გუნდის მართვის პრაქტიკული კურსი შუა რგოლის მენეჯერებისთვის
- ლექტორი ლიკა კოვზირიძე, დავით ჭიაბერაშვილი
- შეხვედრები Hybrid, 2 თვე, 17 შეხვედრა - 34 სთ
- დაწყების თარიღი ოქტომბერი
-
ორშაბათი 20:00 - 22:00
პარასკევი 20:00 - 22:00 სთ

ღირებულება 1400 ₾
განვადებით თვეში
რეგისტრაცია ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი
კურსის მიზანი
გუნდის მართვის პრაქტიკული კურსის მიზანია განავითაროს საშუალო რგოლის მენეჯერები ისეთ ლიდერებად, რომლებიც პროცესების მართვასთან ერთად ზრუნავენ გუნდის წევრების უნარებისა და პოტენციალის განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს გუნდების უფრო მაღალი ჩართულობით, ინიციატივითა და შედეგებზე ორიენტაციით მუშაობას, კომპანიის ბიზნეს მიზნების მისაღწევად.სასწავლო კურსის შედეგები
- კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტები შეძლებენ:
- სტრუქტურის ეფექტურად დაგეგმვასა და როლების მკაფიოდ განსაზღვრას;
- პროცესების რუკების შედგენას, ანალიზსა და ოპტიმიზაციას;
- გააცნობიერონ არაეფექტური მენეჯერული მართვის (მიკრომენეჯმენტი, ზედმეტად დისტანციური ან ავტორიტარული მიდგომა) გავლენა გუნდზე;
- ჩამოაყალიბონ დაბალანსებული, ჩართულობასა და განვითარებაზე ორიენტირებული მართვის სტილი;
- დაეუფლონ პრობლემების ეფექტურად იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრის ინსტრუმენტებს;
- შეისწავლონ სამოტივაციო სისტემები და უკუკავშირის ეფექტურად მიწოდების ტექნიკები;
- შეეძლებათ შექმნან გუნდის წევრების ინდივიდუალური განვითარების გეგმები (PDP);
- გაეცნობიან დელეგირების ძირითად გამოწვევებს და მათი აღმოფხვრის გზებს;
- შეეძლებათ ძირითადი შესრულების ინდიკატორების (KPI) განსაზღვრა და ანალიზი;
- დაეუფლებიან კონფლიქტის მოგვარების ეფექტურ სტრატეგიებს და შეძლებენ გუნდში ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას;
- გააუმჯობესებენ მენეჯმენტთან და დაქვემდებარებულ გუნდთან კომუნიკაციის უნარებს და ისწავლიან მოლოდინების ეფექტურად მართვას;
- შეუსწავლიან როგორ გაუმკლავდნენ კოგნიტურ მიკერძოებებს გუნდურ გარემოში.
ლექტორები
ლიკა კოვზირიძე
- ლიკა კოვზირიძე - ბიზნეს საკონსულტაციო და მომსახურების კომპანია SMART Support-ის მმართველი პარტნიორი, 20 წლიანი გამოცდილებით მომსახურების სფეროში, მათ შორის 15 წლიანი მართვის გამოცდილებით;
- ლიკას მართვის გამოცდილება კვლევით ინდუსტრიაში დაიწყო, საერთაშორისო კომპანია Taylor Nealson Sofres-ში, სადაც მან შეისწავლა საერთაშორისო კომპანიის სამუშაო სტანდარტები და სტარტაპში მუშაობის სპეციფიკა;
- სააგენტოს შემდეგ, ლიკას კარიერა ბიზნესის მხარეს, საქართველოს ბანკსა და მულტინაციონალურ თამბაქოს მწარმოებელ კომპანია Japan Tobacco International-ს უკავშირდება, სადაც მან ღირებული და მნიშვნელოვანი ცოდნა დააგროვა, გაეცნო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს, როგორც თანამშრომლების მართვის, ასევე სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით;
- 2015 წლის შემდეგ, ლიკას კარიერა კვლავ მომსახურების სფეროს, კვლევასა და HR აუთსორსინგს უკავშირდება და მას შემდეგ მმართველ პოზიციებს იკავებს, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კვლევით კომპანიაში;
- 2023 წელს კი, ლიკამ დააარსა საკონსულტაციო კომპანია, სადაც გააერთიანა ყველა ის მიმართულება რაშიც გამოცდილება მიიღო და მიზნად დაისახა მომხმარებლის მხარდაჭერა ბიზნეს ამოცანების გადასაჭრელად;
- გარდა ძირითადი საქმიანობისა SMART Support-ში, ლიკა სმარტ აკადემიასთან ერთად ზრუნავს ცოდნის გაზიარებასა და ისეთი კურსების შექმნაზე, რომლებიც ახალი პროფესიების შეძენასა და არსებული ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება დაინტერესებულ პირებს;
- სწავლა და განვითარება ლიკას მნიშვნელოვანი ღირებულებაა, ამიტომ თავადაც მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული. გავლილი აქვს CU MBA, CIMA, Strategic Leadership Simulation (Michael Kouly), The Science of Well-Being (Yale University), Certified Coach (Erickson Coaching International), არის Kaizen-ის ფილოსოფიის მიმდევარი, გაციფრულებისა და ავტომატიზაციის მოყვარული.
ოლგა ნებიერიძე
- ოლგა ნებიერიძე არის აუდიტორული და ბუღალტრული სერვისების კომპანია FINO-ს საოპერაციო დირექტორი, რომელსაც მრავალფეროვანი და საინტერესო პროფესიული გამოცდილება აქვს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ, მან კარიერა განავითარა სხვადასხვა სფეროში;
- მას აქვს გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და ასევე წარმატებით მართავდა პროექტებს, როგორც ფრილანსერი. განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს ადამიანის ქცევის ბიოლოგიის, კოგნიტური მიკერძოებებისა და მათი გავლენის შესწავლის მიმართ მენეჯმენტსა და ბიზნეს პროცესებზე. შესწავლილი აქვს AGILE და SCRUM მეთოდოლოგიები და ჩართული იყო FINO-ში ამ მეთოდოლოგიით პროექტების მართვის დანერგვის პროცესში;
- უკვე ათი წელია, რაც ოლგა აქტიურად არის ჩართული ფინანსების სფეროში, გავლილი აქვს ACCA სერტიფიცირებული პროგრამა. დღეს კი ის წარმატებით ხელმძღვანელობს FINO-ს საოპერაციო მიმართულებას.
დავით ჭიაბერაშვილი
- დავით ჭიაბერაშვილი არის სატელეკომუნიკაციო კომპანიის „სქაიტელის“ კომერციული დეპარტამენტის დირექტორი;
- 2023 წელს იკავებდა საოპერაციო დირექტორის პოზიციას Extra.ge-ში;
- 2018-2023 წლებში მუშაობდა Microsoft-ში ისეთ პოზიციებზე, როგორებიცაა:
o MW SSP | Country Representative
o MW Solution Specialist Education
o BDM (Business Development Manager) Education
- დავითს აქვს გაყიდვების, ბიზნესის მართვისა და სატელეკომუნიკაციო ბიზნესში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება, მათ შორის კავკასუს ონლაინსა და ჯეოსელში;
- დავითი არის მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში.
სტუდენტის კარიერის პროგრამა
რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67
სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება რეგისტრაცია ➜