მენიუ
banner banner
IT & Development დიზაინი მენეჯმენტი მარკეტინგი ბიზნესისთვის

IT ბიზნეს ანალიზის კურსი

IT ბიზნეს ანალიზის კურსი

ღირებულება 1700 ₾ 1650 ₾

განვადებით თვეში 52 ₾-დან



რეგისტრაცია ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი


კურსი განკუთვნილია IT ბიზნეს ანალიზით დაინტერესებული პირებისთვის. მათთვის ვისაც აქვს სურვილი დაიწყოს სვლა აღნიშნული კარიერული მიმართულებით ან/და არის საწყის ეტაპზე. კურსი დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით და თითოეული მოდული დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკებსა და ლექტორის მრავალპროფილურ გამოცდილებაზე.  

სასწავლო კურსის შედეგები

  • რა როლი აქვს ბიზნეს ანალიტიკოს IT პროექტებში, რას და როგორ აკეთებენ ბიზნეს ანალიტიკოსები;
  • რა სამუშაო ფრეიმვორქები არსებობს და როგორ იგეგმება ბიზნეს ანალიტიკოსის აქტივობები თითოეულის ჭრილში;
  • პროექტისთვის საჭირო არტეფაქტების იდენტიფიკაციას და ეფექტური user story - ების წერას;
  • მოთხოვნების სასიცოცხლო ციკლის მართვას, პროდუქტის მოთხოვნის ტიპებს და მათი მოპოვების ტექნიკებს;
  • პროექტში ჩართული მხარეების იდენტიფიკაციას, მათ ანალიზს და მათთან ეფექტურ კოლაბორაციას;
  • პროექტის მართვის პროცესში საჭირო დიაგრამების აგებას და მათ გამოყენებას;
  • პროექტში ბიზნეს ანალიტიკოსის საქმიანობის შეფასებას, ბიზნეს ანალიზის რისკების იდენტიფიცირებას და მათთან გამკლავების გზებს;
  • პროექტის დროს შესაძლო ცვლილებების მართვას და ნეგატიური ეფექტების თავიდან არიდებას.

რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?

  • მონაწილეს სასურველია ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება;
  • კურსის მონაწილე უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას იმ დონეზე, რომ შეძლოს ინგლისურენოვანი მასალის წაკითხვა და გარჩევა.

ლექტორის შესახებ

  • ციცი აბჟანდაძეს აქვს 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება IT სფეროში, სხვადასხვა როლის ფარგლებში, მათ შორის: Product Owner, SME, ERP consultant, Business Analyst;
  • ამჟამად, მუშაობს Girteka Group-ში Senior Systems Analyst-ის პოზიციაზე;
  • მანამდე მუშაობდა სენიორ ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე Epam-ში;
  • IT ბიზნეს ანალიტიკოსად მუშაობის გამოცდილება აქვს შემდეგ დომეინებში: ადამიანური რესურსების მართვის, დროის მენეჯმენტის, ფინანსური, იურიდიული მიმართულების ანალიტიკა;
  • ციცი არის PMI-ACP, Technical interviewer, Resource manager და მენტორი.

