0
მენიუ
banner banner

პირველი ნაბიჯები ბუღალტრულ სამყაროში

პირველი ნაბიჯები ბუღალტრულ სამყაროში






📌 26 თებერვალს, 20:00 საათზე, სმარტ აკადემია გიწვევს ღია ლექციაზე: "პირველი ნაბიჯები ბუღალტრულ სამყაროში: რა უნდა იცოდეთ ციფრების შესახებ"


ლექტორების შესახებ

თიკო ჩარკვიანი

✨ პარტნიორებზე ზრუნვის ლიდი - აუდიტორული და ბუღალტრული სერვისების კომპანია “ფინო“;
✨ 5+ წელზე მეტი გამოცდილება 10-მდე სექტორსა და 55-ზე მეტ კომპანიაში ბუღალტრული და აუდიტორული სერვისების მიმართულებით; 
✨ მონაწილეობს მსხვილ, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებში ბუღალტრული და აუდიტორული ოპერაციების დაგეგმვასა და პროცესების მართვაში;
✨ მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს ბუღალტრული სერვისების მიმართულებით სტაჟიორების, უმცროსი ✨ ბუღალტრების და მთავარი ბუღალტრების მართვას მენტორის პოზიციაზე;
✨ ჩატარებული აქვს 8-ზე მეტი პროფესიული ტრენინგი;
✨ ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
✨ მიღებული აქვს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის მეორე დონის სერტიფიკატი.

დავით გორდიაშვილი 

✨ საგადასახადო აუდიტის მენეჯერი - აუდიტორული და ბუღალტრული სერვისების კომპანია “ფინო'';
✨ 8 წლიანი გამოცდილება საგადასახადო აუდიტის, ბუღალტრული აღრიცხვისა და პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით;
✨ ტრენერი საგადასახადო კოდექსის მიმართულებით - ''ფინო'';
✨ ბაკალავრის (BA) და მაგისტრის (MA) ხარისხი აღრიცხვისა და აუდიტის მიმართულებით - ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
✨ ACCA - პირველი და მეორე დონის (9 წიგნი) სერტიფიკატის მფლობელი.

ნინო გათენაძე

✨ პორტფელის მენეჯერი - აუდიტორული და ბუღალტრული სერვისების კომპანია “ფინო'';
✨ აუდიტორულ კომპანიაში მუშობის 10 წლიანი გამოცდილება, მათ შორის 4 წელი მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე და 2 წელი ბუღალტრული პროექტების მენეჯერის პოზიციაზე;
✨ ეკონომიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი - აგრარული უნივერსიტეტი;
✨ პროფესიული ტრენინგები: საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით, მათ შორის, დღგ-ის, საშემოსავლო, მოგების გადასახადის, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა  და სხვა საკითხებზე;
✨ ACCA - პირველი დონის (4 წიგნი) სერტიფიკატის მფლობელი.

📌 ლექცია მაქსიმალურად ინტერაქციული ხასიათის იქნება და შეძლებ შენთვის საინტერესო პასუხების მოსმენას

? დარეგისტრირდი შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული

სხვა კურსები

Front-end Development with React.JS

Front-end Development with React.JS

კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს React JS-ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის web აპლიკაციების შექმნა და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.
პროექტების მართვა - PMP გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი

პროექტების მართვა - PMP გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი

პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს პროექტების მართვის გამოცდის სამი ძირითადი დომეინის: ადამიანების, პროცესებისა და ბიზნეს გარემოს მართვის შესახებ ცოდნა. კურსის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად შეისწავლიან პროექტის მართვის სხვადასხვა მიდგომებს (Waterfall, Agile, Hybrid), პროექტის მართვის ციკლის თითოეული ფაზის და შესაბამის ფაზაზე გამოყენებული ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციას. ამასთან, კურსის მიზანია PMP სერტიფიცირებისთვის აუცილებელი საკვანძო კონცეფციების, პროცესებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ მყარი თეორიული საფუძვლის შექმნა.
მარკეტინგის მენეჯმენტი

მარკეტინგის მენეჯმენტი

მარკეტინგის კურსის მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს საფუძვლიანი და პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა მარკეტინგის სფეროს შესახებ. სწორედ ამიტომ, კურსის თითოეული თემა ასახავს და მოიცავს მარკეტინგის შემადგენელ კომპონენტებს, რათა სტუდენტმა მიიღოს და დააგროვოს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა არამედ განივითაროს პრაქტიკული უნარებიც, რაც თანამედროვე ბიზნეს გარემოში მარკეტინგის სპეციალისტს ეფექტურსა და მაღალკონკურენტუნარიანს გახდის. კურსის საშუალებით სტუდენტები შეისწავლიან თუ როგორ უნდა დაგეგმონ, განახორციელონ და შეაფასონ მარკეტინგული კამპანიები.
ვიდეო კონტენტის შექმნა

ვიდეო კონტენტის შექმნა

ვიდეო კონტენტის შექმნის კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რათა შეძლონ მაღალი ხარისხის, ეფექტური მოკლე ვიდეო კონტენტის შექმნა სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმისთვის.
გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აწყობის ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა. ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა.
მენტორინგის პროგრამა - სტრატეგიული HR: თანამშრომლების შეფასების სისტემები და სამოტივაციო სქემები

მენტორინგის პროგრამა - სტრატეგიული HR: თანამშრომლების შეფასების სისტემები და სამოტივაციო სქემები

პერფორმანსის მართვის კურსის ერთ-ერთი მიზანია HR-ებმა და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ხელმძღვანელებმა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა HR-ის სტრატეგიული საკითხების შესახებ, რომლებიც მათ დაეხმარება შეფასების სისტემების დანერგვაში, სამოტივაციო სქემების აწყობაში, თანამშრომლების განვითარების გეგმების გაწერასა და კომპანიაში კონსტრუქციული უკუკავშირის კულტურის ჩამოყალიბებაში. უმთავრესი მიზანია, ეს ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში და კურსის განმავლობაში, მათ მიერ შერჩეულ მიმართულებაში, მენტორების დახმარებით, შეიმუშაონ/დანერგონ ყველა ის საკითხი, რასაც ისწავლიან თეორიაში.
გუნდის მართვის პრაქტიკული კურსი შუა რგოლის მენეჯერებისთვის

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსი შუა რგოლის მენეჯერებისთვის

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსის მიზანია განავითაროს საშუალო რგოლის მენეჯერები ისეთ ლიდერებად, რომლებიც პროცესების მართვასთან ერთად ზრუნავენ გუნდის წევრების უნარებისა და პოტენციალის განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს გუნდების უფრო მაღალი ჩართულობით, ინიციატივითა და შედეგებზე ორიენტაციით მუშაობას, კომპანიის ბიზნეს მიზნების მისაღწევად.

ყველა კურსი

სასურველი კურსები