IT ბიზნეს ანალიზის კურსი
- ლექტორი ციცი აბჟანდაძე
- შეხვედრები Online, 3 თვე, 23 შეხვედრა - 63 სთ
-
დაწყების თარიღი
4 ოქტომბერი
-
სამშაბათი 18:30-21:30
შაბათი 13:30-16:30

ღირებულება 1700 ₾
განვადებით თვეში
რეგისტრაცია ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი
კურსი განკუთვნილია IT ბიზნეს ანალიზით დაინტერესებული პირებისთვის. მათთვის ვისაც აქვს სურვილი დაიწყოს სვლა აღნიშნული კარიერული მიმართულებით ან/და არის საწყის ეტაპზე. კურსი დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით და თითოეული მოდული დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკებსა და ლექტორის მრავალპროფილურ გამოცდილებაზე.
სასწავლო კურსის შედეგები
- რა როლი აქვს ბიზნეს ანალიტიკოს IT პროექტებში, რას და როგორ აკეთებენ ბიზნეს ანალიტიკოსები;
- რა სამუშაო ფრეიმვორქები არსებობს და როგორ იგეგმება ბიზნეს ანალიტიკოსის აქტივობები თითოეულის ჭრილში;
- პროექტისთვის საჭირო არტეფაქტების იდენტიფიკაციას და ეფექტური user story - ების წერას;
- მოთხოვნების სასიცოცხლო ციკლის მართვას, პროდუქტის მოთხოვნის ტიპებს და მათი მოპოვების ტექნიკებს;
- პროექტში ჩართული მხარეების იდენტიფიკაციას, მათ ანალიზს და მათთან ეფექტურ კოლაბორაციას;
- პროექტის მართვის პროცესში საჭირო დიაგრამების აგებას და მათ გამოყენებას;
- პროექტში ბიზნეს ანალიტიკოსის საქმიანობის შეფასებას, ბიზნეს ანალიზის რისკების იდენტიფიცირებას და მათთან გამკლავების გზებს;
- პროექტის დროს შესაძლო ცვლილებების მართვას და ნეგატიური ეფექტების თავიდან არიდებას.
რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?
- მონაწილეს სასურველია ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება;
- კურსის მონაწილე უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას იმ დონეზე, რომ შეძლოს ინგლისურენოვანი მასალის წაკითხვა და გარჩევა.
ლექტორის შესახებ
- ციცი აბჟანდაძეს აქვს 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება IT სფეროში, სხვადასხვა როლის ფარგლებში, მათ შორის: Product Owner, SME, ERP consultant, Business Analyst;
- ამჟამად, მუშაობს Girteka Group-ში Senior Systems Analyst-ის პოზიციაზე;
- მანამდე მუშაობდა სენიორ ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე Epam-ში;
- IT ბიზნეს ანალიტიკოსად მუშაობის გამოცდილება აქვს შემდეგ დომეინებში: ადამიანური რესურსების მართვის, დროის მენეჯმენტის, ფინანსური, იურიდიული მიმართულების ანალიტიკა;
- ციცი არის PMI-ACP, Technical interviewer, Resource manager და მენტორი.
სტუდენტის კარიერის პროგრამა
რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67
სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება რეგისტრაცია ➜