0
მენიუ
banner banner

გაყიდვების გუნდის მართვის კურსი

გაყიდვების სტრატეგია • პროგნოზირება • ქოუჩინგი • ანალიტიკა

გაყიდვების გუნდის მართვის კურსი
ფორმატი
Online
3.5 თვე • 14 შეხვედრა • 28 სთ
თარიღი
14 ნოემბერი
შაბათი 10:00-12:00 სთ
ღირებულება
1600 ₾ 1400 ₾

შეფასებები

გაყიდვების გუნდის მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს განუვითაროს თანამედროვე გაყიდვების გუნდის მართვისთვის საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები. კურსი მოიცავს გაყიდვების პროცესის, Pipeline-ის, პროგნოზირების, მეტრიკების, კომპენსაციის, ქოუჩინგის, გუნდის განვითარებისა და RevOps-ის მართვას, ასევე AI-სა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას გაყიდვების მართვაში. მონაწილეები შეძლებენ ააწყონ ეფექტიანი გაყიდვების მართვის სისტემა, მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და მართონ გუნდის შედეგიანობა.

გაყიდვების გუნდის მართვის კურსის შედეგები:

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

  • განსაზღვრონ გაყიდვების მენეჯერის როლი და განასხვავონ ის წარმატებული გაყიდვების წარმომადგენლის როლისგან;
  • გამოიყენონ სამი ძირითადი უნარი: ქოუჩინგი, პროგნოზირება და სისტემის აშენება;
  • განსაზღვრონ მიზნები და მოლოდინები;
  • შეარჩიონ სწორი გაყიდვების მოდელი ბაზრის სეგმენტის მიხედვით;
  • ააგონ Pipeline მყიდველის მიერ განსაზღვრული ეტაპებით და გამოიყენონ კონვერსიის მათემატიკა;
  • შეიმუშავონ კომპენსაციის გეგმა და კვოტები;
  • ჩაატარონ პროგნოზირება მრავალი მეთოდით;
  • შეიმუშავონ გაყიდვების სტრატეგია;
  • აირჩიონ და გამოიყენონ სწორი მეტრიკები და ააგონ RevOps სისტემა.

გაყიდვების გუნდის მართვის კურსის მოთხოვნები:

  • კურსი განკუთვნილია საშუალო და მაღალი დონის მენეჯერებისთვის, რომლებიც ხელმძღვანელობენ გაყიდვების გუნდებს;
  • მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ გაყიდვების პრაქტიკული გამოცდილება და ამჟამად უნდა მართავდნენ გაყიდვების გუნდს;
  • მონაწილეები უნდა მოემზადონ საკუთარი გუნდის რეალური მონაცემების გამოყენებისთვის სავარჯიშოების შესასრულებლად.




კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67



დაკავშირებული პროფესიები

გაყიდვების მენეჯერი

მსგავსი კურსები
გუნდის მართვის პრაქტიკული კურსი

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსი

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსის მიზანია განავითაროს საშუალო რგოლის მენეჯერები ისეთ ლიდერებად, რომლებიც პროცესების მართვასთან ერთად ზრუნავენ გუნდის წევრების უნარებისა და პოტენციალის განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს გუნდების უფრო მაღალი ჩართულობით, ინიციატივითა და შედეგებზე ორიენტაციით მუშაობას, კომპანიის ბიზნეს მიზნების მისაღწევად.
მენტორინგის პროგრამა - სტრატეგიული HR

მენტორინგის პროგრამა - სტრატეგიული HR

პერფორმანსის მართვის კურსის ერთ-ერთი მიზანია HR-ებმა და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ხელმძღვანელებმა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა HR-ის სტრატეგიული საკითხების შესახებ, რომლებიც მათ დაეხმარება შეფასების სისტემების დანერგვაში, სამოტივაციო სქემების აწყობაში, თანამშრომლების განვითარების გეგმების გაწერასა და კომპანიაში კონსტრუქციული უკუკავშირის კულტურის ჩამოყალიბებაში. უმთავრესი მიზანია, ეს ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში და კურსის განმავლობაში, მათ მიერ შერჩეულ მიმართულებაში, მენტორების დახმარებით, შეიმუშაონ/დანერგონ ყველა ის საკითხი, რასაც ისწავლიან თეორიაში.
HR მენეჯმენტი პრაქტიკაში

HR მენეჯმენტი პრაქტიკაში

HR მენეჯმენტის კურსის მიზანია სტუდენტები გაეცნონ ადამიანური კაპიტალის მართვის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ადმინისტრაციულ პროცესებს და შესძლონ მათი პრაქტიკაში გამოყენება უნიკალური დავალებებისა და სიმულაციების შედეგად.
HR ადმინისტრირება პრაქტიკაში

HR ადმინისტრირება პრაქტიკაში

HR ადმინისტრირების კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები ორგანიზაციაში HR პროცესების სწორად ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის. სტუდენტები გაეცნობიან HR პოლიტიკებისა და პროცედურების შექმნის, თანამშრომელთა დოკუმენტაციის მართვისა და შრომითი ურთიერთობების ადმინისტრირების ძირითად პრინციპებს.
PAYROLL-ის პრაქტიკული კურსი

PAYROLL-ის პრაქტიკული კურსი

PAYROLL-ის პრაქტიკული კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები Payroll-ის (შრომის ანაზღაურების) სისტემის დაგეგმვის, გამოთვლისა და მართვის შესახებ. მონაწილეები გაიცნობენ Payroll-ის სრულ ციკლს - შემომავალი დოკუმენტაციიდან საბოლოო ანგარიშსწორებამდე, ისწავლიან ხელფასის კომპონენტების სტრუქტურირებასა და კანონმდებლობის გათვალისწინებას.
ზოგადი მენეჯმენტი და გაყიდვების მართვის კურსი

ზოგადი მენეჯმენტი და გაყიდვების მართვის კურსი

ზოგადი მენეჯმენტისა და გაყიდვების მართვის კურსი სტუდენტებს სთავაზობს სრულყოფილ ცოდნას მენეჯმენტის ყველა ასპექტის შესახებ. კურსი გამდიდრებულია პრაქტიკული დავალებებით, რეალური მაგალითებითა და მასალებით.
ყველა კურსი

სასურველი კურსები