა. სრულად ➜
მივიღე საფუძვლიანი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რაც აუცილებლად გამომადგება პირად საქმიანობაში. ვნახოთ, შესაძლოა მომავალში პროფესიულადაც განვვითარდე ამ მიმართულებით. სრულად ➜
აკადემია, რომელსაც ყოველთვის გავუწევ რეკომენდაციას, ვენდობი შერჩეულ ლექტორებს და ზედმიწევნით გაწერილ სილაბუსს. ეს ნდობა სმარტ აკადემიამ მომაპოვებინა ამ კურსების მიმართ.
კურსი იყო ამომწურავი, ინფორმაციული და ძალიან საინტერესო. რაც მთავარია, იყო პრაქტიკაზე ორიენტირებული, რაც თეორიული მასალის ათვისებას ძალიან აადვილებდა. კურსის მიმართ მაღალი მოლოდინი მქონდა, თუმცა კურსმა მას გადააჭარბა. ამ გამოცდილებისთვის დიდ მადლობას ვუხდი სმარტ აკადემიას. სრულად ➜
ეს კურსი ჩემთვის პროფესიული სტარტი გახდა. მივიღე როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა, რომელიც შემიძლია რეალურად გამოვიყენო ნებისმიერ სამუშაო პროცესში.ლექტორი გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, ადამიანური დამოკიდებულებითა და მასალის მარტივად ახსნის უნარით. სრულად ➜

ზურა ძიგუა

Port:80 | Junior Digital Marketer
კურსის გავლის შემდეგ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი კარიერული განვითარების გზაზე - დავიწყე სტაჟირება Port:80-ში. სრულად ➜
თიო ერთ-ერთი საუკეთესო ლექტორია ვისაც კი ვიცნობ, თავისი საქმის პროფესიონალი, რომელსაც არ ეზარება მისი ცოდნის დაწვრილებით გაზიარება და დამატებით მაგალითების მოყვანა თავისი გამოცდილებიდან. ყოველი ლექცია თიოსთან კომფორტული და მიზანმიმართული იყო. ის არის ლექტორი, რომელიც სამართლიანად აფასებს და ამავდროულად ხელს უწყობს სტუდენტებს.კურსი იყო ინფორმაციული,შინაარსობრივად საინტერესო,კურსის მიზნის შესაბამისი.
აღფრთოვანებული ვარ თიოთი! ადამიანი, რომელიც მთელ გულს დებს კურსში, რომ გადმოგცეს ცოდნა და გიზიარებს თავის გამოცდილებას, გაძლევს რჩევებს და სრულ ინფორმაციას.
ტექნიკურად ყველაფერი იყო გამართული რისიც მადლობელი ვარ. ლექციებიც და დავალებებიც იტვირთებოდა გონივრულ ვადაში. თქვენმა აკადემიამ იმხელა ნდობა დაიმსახურა, რომ ვფიქრობ სხვა ლექტორებიც თიოს მსგავსად ოქროები გყავთ.
დეტალურად გავიარეთ ძირითადი საკითხები, რაც ამ კურსის ფარგლებში შეიძლებოდა. თიო ნამდვილად თავის საქმის პროფესიონალია, დაუღალავი ენერგიით. ყოველთვის მზად იყო ეპასუხა ჩვენი კითხვებისთის ამომწურავად.
თიოს მიერ ლექციებში ჩადებული მონდომება და შრომი სცდება მოლოდინს. საუკეთესო გადაწყვეტილება იყო მისი კურსის გავლა. ენთუზიაზმი და მისი საქმისადმი სიყვარული დასაფასებელია.
აღფრთოვანებული ვარ სმარტ აკადემის, მოწესრიგებულობით და ყურადღებით, თვადაპირველად ყველა საკითხი იყო დეტალურად განხილული და გარდა ამისა ნებისმიერ დღის მონაკვეთში თქვნი მხრიდან ხდებოდა ოპერატიულად პასუხის დაბრუნება კითხვებზე და ასევე დახმარება, ამ მხრივ ფრიად გაკვირვებული დავრჩი❤️ რაც შეეხება თიო ზარნაძეს, მასზე ბევრი რამის თქმა შემიძლია და ყველაფერ დადებითს უკავშირდება, ჩემთვის თიო არის ზე პროფესიონალი, ზე პასუხისმგებლიანი და საოცარი ახსნის მქონე ადამიანი, რომელმაც თავისი რესურსის თითოეული ნაწილი ჩადო ჩვენს ცოდნაში და თითოეულ ლექციაში❤️
მთლიანად კურსი იყო კარგად დაგეგმილი. თიო გამოირჩეოდა ძალიან საინტერესო ლექციებით. ხსნიდა მარტივად და გასაგებად.
თიო არის პროფესიონალი ♥️უფრო მეტად შემაყვარა ეს სფერო. ყოველთვის ღია იყო პასუხებისთვის და მზად იყო დასახმარებლად.
თიო ზარნაძის მიერ ჩატრებული თითოეული ლექცია იყო საინტეტერესო და გასაგები ჩემთვის, როგორც ამ სფეროში გამოუცდელი ადამიანისთვის. შევიძინე ცოდნა, რისი გამოყენებაც კურსის დასრულებამდე დავიწყე. დიდი მადლობა თიოს და სმარტ აკადემიას ❤️

მსგავსი კურსები

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს.
პროდუქტის მარკეტინგი: სტრატეგია, ანალიზი და პრაქტიკა

პროდუქტის მარკეტინგი: სტრატეგია, ანალიზი და პრაქტიკა

კურსში შეიტყობ, რომ პროდუქტის მარკეტინგი არის სახელმძღვანელო, რომელიც ეხმარება პროდუქტს იპოვოს სწორი გზა მომხმარებლებისკენ. ეს გულისხმობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვისაუბროთ პროდუქტზე, როგორ გავყიდოთ ეფექტურად და დავწრმუნდეთ, რომ არსებულ და პოტენციურ მომხმარებელს კარგად ესმის მისი ღირებულება.

ყველა კურსი

სასურველი კურსები