მენიუ
banner banner
IT & Development დიზაინი მენეჯმენტი მარკეტინგი ბიზნესისთვის

MS Excel: საბაზისოდან მონაცემთა ანალიზამდე

MS Excel: საბაზისოდან მონაცემთა ანალიზამდე

ღირებულება 1240 ₾ 1000 ₾

განვადებით თვეში 31 ₾-დან



რეგისტრაცია ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი


MS Excel კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს და დამატებით ფუნქციებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური  პროცესების მოდელირებაში, ბიზნეს სიტუაციების შესწავლასა და ანალიზში.


MS EXCEL სასწავლო კურსის შედეგები

MS Excel კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტებთან დაკავშირებული  ინფორმაციის მოძიება;
  • ეკონომიკურ პრობლემებთან მიმართებაში, მონაცემთა სტატისტიკური ანალიზისათვის Microsoft Excel-ის პროგრამის უახლესი მიდგომებისა და ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება;
  • კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაციის ელექტრონული სახით ჩაწერა, სისტემატიზაცია, მონაცემების ვიზუალიზაცია, დამუშავება, რაოდენობრივი ანალიზი, შეფასება და დასკვნის გამოტანა;
  • გრაფიკების, ჰისტოგრამებისა და სხვა ფუნქციონალური ფორმების შექმნა;
  • პროგნოზირება, ჰიპოტეზების ტესტირება და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დასკვნების გაკეთება;
  • მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე დასკვნების გაკეთება, თუ რამდენად ეფექტურად შეიძლება გამოყენებულ იქნას საინფორმაციო ტექნოლოგიები კვლევებში, შემდგომი საქმიანობის დასაბუთებულ დაგეგმვასა თუ პროგნოზირებაში, და მიიღოს პრობლემასთან დაკავშირებული ოპტიმალური გადაწყვეტილებები;
  • სხვადასხვა სახის ეკონომიკური ამოცანების Microsoft Excel-ის პროგრამული საშუალებებით გადაწყვეტის ხერხების ცნობა;
  • ოპტიმალური არჩევანის შესრულება შეზღუდული რესურსების პირობებში;
  • მოთხოვნა-მიწოდებისა თუ სხვადასხვა ტიპის დანახარჯების მინიმიზაციისა ან მოგების მაქსიმიზაციისათვის ოპტიმიზაციის ამოცანების დასმა-გადაწყვეტა;
  • ოპტიმალური არჩევანის შესრულება ფინანსური პორტფოლიოს მართვაში;
  • MS Excel-ის გაძლიერებულ ფუნქციებთან მუშაობა;
  • მონაცემთა ანალიზისა და კონტროლის უნარის გაძლიერება.

ლექტორის შესახებ

  • თემო სულუაშვილი ამჟამად მუშაობს BDO Georgia-ში Associate, Business Service & Outsorcing-ში;
  • მანამდე ფინანსისტად მუშაობდა აუდიტორულ კომპანია „SunBreath Corp. Legal Services”-ში;
  • დღემდე ფინანსურ და საგადასახადო თემებთან დაკავშირებით კონსულტირებას უწევს კომპანიებს, როგორიცაა: „ავტოდახმარება ჯუბა“  და „KAMERTON TRAVEL“-ს;
  • თემო მონაწილეობას იღებს სხვადასხვა კომპანიის ფინანსური ანალიზისა და ეკონომიკური მოდელირების პროცესებში;
  • 2022-2023 წლებში, ლექტორის ასისტენტის პოზიციაზე, საინფორმაციო ტექნოლოგიებს (WORD, PPT, EXCEL, IBM SPSS) ასწავლიდა „კავკასიის უნივერსიტეტში“.


სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67

სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება რეგისტრაცია ➜

მსგავსი კურსები

HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკის კურსი

HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკის კურსი

HR მენეჯმენტის კურსის მიზანია სტუდენტები გაეცნონ ადამიანური კაპიტალის მართვის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ადმინისტრაციულ პროცესებს და შესძლონ მათი პრაქტიკაში გამოყენება უნიკალური დავალებებისა და სიმულაციების შედეგად.
MS EXCEL მონაცემთა ანალიზისთვის

MS EXCEL მონაცემთა ანალიზისთვის

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების ანალიზში.
საოფისე პროგრამების საფუძვლების კურსი - Word, PowerPoint, Excel

საოფისე პროგრამების საფუძვლების კურსი - Word, PowerPoint, Excel

კომპიუტერული უნარებისა და საოფისე პროგრამების საფუძვლების კურსის მიზანია სტუდენტს ასწავლოს საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლები საფოსტო, საოფისე და ღრუბლოვან სერვისებში მაიკროსოფტის საოფისე პაკეტის პროგრამების გამოყენებით - კერძოდ: Word, PowerPoint და Excel. ასევე, სტუდენტს შესძინოს მონაცემთა მენეჯმენტის, მანიპულაციისა და დამუშავების უნარები სხვადასხვა სცენარებში.
MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ეკონომიკური პროცესების მოდელირებიასა და ბიზნეს სიტუაციების ანალიზში.

ყველა კურსი