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67

სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება რეგისტრაცია ➜

შეფასებები

კურსმა ჩემს მოლოდინებს ნამდვილად გადააჭარბა, აუცილებლად ვურჩევდი მას ყველა დაინტერესებულ ადამიანს. ციცის ისე საოცრად მიჰყავს პროცესი, რომ შეუძლებელია კმაყოფილი არ დარჩე.
კურსმა მაქსიმალურად გამიმართლა მოლოდინი, მომცა ცოდნა ბიზნეს ანალიტიკის პროცესების, Agile-ის პრინციპებისა და სხვადასხვა ანალიტიკური ხელსაწყოს გამოყენების მიმართულებით. განსაკუთრებით დამეხმარა პრაქტიკულ მაგალითებზე მუშაობა. სრულად ➜
ციცი საკუთარი საქმის მცოდნე და შესანიშნავი ადამიანია. ვთვლი რომ გამიმართლა, ეს კურსი სწორედ მისი მენტორობით რომ გავიარე.
კურსზე ამომწურავ თეორიულ მასალასთან ერთად გავდიოდით პრაქტიკულ მაგალითებს, რომელიც საუკეთესო გამოცდილებას ქმნიდა.
ციცი უსაყვარლესი მონდომებული და ენთუზიასტი ადამიანია, მისი დამოკიდებულება და მიდგომები გვიმარტივებდა სწავლის პროცესს.
კურსი ინტენსიური და დატვირთული იყო ინფორმაციულად! ლექტორი ყოველთვის ენერგიული, მოტივირებული და მომზადებული იყო ლექციისთვის. ვუწევ რეკომენდაციას.
შინაარსობრივად კურსი ძალიან ინფორმაციულია. ციცი ძალიან კვალიფიციური და მცოდნე ლექტორია.
კურსი ნამდვილად გამორჩეულია ინფორმაციული სილაბუსითა და საუკეთესო მიდგომებით. ლექტორი უდიდესი მონდომებითა და ძალისხმევით გვიხსნიდა თითოეულ თემას.
IT ბინზეს ანალიტიზის ყველაზე კარგად შედგენილი კურსი იყო, რაც კი არსებობს ქართულ ბაზარზე, საუკეთესო ლექტორით.
ძალიან კარგად შედგენილი კურსი იყო. ყოველთვის ყველა დეტალზე გვქონდა ინფორმაცია, რისთვისაც დიდი მადლობა სმარტ აკადემიის ადმინისტრაციას. იდეალურად იყო აწყობილი სილაბუსი და ვრცლად, ამომწურავად იყო მოწოდებული ყველა ტიპის ინფორმაცია.
კურსი იყო ხალიან საინტერესო და პროდუქტიული ლექტორის, ციცის დამსახურებით. ძალიან მომეწონა და ვუწევ რეკომენდაციას.
კურსმა სრულიად გაამართლა მოლოდინები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მივიღეთ სრული ინფორმაცია, რაც კი შეიძლებოდა, რომ მიგვეღო IT ბიზნეს ანალიტიზის შესახებ.
ლექტორი არის ძალიან კომუნიკაბელური. მონდომებული იყო, რომ მაქსიმალურად გაგვეგო საკითხი, საინტერესო გამოცდილებას აზიარებდა.
კურსით და ლექტორით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემთვის სუპერ ეფექტური იყო ყველა ლექცია.

მსგავსი კურსები

IT პროექტების მართვა და AGILE გუნდის ფასილიტაცია

IT პროექტების მართვა და AGILE გუნდის ფასილიტაცია

IT პროექტების მართვისა და Agile გუნდის ფასილიტაციის კურსის მიზანია დამწყებ ან მოქმედ IT პროექტების მენეჯერებს, პროექტების მართვით დაინტერესებულ პირებს გააცნოს IT პროექტების მართვის სპეციფიკა, ტექნიკები და გამოყენების შესაძლებლობები და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ და მხარს უჭერენ სხვებს გადაწყვეტილებების მიღებაში და მართავენ შეხვედრებს (მათ შორის, გუნდის ლიდერებს, ხელმძღვანელებს, Scrum Master-ებს, დამწყებ თუ Agile Coach-ებსა და პროექტის მენეჯერებს) დაეხმაროს ფასილიტატორის აზროვნების, ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
Data Analytics & BI Development (SQL & Power BI)

Data Analytics & BI Development (SQL & Power BI)

კურსის მიზანია მსმენელმა შეისწავლოს მონაცემთა ანალიტიკა, ბაზებთან მუშაობის პრინციპები MSSQL ენის გამოყენებით და ინფორმაციის ვიზუალიზაცია BI ხელსაწყოების მეშვეობით.

ყველა კურსი