ვიდეო კონტენტის შექმნა
- ლექტორი მარიამ მეტრეველი
- შეხვედრები Hybrid, 2 თვე, 16 შეხვედრა - 32 სთ
-
დაწყების თარიღი
18 ნოემბერი
-
სამშაბათი 20:00-22:00 სთ
პარასკევი 20:00-22:00 სთ

ღირებულება 1090 ₾
განვადებით თვეში
რეგისტრაცია ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი
კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რათა შეძლონ მაღალი ხარისხის, ეფექტური მოკლე ვიდეო კონტენტის შექმნა სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმისთვის.
რას ვისწავლი?
კურსის მსმენელებს ეცოდინებათ:
შექმნან კონტენტ სტრატეგია სხვადასხვა პლატფორმებისთვის და განსაზღვრონ სამიზნე აუდიტორია;
- გამოიყენონ სმარტფონი პროფესიონალური ხარისხის ვიდეოების გადასაღებად, განათების, კადრების დაგეგმვისა და კომპოზიციის გათვალისწინებით;
- დაამონტაჟონ ვიდეოები CapCut-ის გამოყენებით;
- დაწერონ სტრუქტურირებული სცენარი, რომელიც გაზრდის ჩართულობასა და მაყურებლის ინტერესს;
- მოარგონ კონტენტი სხვადასხვა პლატფორმებისა და ინდუსტრიების მოთხოვნებს;
- ითანამშრომლონ ინფლუენსერებთან მათი სწორად შერჩევისა და კომუნიკაციის გზით;
- თავიდან აიცილონ გავრცელებული შეცდომები და გამოიყენონ საუკეთესო პრაქტიკები კონტენტის შექმნის პროცესში.
ლექტორის შესახებ
- მარიამ მეტრეველი არის კონტენტ კრეატორი 5 წლიანი გამოცდილებით ამ სფეროში;
- ამ სფეროში მუშაობასთან ერთად აქვს სწავლების გამოცდილებაც;
- სააგენტოებში მუშაობის მანძილზე უმუშავია ისეთ ბრენდებთან როგორებიცაა: Baskin Robbins, Socar, Way Mart, Bank of Georgia, Taste Corporation, Staropramen, Making Science Sweeft, HIVE, Keepz, Vaporia;
- როგორც ფრილანსერი ქმნიდა კონტენტს შემდეგი ბრენდებისთვის: TBC, Silk, Extra, სერიალი “უხილავი თამაში”, Natakhtari, Pyramid;
- საგანმანათლებლო და ინფორმაციული კონტენტის შექმნის კუთხით უთანამშრომლია ისეთ ორგანიზაციებთან როგორებიცაა: Sapari, FactCheck.ge, Forset.
სტუდენტის კარიერის პროგრამა
რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67
სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება რეგისტრაცია ➜