მენიუ
banner banner
IT & Development დიზაინი მენეჯმენტი მარკეტინგი ბიზნესისთვის

კრეატიული პროექტების მართვის კურსი

კრეატიული პროექტების მართვის კურსი

ღირებულება 950 ₾ 850 ₾

განვადებით თვეში 27 ₾-დან



რეგისტრაცია ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი


კრეატიული პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს შეასწავლოს პროექტების მართვის საფუძვლები სარეკლამო და საკომუნიკაციო სფეროში, რათა შეექმნათ სისტემური წარმოდგენა პროექტის ციკლზე ბრიფიდან შესრულებამდე. 

რას ვისწავლი?

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • კრეატიული პროექტის სწორი დაგეგმვა და მართვა - პროექტის ყველა ეტაპის (ბრიფი, სტრატეგია, კონცეფცია, ბიუჯეტირება, თაიმლაინი, მედია არხები) სტრუქტურირებული მართვა;
  • დავალებების საფუძველზე ზუსტი ბრიფის შექმნა და პრეზენტირება;
  • კრეატიული კამპანიების დაგეგმვა და ბიუჯეტირება - 360° კამპანიების არქიტექტურა, მედიის შერჩევა და რესურსების ოპტიმალური განაწილება.
  • გაიგებენ, როგორ მუშაობს რეკლამა გლობალურად და ლოკალურად და შეძლებენ იმუშაონ განსხვავებული მასშტაბის კამპანიებზე ეფექტურად;
  • ისწავლიან Big Idea-ს და ინსაითის მოძიებას და შეძლებენ კრეატიული იდეების გენერირებას რეალურ ბრიფებზე დაყრდნობით;
  • შეისწავლიან სარეკლამო პროექტების ტიპებს (სტრატეგია, ბრენდინგი, კონტენტი, ვიდეოფროდაქშენი) და შეძლებენ შეარჩიონ შესაბამისი მიდგომა კონკრეტული ამოცანისთვის;
  • დაეუფლებიან ბიუჯეტის, თაიმლაინისა და KPI-ების დაგეგმვას და შეძლებენ სარეკლამო პროექტების ეფექტიანად მართვას;
  • გაეცნობიან გუნდის მართვის და შიდა კოორდინაციის პროცესებს და შეძლებენ ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფას როგორც გუნდთან, ისე კლიენტთან;
  • გაიგებენ მედიის როლს და არხების სპეციფიკას (TV, Digital, Radio, OOH) და შეძლებენ მედიაგეგმარებისა და ბიუჯეტირების განხორციელებას პროექტის მიზნებზე მორგებით;
  • მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას რეალური ამოცანების შესრულებით და შეძლებენ დამოუკიდებლად წარმოადგინონ სრული 360° სარეკლამო კამპანია პრეზენტაციის სახით;
  • განივითარებენ კრეატიულ, ანალიტიკურ, მენეჯერულ და პრეზენტაციულ უნარებს, რომლებიც აუცილებელია სარეკლამო და საკომუნიკაციო სფეროში პროფესიული საქმიანობისთვის.

სასწავლო კურსის მოთხოვნები

  • სამუშაო ენებია ქართული და ნაწილობრივ ინგლისური (რეკლამების მაგალითების განხილვისას).

