ციფრული მარკეტინგის კურსი
- ლექტორი ანა გოგავა
-
შეხვედრები
Online
2.5 თვე, 21 შეხვედრა - 42 სთ
-
სამშაბათი 20:00-22:00 სთ
ხუთშაბათი 20:00-22:00 სთ
ღირებულება 1500 ₾
განვადებით თვეში
რეგისტრაცია დასრულებულია სილაბუსი
ციფრული მარკეტინგის კურსის მიზანია, მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე დამწყები ციფრული მარკეტერი, რომელიც შეძლებს ციფრული მარკეტინგის მიზნების განსაზღვრას, ციფრული სტრატეგიის დაგეგმვას, რეკლამის განთავსებას Facebook & Google არხებში, დამხმარე ციფრული არხების გამოყენებას, შედეგების გაზომვასა და გაანალიზებას.
კურსის მსმენელებს ეცოდინებათ:
- ციფრული მარკეტინგის რაობა, მნიშვნელობა და საქართველოში გამოყენებული ციფრული არხები;
- ციფრული მარკეტინგის საბაზისო ტერმინოლოგია;
- Facebook, Instagram, LinkedIn ფეიჯის მართვის ფუნქციონალი;
- ძირითადი ციფრული სარეკლამო არხების ტექნიკური შესაძლებლობები და ფუნქციონალი - Meta Ads & Google Ads;
- ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენება - Google Analytics; Event Manager;
- დამხმარე ციფრული არხების და ხელსაწყოების საჭიროება და ტექნიკური შესაძლებლობები - Tag Manager, Looker Studio, Mailchimp, ა.შ.;
- ციფრული სტრატეგიის ან/და გეგმის შექმნა და გაზომვადი მიზნების დასახვა;
- სტრატეგიის შესაბამისი რეკლამების განთავსება;
- რეკლამის ოპტიმიზაცია და შედეგების გაანალიზება;
- შედეგებზე ორიენტირებული ციფრული კამპანიის დაგეგმვა, განხორციელება, რეპორტინგი, ანალიზი.
რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?
- სტუდენტი უნდა ფლობდეს ინგლისურს B1 დონეზე
ლექტორის შესახებ
- ანა გოგავა არის ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი / პერფორმანს მარკეტერი 4 წელზე მეტი გამოცდილებით. ამჟამად ის კრეატიული სააგენტო Hans & Gruber-ის ციფრული დეპარტამენტის ჰედია;
- მას უთანამშრომლია ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Coca-cola, Subway, Wendy’s, Dunkin’, Avon, Nestle, Mondelez, Samsung, KIA, Porsche, USA Embassy და სხვა ლოკალური და საერთაშორისო კომპანიები;
- 2021 – 2022 წლებში ანა სააგენტოს Pro-Media-ს, ხოლო 2022-2023 წლებში სააგენტო AdsomeFish-ის ციფრული გუნდების ხელმძღვანელი იყო, სადაც Dentsu-სა და Mediacom-ის საერთაშორისო პროექტებზე მუშაობდა;
- Freelance პროექტების ჭრილში ანა მუდმივად თანამშრომლობს სხვადასხვა ლოკალურ და უცხოურ კომპანიებთან. მისი ყველაზე მსხვილი ფრილანს პროექტი ამერიკული ძვირადღირებული საათების მაღაზია Watch My Diamonds-ია, სადაც ის e-commerce-ის მიმართულებით, პერფორმანს მარკეტინგზე მუშაობს.
სტუდენტის კარიერის პროგრამა
Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67
სილაბუსი რეგისტრაცია დასრულებულია