ფინანსური მენეჯმენტის კურსი
- ლექტორი დავით ხაჩიძე
- შეხვედრები Online, 1.5 თვე, 12 შეხვედრა - 23.5 სთ
-
დაწყების თარიღი
9 დეკემბერი
-
სამშაბათი 20:00 - 22:00
ხუთშაბათი 20:00-22:00

ღირებულება 990 ₾
განვადებით თვეში
რეგისტრაცია ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი
ფინანსური მენეჯმენტის კურსი განკუთვნილია არაფინანსური განათლების მქონე საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისათვის, საბანკო სფეროში დასაქმებულთათვის ან ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს განავითაროს ბიზნესის ფინანსების ეფექტიანად მართვის, კონტროლის ან/და ანალიზის უნარი.
კურსის მსმენელებს ეცოდინებათ:
- რა არის ფულის დღევანდელი და მომავალი ღირებულება
- როგორ გამოითვლება მოგება და რა ფაქტორები მოქმედებს მასზე
- განსხვავება ფინანსების მართვასა და ბუღალტრულ აღრიცხვას შორის
- განსხვავება ფინანსურ უწყისებს შორის
- რა არის ფინანსური ანალიზი და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები
- რა არის და რა მნიშვნელობა აქვს საბრუნავი კაპიტალის მართვას
- რა არის დებიტორული მოთხოვნები და როგორ ხდება მათი მართვა
- რა მნიშვნელობა აქვს მოზიდული სახსრების წყაროებს
- რა არის დისკონტირება და რა ფასი აქვს კაპიტალს
- როგორ ხდება მომგებიანი ინვესტიციების შერჩევა და გადაწყვეტილების მიღება
კურსის მსმენელებს შეეძლებათ:
- ძირითადი ფინანსური უწყისების წაკითხვა და მათი გამოყენება
- გაყიდვების, შესყიდვების და ფულადი ნაკადების დაგეგმვა
- სესხებზე და დეპოზიტებზე დარიცხული სარგებლის ანგარიში
- ფულის მომავალი და ახლანდელი ღირებულების ანგარიში
- ოპტიმალური ხარჯების სტრუქტურის დადგენა
- ნულოვანი მოგების წერტილის დადგენა
- კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფინანსური მაჩვენებლების კონტროლი
- დაფინანსების საჭიროების დადგენა
- მოკლევადიანი და გრძელვადიანი დაფინანსების გარჩევა და გადაწყვეტილების მიღება
- ოპტიმალური აქტივების დადგენა და მათი მართვა
- საინვესტიციო პროექტების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
ლექტორის შესახებ:
- დავით ხაჩიძეს აქვს ქართული და უცხოური კომპანიების მართვის მდიდარი გამოცდილება და ამჟამად არის KTW ჯგუფის ფინანსური დირექტორი;
- ცოტა ხნის წინ კომპანია ,,ციტადელში'' საერთაშორისო ბიზნეს განვითარების დირექტორის პოზიციას იკავებდა;
- ასევე, იკავებდა ქართული სამშენებლო კომპანიის CMD-Fortex-ის ფინანსური და ადმინისტრაციული დირექტორის პოზიციას.
- 2013-2016 წლებში იყო საიუველირო კომპანია ზარაფხანას გენერალური დირექტორი;
- 2016-2018 წლებში იყო ქართულ-გერმანული სამედიცინო ცენტრის მრჩეველი, ასევე ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი;
- 2019-2020 წლებში მუშაობდა ავსტრიაში, ნავთობ-პროდუქტების საერთაშორისო სავაჭრო ჰოლდინგში - United Energy Commodities GmbH გლობალური ფინანსური დირექტორის პოზიციაზე;
- დავითი ასევე არის ილიას სახ. უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სადაც სამაგისტრო კურსზე კითხულობს კომპანიის შეფასების და ფინანსური მენეჯმენტის ლექციებს;
- ლინკდინის პროფილი: https://ge.linkedin.com/in/david-khachidze-mba-8635871b
სტუდენტის კარიერის პროგრამა
რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67
სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება რეგისტრაცია ➜