ლექტორების შესახებ

ეკატერინე ებანოიძე

  • ეკატერნიეს აქვს 13 წლიანი სამუშო გამოცდილება სარეკლამო სფეროში, როგორც გლობალურ, ისე ლოკალურ ბრენდებთან;
  • 2021 წლიდან მუშაობს „ლივინგსტონში“ Account Director/Account Supervisor-ის პოზიციაზე;
  • პირველი სამუშაო ადგილი სარეკლამო სააგენტო იყო, სადაც სარეკლამო სფერო ჯერ კიდევ განვითარებადი იყო. სხვადასხვა ტიპის ამოცანებზე მუშაობამ ხელი შეუწყო პროფესიული ინტერესების და კარიერული მიმართულების განსაზღვრაში;
  • შემდეგ დაიწყო მუშაობა Publicis Group-ში Account Executive-ის პოზიციაზე. სწორედ ამ დროიდან დაიწყო აქტიური პროფესიული განვითარება, რაც გაგრძელდა Saatchi & Saatchi Tbilisi-ში - Account Director-ის პოზიციაზე რამდენიმე წლის მუშაობით. ეს პერიოდი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი პროექტებითა და პროფესიული გამოწვევებით;
  • აქვს მუშაობის გამოცდილება საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიცაა H&M, Nestlé, Carrefour, ასევე ქართულ ბრენდებთან სხვადასხვა კატეგორიაში. ჩართულია რეგიონულ პროექტებში და აქვს თანამშრომლობის გამოცდილება კავკასიისა და მიმდებარე ქვეყნების ბაზრებზე;
  • CANNES LIONS GEORGIA - MARKETER CATEGORY JURY 2024.

ზიზი ნასრაშვილი

  • ზიზის პროფესიული გამოცდილება 10 წელზე მეტს მოიცავს და ამ პერიოდში უმუშავია სხვადასხვა ტიპის კამპანიებზე, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ კლიენტებთან;
  • კარიერა დაიწყო Saatchi & Saatchi-ში, თავდაპირველად პროდაქშენ ასისტენტის პოზიციაზე. მალევე გადავიდა ექაუნთ მენეჯმენტში და გაიარა პროფესიული განვითარება Account Executive-დან Account Director-ის პოზიციამდე. Saatchi & Saatchi-ში ათწლიანი მოღვაწეობის შემდეგ საქმიანობა გააგრძელა კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონში“, სადაც ამჟამად ხელმძღვანელობს და სუპერვაიზინგს უწევს ექაუნთ მენეჯმენტის გუნდს;
  • გამოცდილება მოიცავს ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობას, როგორიცაა Mondelez, H&M, Bavaria, Borjomi, ასევე მრავალ ქართულ კლიენტთან სხვადასხვა კატეგორიაში;
  • აქვს როგორც რეგიონულ ბაზრებზე მუშაობის პრაქტიკა, ისე სხვადასხვა ქვეყნისთვის კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება;
  • CANNES LIONS GEORGIA – MARKETER CATEGORY JURY 2023.


სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67

სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება რეგისტრაცია ➜

მსგავსი კურსები

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს.
მარკეტინგის მენეჯმენტი

მარკეტინგის მენეჯმენტი

მარკეტინგის კურსის მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს საფუძვლიანი და პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა მარკეტინგის სფეროს შესახებ. სწორედ ამიტომ, კურსის თითოეული თემა ასახავს და მოიცავს მარკეტინგის შემადგენელ კომპონენტებს, რათა სტუდენტმა მიიღოს და დააგროვოს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა არამედ განივითაროს პრაქტიკული უნარებიც, რაც თანამედროვე ბიზნეს გარემოში მარკეტინგის სპეციალისტს ეფექტურსა და მაღალკონკურენტუნარიანს გახდის. კურსის საშუალებით სტუდენტები შეისწავლიან თუ როგორ უნდა დაგეგმონ, განახორციელონ და შეაფასონ მარკეტინგული კამპანიები.
სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

კურსი მორგებულია საქართველოს ბაზარზე სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციის მოთხოვნებს და ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებაზე.
სოციალური მედია ედვერთაიზინგის კურსი

სოციალური მედია ედვერთაიზინგის კურსი

კურსის მიზანია მოამზადოს ედვერთაიზერი, რომელიც დაგეგმავს სარეკლამო სტრატეგიას სოციალური მედიისთვის, შექმნის სხვადასხვა ტიპის რეკლამას წამყვან სოციალურ არხებში და გააანალიზებს და გააუმჯობესებს შედეგებს.

ყველა კურსი