0
მენიუ
banner banner
AI IT & Development დიზაინი მენეჯმენტი მარკეტინგი ბიზნესისთვის

მენტორინგის პროგრამა - სტრატეგიული HR: თანამშრომლების შეფასების სისტემები და სამოტივაციო სქემები

მენტორინგის პროგრამა - სტრატეგიული HR: თანამშრომლების შეფასების სისტემები და სამოტივაციო სქემები
ფორმატი
ფიზიკურად+ონლაინ
2.5 თვე • 18 შეხვედრა • 38 სთ
თარიღი
16 მაისი
სამშაბათი 20:00 - 22:00 სთ შაბათი 12:00 - 14:00 სთ
ღირებულება
1650 ₾ 1800 ₾
განვადებით 52 ₾-დან
მომდევნო ჯგუფი
თარიღი 8 სექტემბერი
გრაფიკი
სამშაბათი 20:00-22:00 სთ შაბათი
ღირებულება
1800 ₾



კურსის შეხვედრები:

  • 18 შეხვედრა
  • თეორია - 24 საათი
  • პრაქტიკა - 14 საათი (ვორქშოფის ფორმატში)

სტრატეგიული HR-ის კურსის მიზანი

პერფორმანსის მართვის კურსის ერთ-ერთი მიზანია HR-ებმა და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ხელმძღვანელებმა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა HR-ის სტრატეგიული საკითხების შესახებ, რომლებიც მათ დაეხმარება შეფასების სისტემების დანერგვაში, სამოტივაციო სქემების აწყობაში, თანამშრომლების განვითარების გეგმების გაწერასა და კომპანიაში კონსტრუქციული უკუკავშირის კულტურის ჩამოყალიბებაში. 

სტრატეგიული HR-ის კურსის უმთავრესი მიზანია, სტუდენტებმა ეს ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში და კურსის განმავლობაში, მათ მიერ შერჩეულ მიმართულებაში, მენტორების დახმარებით, შეიმუშაონ/დანერგონ ყველა ის საკითხი, რასაც ისწავლიან თეორიაში.

სტრატეგიული HR-ის კურსის შედეგები

კურსის გავლის შედეგად, HR-ში მომუშავე პროფესიონალი შეძლებს პერფორმანსის სრული ციკლის მართვას, კერძოდ:

  • სტრატეგიული მიზნების განსაზღვრას
  • ინდივიდუალური მიზნების ორგანიზაციულ მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანას
  • მიზნების დასახვის ძირითადი მეთოდების გამოყენებას: KPI, MBO,OKR, 360
  • მიზნების დასახვას SMART მეთოდოლოგიით
  • კონსტრუქციული უკუკავშირის პროცესის წარმართვას
  • კომპანიის სწავლებისა და განვითარების საჭიროებების ანალიზს
  • პროფესიული და პიროვნული განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირებას
  • თანამშრომლების განვითარების გეგმის დასახვას
  • ტრენინგებისა და განსავითარებელი აქტივობების დაგეგმვასა და აღსრულებას
  • განხორციელებული აქტივობების ეფექტიანობის შეფასებას
  • მოტივაციური სქემების შემუშავებას
  • თანამშრომელთა კმაყოფილების გაზომვას
  • შედეგების ანალიზსა და ინტერპრეტაციას
  • თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდისათვის აქტივობების დაგეგმვასა და აღსრულებას
  • ზემოთ ჩამოთვლილი პროცესების პროგრესის მონიტორინგსა და მხარდაჭერის უზრუნველყოფას

სასწავლო კურსის მოთხოვნები

  • აუდიტორია: HR სპეციალისტები და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ხელმძღვანელები, ვინც დაინტერესებულია სამუშაოს შეფასებისა  და სამოტივაციო სისტემებით 
  • მოთხოვნები: სასურველია, შეფასების სისტემებისა და სამოტივაციო სქემების შესახებ ინტერესისა და საჭიროების ქონა მიმდინარე პოზიციაზე       

