UX/UI ქოფირაითინგის კურსი
UX/UI ქოფირაითინგის კურსის მიზანია სტუდენტებმა დახვეწონ წერის უნარები, ისწავლონ როგორ იწერება სხვადასხვა ტიპის ტექსტი ვებგვერდისთვის, შეძლონ ამოიცნონ მომხმარებლის
საჭიროებები და შექმნან შესაბამისი UX ტექსტი, სწორად
მოარგონ UX/UI ქოფი ბრენდის მიზანსა და სტრატეგიას.
რას ვისწავლი?
- ვებგვერდის მიზნებისა და საჭიროებების შეფასებას
- ბრენდინგ-სტრატეგიის მიხედვით ქოფის შექმნას
- ვებ-გვერდის ტექსტებზე მუშაობას
- UI/UX ქოფის შექმნას
რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?
- მსმენელს უნდა ჰქონდეს ქართული გრამატიკის საბაზისო ცოდნა
- შეეძლოს ინგლისურენოვანი ლიტერატურის წაკითხვა
UX/UI ქოფირაითერი
- ქეთი დიასამიძე ამჟამად მუშაობს TBC-ში უფროს UX მწერლად. ასევე არის სენიორ ქოფირაითერი საკომუნიკაციო სააგენტოში sci-fi. ის 3 წლის განმავლობაში იყო adjarabet.com-ის ქოფირაითერი.
- ქეთის საქმიანობის სფეროები მრავალფეროვანია და მოიცავს UX/UI ქოფის, ბრენდინგს, ბლოგებსა და სტატიებს, ციფრულ მარკეტინგს, ვიდეოებს, სცენარებსა და ვოისოვერებს.
- ქეთის აქვს გამოცდილება როგორც კრეატიული, ასევე UX/UI ქოფირაითინგის მიმართულებით. თანამშრომლობს National Geographic საქართველოსთან და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან.
- მას უმუშავია ისეთი ბრენდების ვებ-გვერდებზე, როგორებიცაა TBC Business, m², Eurocredit, adjarabet.com და სხვა.
Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ.
კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს.
კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა.
ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას.
კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67
დაკავშირებული პროფესიები
კურსის შეფასებები
UX/UI ქოფირაითინგის კურსი