მენიუ
banner banner
IT & Development დიზაინი მენეჯმენტი მარკეტინგი ბიზნესისთვის

ციფრული მარკეტინგის კურსი

ციფრული მარკეტინგის კურსი

ღირებულება 1500 ₾

განვადებით თვეში 47 ₾-დან



რეგისტრაცია დასრულებულია სილაბუსი


ციფრული მარკეტინგის კურსის მიზანია, მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე დამწყები ციფრული მარკეტერი, რომელიც შეძლებს ციფრული მარკეტინგის მიზნების განსაზღვრას, ციფრული სტრატეგიის დაგეგმვას, რეკლამის განთავსებას Facebook & Google არხებში, დამხმარე ციფრული არხების გამოყენებას, შედეგების გაზომვასა და გაანალიზებას.

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ:

  • ციფრული მარკეტინგის რაობა, მნიშვნელობა და საქართველოში გამოყენებული ციფრული არხები;
  • ციფრული მარკეტინგის საბაზისო ტერმინოლოგია;
  • Facebook, Instagram, LinkedIn ფეიჯის მართვის ფუნქციონალი;
  • ძირითადი ციფრული სარეკლამო არხების ტექნიკური შესაძლებლობები და ფუნქციონალი - Meta Ads & Google Ads;
  • ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენება - Google Analytics; Event Manager;
  • დამხმარე ციფრული არხების და ხელსაწყოების საჭიროება და ტექნიკური შესაძლებლობები - Tag Manager, Looker Studio, Mailchimp, ა.შ.;
  • ციფრული სტრატეგიის ან/და გეგმის შექმნა და გაზომვადი მიზნების დასახვა;
  • სტრატეგიის შესაბამისი რეკლამების განთავსება;
  • რეკლამის ოპტიმიზაცია და შედეგების გაანალიზება;
  • შედეგებზე ორიენტირებული ციფრული კამპანიის დაგეგმვა, განხორციელება, რეპორტინგი, ანალიზი.

რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?

  • სტუდენტი უნდა ფლობდეს ინგლისურს B1 დონეზე

ლექტორის შესახებ

  • ანა გოგავა არის ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი / პერფორმანს მარკეტერი 4 წელზე მეტი გამოცდილებით. ამჟამად ის კრეატიული სააგენტო Hans & Gruber-ის ციფრული დეპარტამენტის ჰედია;
  • მას უთანამშრომლია ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Coca-cola, Subway, Wendy’s, Dunkin’, Avon, Nestle, Mondelez, Samsung, KIA, Porsche, USA Embassy და სხვა ლოკალური და საერთაშორისო კომპანიები;
  • 2021 – 2022 წლებში ანა სააგენტოს Pro-Media-ს, ხოლო 2022-2023 წლებში სააგენტო AdsomeFish-ის ციფრული გუნდების ხელმძღვანელი იყო, სადაც Dentsu-სა და Mediacom-ის საერთაშორისო პროექტებზე მუშაობდა;
  • Freelance პროექტების ჭრილში ანა მუდმივად თანამშრომლობს სხვადასხვა ლოკალურ და უცხოურ კომპანიებთან. მისი ყველაზე მსხვილი ფრილანს პროექტი ამერიკული ძვირადღირებული საათების მაღაზია Watch My Diamonds-ია, სადაც ის e-commerce-ის მიმართულებით, პერფორმანს მარკეტინგზე მუშაობს.


სტუდენტის კარიერის პროგრამა


რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67

სილაბუსი რეგისტრაცია დასრულებულია

დაკავშირებული პროფესიები

ციფრული მარკეტოლოგი ციფრული სტრატეგი

კურსის შეფასებები

კურსმა მნიშვნელოვანი ცოდნა მომცა და გამიჩინა სტიმული, ამ სფეროში კიდევ უფრო დავიხვეწო. აღსანიშნავია ლექტორის პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც ძალიან კარგად იგრძნობოდა კურსის მიმდინარეობისას, ასევე მსგავსი გამოცდილების მქონდე ლექტორისგან სწავლა საინტერესო პროცესად იქცა.
კურსი სრულიად გამართული იყო ტექნიკურად და შინაარსობრივად, შევისწავლე ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. ლექტორი ნამდვილად პროფესიონალი და თავის საქმეზე შეყვარებულია, მისი ლექციები იყო ძალიან საინტერესო და სასიამოვნო. ყველაფერს ძალიან დეტალურად ხსნიდა, რაც მიადვილებდა დავალებების შესრულებასა და საკითხის გააზრებას.
ძალიან კარგი იყო როგორც ტექნიკურად, ისე შინაარსობრივად. ანა ძალიან კარგად ხსნიდა ყველა თემას, ასევე ძალიან კარგი გადმოცემის უნარი აქვს და ლექციები მიმდინარეობდა საინტერესოდ.
კურსი ძალიან საინტერესო იყო და ბევრ მასალას მოიცავდა. ლექტორის პროფესიონალიზმი დაგვეხმარა ინფორმაციის მარტივად გაგებასა და პრაქტიკაში გამოყენებაში.
ძალიან მომეწონა ანა, საუკეთესო ლექტორია. ყველა ლექცია იყო ერთმანეთზე საინტერესო და ინფორმაციული. ბევრი რამ ამომწურავად ვისწავლე.

მსგავსი კურსები

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს.
პროდუქტის მარკეტინგი: სტრატეგია, ანალიზი და პრაქტიკა

პროდუქტის მარკეტინგი: სტრატეგია, ანალიზი და პრაქტიკა

კურსში შეიტყობ, რომ პროდუქტის მარკეტინგი არის სახელმძღვანელო, რომელიც ეხმარება პროდუქტს იპოვოს სწორი გზა მომხმარებლებისკენ. ეს გულისხმობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვისაუბროთ პროდუქტზე, როგორ გავყიდოთ ეფექტურად და დავწრმუნდეთ, რომ არსებულ და პოტენციურ მომხმარებელს კარგად ესმის მისი ღირებულება.
სოციალური მედია ედვერთაიზინგის კურსი

სოციალური მედია ედვერთაიზინგის კურსი

კურსის მიზანია მოამზადოს ედვერთაიზერი, რომელიც დაგეგმავს სარეკლამო სტრატეგიას სოციალური მედიისთვის, შექმნის სხვადასხვა ტიპის რეკლამას წამყვან სოციალურ არხებში და გააანალიზებს და გააუმჯობესებს შედეგებს.

ყველა კურსი