ლექტორები

ლიკა კოვზირიძე

  • ლიკა კოვზირიძე - ბიზნეს საკონსულტაციო და მომსახურების კომპანია SMART Support-ის მმართველი პარტნიორი, 20 წლიანი გამოცდილებით მომსახურების სფეროში, მათ შორის 15 წლიანი მართვის გამოცდილებით;
  • ლიკას მართვის გამოცდილება კვლევით ინდუსტრიაში დაიწყო, საერთაშორისო კომპანია Taylor Nealson Sofres-ში, სადაც მან შეისწავლა საერთაშორისო კომპანიის სამუშაო სტანდარტები და სტარტაპში მუშაობის სპეციფიკა;
  • სააგენტოს შემდეგ, ლიკას კარიერა ბიზნესის მხარეს, საქართველოს ბანკსა და მულტინაციონალურ თამბაქოს მწარმოებელ კომპანია Japan Tobacco International-ს უკავშირდება, სადაც მან ღირებული და მნიშვნელოვანი ცოდნა დააგროვა, გაეცნო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს, როგორც თანამშრომლების მართვის, ასევე სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით;
  • 2015 წლის შემდეგ, ლიკას კარიერა კვლავ მომსახურების სფეროს, კვლევასა და HR აუთსორსინგს უკავშირდება და მას შემდეგ მმართველ პოზიციებს იკავებს, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კვლევით კომპანიაში;
  • 2023 წელს კი, ლიკამ დააარსა საკონსულტაციო კომპანია, სადაც გააერთიანა ყველა ის მიმართულება რაშიც გამოცდილება მიიღო და მიზნად დაისახა მომხმარებლის მხარდაჭერა ბიზნეს ამოცანების გადასაჭრელად;
  • გარდა ძირითადი საქმიანობისა SMART Support-ში, ლიკა სმარტ აკადემიასთან ერთად ზრუნავს ცოდნის გაზიარებასა და ისეთი კურსების შექმნაზე, რომლებიც ახალი პროფესიების შეძენასა და არსებული ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება დაინტერესებულ პირებს;
  • სწავლა და განვითარება ლიკას მნიშვნელოვანი ღირებულებაა, ამიტომ თავადაც მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული. გავლილი აქვს CU MBA, CIMA, Strategic Leadership Simulation (Michael Kouly), The Science of Well-Being (Yale University), Certified Coach (Erickson Coaching International), არის Kaizen-ის ფილოსოფიის მიმდევარი, გაციფრულებისა და ავტომატიზაციის მოყვარული.

ეთუნა ჟვანია

  • ეთუნა ჟვანია - ადამიანური რესურსებისა და ხარისხის მართვის პროფესიონალი 22 წლიანი სამუშაო გამოცდილებით;
  • ეთუნას კარიერა HR-ის მიმართულებით ბანკ Constanta-ში დაიწყო და TBC-ში გაგრძელდა, სადაც იკავებდა HR დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას;
  • საბანკო სფეროში, HR მიმართულებით 7 წლიანი მუშაობის განმავლობაში, მან მიიღო როგორც კომპანიების გაერთიანების (Merging), ასევე სხვა ბევრი ბიზნეს პროცესის ცვლილების მართვის გამოცდილება;
  • მონაწილეობდა და დიდი გამოცდილება მიიღო მსოფლიოში წამყვან საკონსულტაციო კომპანია MERCER-ისა და TBC-ის თანამშრომლობის პროცესში;
  • ასევე, ეთუნას ღირებული და ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება უკავშირდება სადაზღვევო სექტორს, Viena Insurance Group-ის წევრ კომპანია ირაოს, სადაც ის HR მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა;
  • ამჟამად კი, ეთუნა დეველოპერული კომპანია არქის HR-ისა და მომსახურების ხარისხსის მიმართულების ხელმძღვანელია;
  • მისი მოწოდება ცოდნის გაზიარებაა და მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ყოველთვის მზად არის მიღებული ცოდნისა და დაგროვილი გამოცდილების სმარტ აკადემიის სტუდენტებს გაუზიაროს.

ნინო მჭედლიშვილი

  • ნინო მჭედლიშვილი - ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალი, 13 წლიანი სამუშაო გამოცდილებით;
  • ნინოს კარიერა HR-ის მიმართულებით Societe Generale Group-ის წევრ მულტინაციონალურ კომპანიაში, ბანკ რესპუბლიკაში დაიწყო, რომელიც ცნობილია მისი ორგანიზაციული კულტურის მაღალი დონით. 5 წლის განმავლობაში მისი HR კარიერა მოიცავდა როგორც ტრენინგებისა და განვითარების მიმართულებას, ასევე შერჩევის, კარიერული განვითარების პროცესებსა და ტალანტების მართვას; 
  • ნინოს საბანკო სფეროს გამოცდილება TBC ბანკის HR გუნდში გრძელდება ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებით, სადაც მისი როლი საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერების შეფასების სისტემების მართვას მოიცავდა;
  • ბოლო წლების განმავლობაში ნინოს კარიერა სამშენებლო სფეროში გრძელდება. 5 წლის განმავლობაში სს ენერგონის (ენერგო ინფრასტრუქტურული სამშენებლო კომპანია) ადმინისტრაციული დირექტორის პოზიციას იკავებდა, სადაც მის დაქვემდებარებაში იყო HR გუნდი და ამ მიმართულების სრულ ციკლს (სტრატეგიული ნაწილი, ადმინისტრირება, შერჩევა, შეფასება, კომპენსაციები და ბენეფიტები, განვითარება) ფარავდა;
  • ამჟამად ნინო HR დირექტორის პოზიციას იკავებს Lopota Lake Resort & Spa-ში;
  • მანამდე იყო HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი Element Holding-ში, რომელიც სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ 15-მდე დამოუკიდებელ კომპანიას აერთიანებს;
  • ნინო მზად არის სმარტ აკადემიის სტუდენტებთან გააზიაროს დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება მაქსიმალურად პრაქტიკაზე დაფუძნებული გზით.

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.


როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67

სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება რეგისტრაცია ➜

დაკავშირებული პროფესიები

HR მენეჯერი (ადამიანური რესურსების მენეჯერი) თანამშრომელთა ჩართულობის სპეციალისტი

კურსის შეფასებები

ძალიან კმაყოფილი ვარ შინაარსობრივი ნაწილით, ნამდვილად სასარგებლო და რელევანტური ოყო გაზიარებულ სილაბუსთან მიმართებით.
სტრატეგიული HR-ის კურსი იყო საინტერესო, მრავალფეროვანი და დატვირთული პრაქტიკული გამოცდილებით. ეს კურსი გამოადგება არა მხოლოდ HR-ებს, არამედ მაღალი რგოლის მენეჯერებს, განსაკუთრებით იმ კომპანიებში სადაც ცვლილებები არის დასაგეგმი.
მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ის, რომ გვქონდა შესაძლებლობა, პრაქტიკაში განგვეხორციელებინა განვლილი თემები, ამის შემდეგ გავდიოდით მენტორთან და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად შედეგებს, ვიღებდით უკუკავშირს.
სასწავლო პროცესით კმაყოფილი ვარ, თეორიული მასალა იმ ფორმით არის მოწოდებული, რომ შემდეგ მისი პრაქტიკაში გადატანა საკმაოდ მარტივდება.
კურსი იყო ძალიან საინტერესო ინფორმაციით სავსე და კარგად ორგანიზებული. მომცა ძალიან ღირებული ცოდნა, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად დამეხმარება ჩემი კარიერის განვითარებაში.
მიხარია, რომ ლექტორების გაცნობის შესაძლებლობა მომეცა. ნამდვილად თავისი საქმის პროფესიონალები არიან, ძალიან საინტერესო ქეისებს გვიზიარებდნენ საკუთარი გამოცდილებიდან.
კურსის განმავლობაში უფრო მეტი ინფორმაცია მივიღე პერფორმანსისა და პოტენციალის შეფასების ტექნიკებზე და პრაქტიკული სამუშაოების დახმარებით ვისწავლე მათი ეფექტურად შერჩევა, არსებულ ბიზნეს მოდელზე მორგება და შედეგების ანალიზი.
HR მენეჯმენტში რამდენიმეწლიანი გამოცდილება მაქვს, თუმცა ყოველთვის ვცდილობ განვვითარდე და ცოდნა გავიღრმაო. პერფორმანსის მართვა თანამედროვე ორგანიზაციებისთვის გადამწყვეტი ფაქტორია, რადგან სწორად დაგეგმილი და აღსრულებული სისტემა თანამშრომლების მოტივაციასა და კომპანიის შედეგიანობაზე დადებითად აისახება. ამ კურსმა კი მომცა შესაძლებლობა მესწავლა და რეალურ გარემოში გამომეყენებინა საუკეთესო პრაქტიკები. ყველაზე საინტერესო იყო KPIs-ის სწორად განსაზღვრისა და მათი ორგანიზაციულ მიზნებთან დაკავშირების პროცესი. სრულად ➜

მსგავსი კურსები

MS EXCEL მონაცემთა ანალიზისთვის

MS EXCEL მონაცემთა ანალიზისთვის

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების ანალიზში.
MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ეკონომიკური პროცესების მოდელირებიასა და ბიზნეს სიტუაციების ანალიზში.
MS Excel: საბაზისოდან მონაცემთა ანალიზამდე

MS Excel: საბაზისოდან მონაცემთა ანალიზამდე

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს და დამატებით ფუნქციებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების მოდელირებაში, ბიზნეს სიტუაციების შესწავლასა და ანალიზში.
HR მენეჯმენტი პრაქტიკაში

HR მენეჯმენტი პრაქტიკაში

HR მენეჯმენტის კურსის მიზანია სტუდენტები გაეცნონ ადამიანური კაპიტალის მართვის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ადმინისტრაციულ პროცესებს და შესძლონ მათი პრაქტიკაში გამოყენება უნიკალური დავალებებისა და სიმულაციების შედეგად.
IT პროექტების მართვა და AGILE გუნდის ფასილიტაცია

IT პროექტების მართვა და AGILE გუნდის ფასილიტაცია

IT პროექტების მართვისა და Agile გუნდის ფასილიტაციის კურსის მიზანია დამწყებ ან მოქმედ IT პროექტების მენეჯერებს, პროექტების მართვით დაინტერესებულ პირებს გააცნოს IT პროექტების მართვის სპეციფიკა, ტექნიკები და გამოყენების შესაძლებლობები და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ და მხარს უჭერენ სხვებს გადაწყვეტილებების მიღებაში და მართავენ შეხვედრებს (მათ შორის, გუნდის ლიდერებს, ხელმძღვანელებს, Scrum Master-ებს, დამწყებ თუ Agile Coach-ებსა და პროექტის მენეჯერებს) დაეხმაროს ფასილიტატორის აზროვნების, ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

ყველა კურსი

სასურველი კურსები